სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის სულ უფრო მეტ სკოლაში უკრძალავენ მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას - რა გავლენა მოახდინა მოზარდებზე სმარტფონების აკრძალვამ?
ევროპის სულ უფრო მეტ სკოლაში უკრძალავენ მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას - რა გავლენა მოახდინა მოზარდებზე სმარტფონების აკრძალვამ?

ევ­რო­პის სულ უფრო მეტ ქვე­ყა­ნა­ში უკ­რძა­ლა­ვენ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ებს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ყვე­ლა­ფე­რი ექ­ვსი წლის წინ, როცა ნი­დერ­ლან­დე­ბის Calvijn College-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სკო­ლებ­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის აკ­რძალ­ვას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, იდე­ამ მარ­თა­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სკო­ლა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში მა­ინც შე­ვი­და.

  • "დე­რეფ­ნებ­სა და სკო­ლის ეზო­ში და­ი­ნა­ხავ­დით, რომ ბავ­შვე­ბი სმარ­ტფო­ნებ­ში იყ­ვნენ ჩა­ძი­რულ­ნი, ერ­თმა­ნეთს არ ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის მა­გი­დე­ბი ცა­რი­ე­ლი იყო", - ამ­ბობს სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ახლა უკვე სკო­ლებ­ში სმარ­ტფო­ნე­ბის აკ­რძალ­ვა იშ­ვი­ა­თი აღა­რაა.ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში 200 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა კრძლავს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს, აკ­რძა;ვა და­წეს­და ბელ­გი­ა­ში, ვა­ლო­ნი­ა­სა და ბრი­უ­სე­ლის ფრან­გუ­ლე­ნო­ვან და­წყე­ბით სკო­ლებ­ში. უნ­გრეთ­ში ახა­ლი კა­ნო­ნი სკო­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებს, სას­წავ­ლო დღის და­სა­წყის­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სმარტ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შეკ­რი­ბონ.

იტა­ლი­ამ და სა­ბერ­ძნეთ­მა უფრო მსუ­ბუ­ქი მიდ­გო­მე­ბი აირ­ჩი­ეს, რაც მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ფო­ნე­ბი თან ატა­რონ, მაგ­რამ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ექ­ნე­ბათ.

  • Calvijn College-ში სმარ­ტფო­ნე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნი­ეს, რო­გორ შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვე­ბი და სკო­ლის ცხოვ­რე­ბის კულ­ტუ­რა.

"მოს­წავ­ლე­ე­ბი ისევ თა­მა­შო­ბენ, ერ­თმა­ნეთს ელა­პა­რა­კე­ბი­ან. გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­შიც ხე­ლის შეშ­ლა", - ამ­ბო­ბენ სკო­ლა­ში.

2024 წლის იან­ვარ­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის მთავ­რო­ბამ სა­შუ­ა­ლო სკო­ლებს მო­უ­წო­და, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ტაბ­ლე­ტე­ბი და სმარტ სა­ა­თე­ბი აეკ­რძა­ლათ. რე­კო­მენ­და­ცია და­წყე­ბით სკო­ლებ­ზე ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და.

  • Radboud University-ს მკვლევ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა - რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა აკ­რძალ­ვამ მოს­წავ­ლე­ებ­ზე.

აკ­რძალ­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ, მათ ასო­ბით მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­კი­თხეს.

მკვლე­ვარ ლოეს პო­ულ­სის თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ სმარ­ტფო­ნე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფან­ტე­ბათ, ხოლო მას­წავ­ლებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, თა­ვი­ანთ სა­მუ­შა­ო­ზე უფრო არი­ან კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი.

ბევ­რმა მოს­წავ­ლემ თქვა, რომ რე­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს მეტი დრო და­უთ­მეს და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­და.

აკ­რძალ­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 40%-მა თქვა, რომ ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნამ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, უფრო კარ­გად გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ შეს­ვე­ნე­ბე­ბი, ხოლო 37%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­ლე­ფო­ნე­ბი მო­ე­ნატ­რათ. "იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია ვცა­დო, მა­ში­ნაც კი, როცა ამის გან­წყო­ბა არ მაქვს, რაც ხში­რად ხდე­ბა,“ – უთხრა ერ­თმა გა­მო­კი­თხულ­მა მკვლე­ვარს.

