მოსკოვში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა გარდაიცვალა КВН -ის ("მხიარულთა და საზრიანთა კლუბი") წამყვანი და უცვლელი ხელმძღვანელი ალექსანდრე მასლიაკოვი.
მისი გარდაცვალების მიზეზი არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს ხელახლა დაინფიცირდა კორონავირუსით, ბოლო პერიოდში კი ფილტვების სიმსივნის გამო არაოპერაციულ მკურნალობას გადიოდა.
2022 წელს მასლიაკოვმა უმაღლესი ლიგის მხოლოდ ორი თამაში წაიყვანა (დანარჩენში იგი შეცვალეს "პირველი არხის"სხვა წამყვანებმა), 2024 წლის გაზაფხულზე მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მიდიოდა გადაცემის წამყვანობიდან.
ლექსანდრე მასლიაკოვი ყოველთვის იყო ხელისუფლებისა და ტელევიზიის ბოსების ფავორიტი.
საბჭოთა ტელევიზიაში ის უძღვებოდა ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს: "მხიარულთა და საზრიანთა კლუბი" (თავდაპირველად სვეტლანა ჟილცოვასთან ერთად), "გამარჯობა, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს", "მოდით, გოგოებო!", "მოდით, ბიჭებო ", "მხიარული ბიჭები" და სხვ.
თანამედროვე რუსეთში მას მიენიჭა რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება და ასევე გახდა ღირსების ორდენის მფლობელი. 2017 წელს მას ასევე მიენიჭა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება.
ის მიიჩნეოდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად.