პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინული დრონების თავდასხმა ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში და ოკუპანტის მორიგი შეტევა კიევზე - რა ხდება ცნობილი წუხანდელ ღამეზე?
უკრაინული დრონების თავდასხმა ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში და ოკუპანტის მორიგი შეტევა კიევზე -  რა ხდება ცნობილი წუხანდელ ღამეზე?

რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე­ე­ბი წუ­ხელ, ერ­თმა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნე­ბით მი­ტა­ნილ შე­ტე­ვებ­ზე ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • თავ­დას­ხმე­ბი ბელ­გო­რო­დის, კურსკის და ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქებ­ზე

ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა დღეს, 9 სექ­ტემ­ბერს დი­ლით "ტე­ლეგ­რამ­ზე" და­წე­რა, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა 18 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით შე­უ­ტი­ეს ბლგო­რო­დის ოლ­ქის ექვს რა­ი­ონს, სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 20-მდე მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი და კერ­ძო სახ­ლი და ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა სა­წა­ვა­ვის სა­ცავს. მსხვერ­პლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­რუ­ლებ­ლის ალექ­სეი სმირ­ნო­ვის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ორი უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტა მო­ი­გე­რი­ეს. სმირ­ნო­ვი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ არა­ფერს იუ­წყე­ბა.

ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის ოს­ტრო­გოჟს­კის რა­ი­ონ­ში დრო­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და. რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხან­ძარ­სა და დე­ტო­ნა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს, "ტე­ლეგ­რა­მის" რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცა­ვი იწ­ვის.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნაღმვის და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის აქ­ტი­უ­რი ეტა­პი. მიმ­დე­ბა­რედ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი დრო­ე­ბი­თი გან­სახ­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში და ნა­თე­სა­ვებ­თან რჩე­ბი­ან“, - ნათ­ქვა­მია გუ­ბერ­ნა­ტო­რის ტე­ლეგ­რა­მის არხზე.

  • რუსი ოკუ­პან­ტე­ბის შე­ტე­ვა

თა­ვის მხრივ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე მო­რი­გი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. თავ­დას­ხმის გამო კი­ე­ვის, ხარ­კო­ვის და სხვა ოლ­ქებ­ში სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში 9 სექ­ტემ­ბერს, შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და და რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და.

"მე­ხუ­თე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა კი­ევ­ზე სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან. წუ­ხელ რუ­სე­თის არ­მი­ამ კვლავ გა­მო­ი­ყე­ნა კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, Shahed-ები. დრო­ნე­ბი კი­ევ­ში რამ­დე­ნი­მე ტალ­ღად შე­მო­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სერ­გეი პო­პ­კომ.

მისი თქმით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი გან­გა­ში დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და.

ამას­თა­ნა­ვე, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა დრო­ნი, რო­მე­ლიც კი­ევს ემუქ­რე­ბო­და, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან გა­ა­ნად­გუ­რეს. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლაქ­ში ნგრე­ვა და მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა.

  • რა თქვა სირსკიმ

უკ­რა­ი­ნა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ პოკ­როვ­სკი არ და­კარ­გოს და ამა­ში კურსკის ოპე­რა­ცია ეხ­მა­რე­ბა. კერ­ძოდ, ამან ოკუ­პან­ტებს ნა­წი­ლე­ბის მა­ნევ­რი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­არ­თვა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, მოს­წყვი­ტა თუ არა კურსკის ოპე­რა­ცი­ამ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი პოკ­როვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბას და შე­იძ­ლე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნას პოკ­როვ­სკი და­კარ­გოს, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ მტე­რი ბოლო 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი მეტ­რით წინ არ წა­სუ­ლა, ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის სტრა­ტე­გია მუ­შა­ობს და ახლა ისი­ნი აძ­ლი­ე­რე­ბენ თავ­დაც­ვას პოკ­როვ­სკის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"რა თქმა უნდა, მტერ­მა მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე გაწ­ვრთნი­ლი ნა­წი­ლე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა პოკ­როვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ჩვენ მას წა­ვარ­თვით ნა­წი­ლე­ბის მა­ნევ­რი­რე­ბი­სა და ნა­წი­ლე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან გად­მოს­რო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გან­მარ­ტა სირსკიმ.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთს პოკ­როვ­სკი­დან ბევ­რი ჯა­რის­კა­ცი არ გა­და­უყ­ვა­ნია, ახლა ოკუ­პან­ტებს არ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი რე­ზერ­ვე­ბის ისე მა­ნევ­რი­რე­ბა, რო­გორც ადრე.

"პოკ­როვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რია, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ვი­თა­რე­ბა უფრო სტა­ბი­ლუ­რი გახ­და, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ეს სტრა­ტე­გია სწო­რად იქნა არ­ჩე­უ­ლი და სა­სურ­ველ შე­დეგს მოგ­ვი­ტანს“, - აღ­ნიშ­ნა სირსკიმ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

უკრაინული დრონების თავდასხმა ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში და ოკუპანტის მორიგი შეტევა კიევზე - რა ხდება ცნობილი წუხანდელ ღამეზე?

უკრაინული დრონების თავდასხმა ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში და ოკუპანტის მორიგი შეტევა კიევზე -  რა ხდება ცნობილი წუხანდელ ღამეზე?

რუსული და უკრაინული მხარეები წუხელ, ერთმანეთის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილ შეტევებზე ავრცელებენ ინფორმაციას.

  • თავდასხმები ბელგოროდის, კურსკის და ვორონეჟის ოლქებზე

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 9 სექტემბერს დილით "ტელეგრამზე" დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს ბლგოროდის ოლქის ექვს რაიონს, სადაც დაზიანებულია 20-მდე მრავალბინიანი და კერძო სახლი და ხანძარი გაუჩნდა საწავავის საცავს. მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემრულებლის ალექსეი სმირნოვის თანახმად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უკრაინული რაკეტა მოიგერიეს. სმირნოვი შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.

ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეგიონული ხელისუფლება ხანძარსა და დეტონაციაზე საუბრობს, "ტელეგრამის" რუსული და უკრაინული არხები იუწყებიან, რომ საბრძოლო მასალის საცავი იწვის.

"მიმდინარეობს ტერიტორიის განაღმვის და ხანძრის ჩაქრობის აქტიური ეტაპი. მიმდებარედ მაცხოვრებლები დროებითი განსახლების ცენტრებში და ნათესავებთან რჩებიან“, - ნათქვამია გუბერნატორის ტელეგრამის არხზე.

  • რუსი ოკუპანტების შეტევა

თავის მხრივ რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის გამო კიევის, ხარკოვის და სხვა ოლქებში საჰაერო განგაში 9 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

"მეხუთე საჰაერო თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან. წუხელ რუსეთის არმიამ კვლავ გამოიყენა კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები, წინასწარი მონაცემებით, Shahed-ები. დრონები კიევში რამდენიმე ტალღად შემოვიდა“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამასთანავე, მისი ინფორმაციით, ყველა დრონი, რომელიც კიევს ემუქრებოდა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.

  • რა თქვა სირსკიმ

უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ პოკროვსკი არ დაკარგოს და ამაში კურსკის ოპერაცია ეხმარება. კერძოდ, ამან ოკუპანტებს ნაწილების მანევრირების შესაძლებლობა წაართვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოსწყვიტა თუ არა კურსკის ოპერაციამ რუსული ძალები პოკროვსკის მიმართულებას და შეიძლება თუ არა უკრაინას პოკროვსკი დაკარგოს, გენერალმა უპასუხა, რომ მტერი ბოლო 6 დღის განმავლობაში არცერთი მეტრით წინ არ წასულა, ამიტომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და ახლა ისინი აძლიერებენ თავდაცვას პოკროვსკის ტერიტორიაზე.

"რა თქმა უნდა, მტერმა მოახდინა თავისი ყველაზე გაწვრთნილი ნაწილების კონცენტრირება პოკროვსკის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ მას წავართვით ნაწილების მანევრირებისა და ნაწილების სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლის შესაძლებლობა“, - განმარტა სირსკიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს პოკროვსკიდან ბევრი ჯარისკაცი არ გადაუყვანია, ახლა ოკუპანტებს არ შეუძლიათ თავიანთი რეზერვების ისე მანევრირება, როგორც ადრე.

"პოკროვსკის მიმართულება, ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე პრობლემურია, სხვა მიმართულებებით ვითარება უფრო სტაბილური გახდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სტრატეგია სწორად იქნა არჩეული და სასურველ შედეგს მოგვიტანს“, - აღნიშნა სირსკიმ.