Calvijn College-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს ეჭვი არ ეპა­რე­ბათ, რომ აკ­რძალ­ვა და­დე­ბი­თი იყო. რო­დე­საც აკ­რძალ­ვა პირ­ვე­ლად და­ი­ნერ­გა, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რომ მო­მა­ვალ­ში და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ტე­ლე­ფო­ნე­ბის ქო­ნის ნე­ბარ­თვა ხე­ლახ­ლა და­ეშ­ვათ, თუმ­ცა, ამ­ჟა­მად ეს დღის წეს­რიგ­ში აღარ დგას.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ევროპის სულ უფრო მეტ სკოლაში უკრძალავენ მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას - რა გავლენა მოახდინა მოზარდებზე სმარტფონების აკრძალვამ?

ევროპის სულ უფრო მეტ სკოლაში უკრძალავენ მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას - რა გავლენა მოახდინა მოზარდებზე სმარტფონების აკრძალვამ?

ევროპის სულ უფრო მეტ ქვეყანაში უკრძალავენ სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენებას.

ყველაფერი ექვსი წლის წინ, როცა ნიდერლანდების Calvijn College-ის წარმომადგენლები სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას განიხილავდნენ, იდეამ მართალია, მოსწავლეების ნაწილის განაწყენება გამოიწვია, მაგრამ საბოლოო ჯამში სკოლაში გადაწყვეტილება ძალაში მაინც შევიდა.

  • "დერეფნებსა და სკოლის ეზოში დაინახავდით, რომ ბავშვები სმარტფონებში იყვნენ ჩაძირულნი, ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები ცარიელი იყო", - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ახლა უკვე სკოლებში სმარტფონების აკრძალვა იშვიათი აღარაა.ამჟამად საფრანგეთში 200 საშუალო სკოლა კრძლავს მობილურ ტელეფონებს, აკრძა;ვა დაწესდა ბელგიაში, ვალონიასა და ბრიუსელის ფრანგულენოვან დაწყებით სკოლებში. უნგრეთში ახალი კანონი სკოლებს ავალდებულებს, სასწავლო დღის დასაწყისში მოსწავლეების ტელეფონები და სმარტ მოწყობილობები შეკრიბონ.

იტალიამ და საბერძნეთმა უფრო მსუბუქი მიდგომები აირჩიეს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მთელი დღის განმავლობაში ტელეფონები თან ატარონ, მაგრამ მათი გამოყენება საკლასო ოთახებში აკრძალული ექნებათ.

  • Calvijn College-ში სმარტფონების აკრძალვის შემდეგ მალევე შეამჩნიეს, როგორ შეიცვალა მოსწავლეების ქცევები და სკოლის ცხოვრების კულტურა.

"მოსწავლეები ისევ თამაშობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან. გაცილებით ნაკლებია საგაკვეთილო პროცესშიც ხელის შეშლა", - ამბობენ სკოლაში.

2024 წლის იანვარში, ნიდერლანდების მთავრობამ საშუალო სკოლებს მოუწოდა, მობილური ტელეფონები, ტაბლეტები და სმარტ საათები აეკრძალათ. რეკომენდაცია დაწყებით სკოლებზე ახლახან გავრცელდა.

  • Radboud University-ს მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა - რა გავლენა მოახდინა აკრძალვამ მოსწავლეებზე.

აკრძალვიდან სამი თვის შემდეგ, მათ ასობით მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი გამოკითხეს.

მკვლევარ ლოეს პოულსის თქმით, მოსწავლეების დაახლოებით 20%-მა განაცხადა, რომ სმარტფონების აკრძალვის შემდეგ ყურადღება ნაკლებად ეფანტებათ, ხოლო მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეები გაკვეთილებზე, თავიანთ სამუშაოზე უფრო არიან კონცენტრირებულები.

ბევრმა მოსწავლემ თქვა, რომ რეალურ სოციალურ ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმეს და ურთიერთობების ხარისხი გაუმჯობესდა.

აკრძალვიდან სამი თვის შემდეგ, დაახლოებით 40%-მა თქვა, რომ ტელეფონების გარეშე ყოფნამ მათ საშუალება მისცა, უფრო კარგად გაეტარებინათ შესვენებები, ხოლო 37%-მა აღნიშნა, რომ ტელეფონები მოენატრათ. "იძულებული ვარ, სოციალიზაცია ვცადო, მაშინაც კი, როცა ამის განწყობა არ მაქვს, რაც ხშირად ხდება,“ – უთხრა ერთმა გამოკითხულმა მკვლევარს.

Calvijn College-ს წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ აკრძალვა დადებითი იყო. როდესაც აკრძალვა პირველად დაინერგა, განიხილებოდა, რომ მომავალში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ტელეფონების ქონის ნებართვა ხელახლა დაეშვათ, თუმცა, ამჟამად ეს დღის წესრიგში აღარ დგას.

წყარო