საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ არ უკვირს არავის ღია კაბა. კომფორტულად ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა" - რას ჰყვება ია სუხიტაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე და რას პასუხობს კრიტიკოსებს
"იქ არ უკვირს არავის ღია კაბა. კომფორტულად ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა" - რას ჰყვება ია სუხიტაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე და რას პასუხობს კრიტიკოსებს

მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ვენე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­სა და რე­ჟი­სორ დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილმზე სა­უბ­რობს, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს. კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მან "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს­თან" ისა­უბ­რა.

  • "სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი გვქონ­და ჩვენს გუნდს. ძა­ლი­ან ვემ­ზა­დე­ბო­დით იმის­თვის, რომ ღირ­სე­უ­ლად წარვმსდგა­რი­ყა­ვით. როცა ასე­თი რამ ხდე­ბა, უნდა ეცა­დო, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ყუ­რე­ბო­დეს. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფილ­მე­ბით წარ­სდგნენ რე­ჟი­სო­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქცეყ­ნე­ბი­დან და ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი სა­ხე­ლე­ბი იყ­ვნენ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, მათ შო­რის, ნი­კოლ კიდ­მა­ნი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, ტილ­და სვინ­ტო­ნი, ჯუ­ლი­ან­ნა მური, ლედი გაგა და ა.შ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან - სა­ნამ და­ი­წყებ­და ჩა­წე­რას, მი­თხრა - "ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?!" მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და ვერ მა­ლავ­დნენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას.

ეს ამ­ბე­ბი რა თე­მებ­საც ვე­ხე­ბით ფილმში, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი ენით არის მო­თხრო­ბი­ლი და მო­ტა­ნი­ლი მა­ყუ­რებ­ლამ­დე, ვერ წყვეტ თვალს ამ ყვე­ლა­ფერს. იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გამ­ყო­ფებს, რომ შე­იგრნო ის ყვე­ლა­ფე­რი, რა პრობ­ლე­მებ­საც ვე­ხე­ბით.

  • ვიცი, რომ ჩვენ­თან ძა­ლი­ან დიდი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა კა­ბამ. რა­ვი­ცი, იქ არ უკ­ვირს არა­ვის ღია კაბა. მე ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყა­ვი ამ კა­ბა­ში და ვთვლი, რომ ძა­ლი­ან მიხ­დე­ბო­და", - ამ­ბობს ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რე­ჟი­სორ დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მი "აპ­რი­ლი" ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მთა­ვარ სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში იყო და სა­ბო­ლო­ოდ ფილმმა ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი მი­ი­ღო. კი­ნო­სუ­რათ­ში მთა­ვარ რო­ლებს ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი და მე­რაბ ნი­ნი­ძე ას­რუ­ლე­ბენ.

მოქ­მე­დე­ბა პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა, სა­დაც ფილ­მის გმი­რი ნინა ერ­თა­დერთ პა­ტა­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გი­ნე­კო­ლო­გად მუ­შა­ობს. რო­დე­საც მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყო­ფი ახალ­შო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე წამ­ში კვდე­ბა, ნი­ნას ბრალს სდე­ბენ არას­წო­რად მოქ­მე­დე­ბა­ში და ჩვი­ლის სიკ­ვდილს მას აბ­რა­ლე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბა კი ნი­ნას პი­რა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"იქ არ უკვირს არავის ღია კაბა. კომფორტულად ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა" - რას ჰყვება ია სუხიტაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე და რას პასუხობს კრიტიკოსებს

"იქ არ უკვირს არავის ღია კაბა. კომფორტულად ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა" - რას ჰყვება ია სუხიტაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე და რას პასუხობს კრიტიკოსებს

მსახიობი ია სუხიტაშვილი ვენეციის კინოფესტივალსა და რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე საუბრობს, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს. კინოფესტივალზე მიღებული ემოციების შესახებ მან "დილა მშვიდობისა საქართველოსთან" ისაუბრა.

  • "საოცარი ემოციები გვქონდა ჩვენს გუნდს. ძალიან ვემზადებოდით იმისთვის, რომ ღირსეულად წარვმსდგარიყავით. როცა ასეთი რამ ხდება, უნდა ეცადო, რომ ყველაფერი ღირსეულად გამოყურებოდეს. ძალიან ძლიერი ფილმებით წარსდგნენ რეჟისორები სხვადასხვა ქცეყნებიდან და ძალიან ხმაურიანი სახელები იყვნენ კინოფესტივალზე, მათ შორის, ნიკოლ კიდმანი, ანჯელინა ჯოლი, ტილდა სვინტონი, ჯულიანნა მური, ლედი გაგა და ა.შ.

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთ-ერთი კომენტარი ჟურნალისტისგან - სანამ დაიწყებდა ჩაწერას, მითხრა - "ეს როგორ მოახერხე?!" მოდიოდნენ ადამიანები და ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას.

ეს ამბები რა თემებსაც ვეხებით ფილმში, იმდენად საინტერესო, ახალი ენით არის მოთხრობილი და მოტანილი მაყურებლამდე, ვერ წყვეტ თვალს ამ ყველაფერს. იმ მდგომარეობაში გამყოფებს, რომ შეიგრნო ის ყველაფერი, რა პრობლემებსაც ვეხებით.

  • ვიცი, რომ ჩვენთან ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა კაბამ. რავიცი, იქ არ უკვირს არავის ღია კაბა. მე ძალიან კომფორტულად ვიყავი ამ კაბაში და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა", - ამბობს ია სუხიტაშვილი.

ცნობისთვის, რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო და საბოლოოდ ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. კინოსურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

მოქმედება პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც ფილმის გმირი ნინა ერთადერთ პატარა საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობს. როდესაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში კვდება, ნინას ბრალს სდებენ არასწორად მოქმედებაში და ჩვილის სიკვდილს მას აბრალებენ. გამოძიება კი ნინას პირადი და პროფესიული ცხოვრებით ინტერესდება.

ნახეთ ასევე: