სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლ-მანქანაში ცხოვრება რთული კი არა, ერთი დიდი ბედნიერებაა. სადაც გინდა, სახლი იქ გაქვს" - მოგზაური ცოლ - ქმრის სიყვარულის ამბავი, ანუ როგორ იპოვა გიორგიმ სალი
"სახლ-მანქანაში ცხოვრება რთული კი არა, ერთი დიდი ბედნიერებაა. სადაც გინდა, სახლი იქ გაქვს" - მოგზაური ცოლ - ქმრის სიყვარულის ამბავი, ანუ როგორ იპოვა გიორგიმ სალი

გი­ორ­გი ჯო­ბა­ვა და მისი მე­უღ­ლე სალი წვე­რა­ვა შვი­დი წლის წინ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მათი სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­ანთ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან აუ­დი­ტო­რი­ას უზი­ა­რე­ბენ.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ, რო­დის და რო­გორ იწყე­ბა თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ერ­თობ­ლი­ვი ის­ტო­რია და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ასე სა­ჯა­რო გა­გე­ხა­დათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც იწყე­ბა გა­და­ღე­ბით. 7 წლის წინ, როცა რა­ღაც ახა­ლი მინ­დო­და გა­და­მე­ღო, გა­დავ­წყვი­ტე გოგო მე­პო­ვა, ვი­საც ლა­მაზ ვი­დე­ოს გა­და­ვუ­ღებ­დი. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, "ფე­ის­ბუქ­მა" სქ­როლ­ვი­სას, შე­მომ­თა­ვა­ზა სა­ლის მე­გობ­რებ­ში და­მა­ტე­ბა, შევ­ხე­დე, მო­მე­წო­ნა ვი­ზუ­ა­ლი და მივ­წე­რე. შევ­თან­ხმდით გა­და­ღე­ბის დღე­ზე. მო­ვი­და ეს დღეც და მე და­მა­ვი­წყდა… სა­ლის არ ესი­ა­მოვ­ნა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ რო­გორ­მე კი­დევ და­მე­თან­ხმე­ბი­ნა. დამ­თან­ხმდა, შევ­ხვდით გამ­თე­ნი­ი­სას, მზის ამოს­ვლი­სას მინ­დო­და გა­და­ღე­ბა. და ეს შეხ­ვედ­რა იყო და­უ­ვი­წყა­რი. რომ მი­ვე­დი მი­სა­მარ­თზე, ჯერ კი­დევ ბინ­დი იყო, მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. ცა­რი­ე­ლი იყო ქუ­ჩე­ბი და უცებ გა­მოჩ­ნდა ქე­რათ­მი­ა­ნი, თხე­ლი, ნაზი გოგო… გამცრა ტან­ში, სა­ერ­თოდ და­მა­ვი­წყდა რის­თვის მო­ვე­დი ამ დი­ლა­უ­თე­ნია და რა იყო მი­ზა­ნი. უბ­რა­ლოდ, "დავ­შტერ­დი" და სა­ერ­თოდ დავ­კარ­გე ფიქ­რის უნა­რი. ზუს­ტად ისე­თი იყო სალი, რო­გო­რიც ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ოც­ნე­ბის ქალი. ყვე­ლას ხომ ჰყო­ლია წარ­მო­სახ­ვი­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც გიჟ­დე­ბა, უყ­ვარს. აი, ზუს­ტად ფიქ­რე­ბი­დან და ოც­ნე­ბე­ბი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი გოგო ვნა­ხე რე­ა­ლო­ბა­ში. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე რომ ეს შეხ­ვედ­რა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო და რაც შევ­ძე­ლი იყო ის, რომ 2 დღე გაგ­რძელ­და ეს შეხ­ვედ­რა - ვი­ბო­დი­ა­ლეთ, ვი­სე­ირ­ნეთ, ლუდი დავ­ლი­ეთ, ჩუ­მა­დაც ვი­ყა­ვით და მოკ­ლედ, ჩემი ოც­ნე­ბის გო­გოს­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, სრუ­ლი­ად უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მუ­ლი, სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად და გა­უ­აზ­რებ­ლად... უბ­რა­ლოდ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... არა­ნა­ი­რი ლტოლ­ვა და ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტი, მხო­ლოდ გა­ოგ­ნე­ბა და მღელ­ვა­რე­ბა იყო, რაც მე იმ ორ დღე­ში და­მე­მარ­თა და იმის მერე დღემ­დე მჭირს. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბაა არ ყო­ფი­ლა გეგ­მა. ეს მოხ­და თა­ვის­თა­ვად. შეხ­ვედ­რის დღი­დან ყვე­ლა­ფერს ვი­ღებ­დით, შეხ­ვედ­რის მი­ზე­ზიც გა­და­ღე­ბა იყო და ასე უბ­რა­ლოდ თა­ვი­სით აღ­მოჩ­ნდა, რომ უამ­რა­ვი ვი­დეო დაგ­ვიგ­როვ­და. გვსი­ა­მოვ­ნებ­და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნის კე­თი­ლი სი­ტყვე­ბი და ასე ნელ-ნელა ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად შევ­ყე­ვით ამ ამ­ბავს. ვი­ღებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა და ვი­ნა­ხავთ, რომ უამ­რა­ვი წლის მერე ერთი უდი­დე­სი არ­ქი­ვი დაგ­ვიგ­როვ­დეს და შევ­ძლოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მო­მენ­ტით ტკბო­ბა.

სამი შვი­ლი გვყავს - 9 წლის მია, 5 წლის სებე და 2 წლის ნოა. ისი­ნი ჯერ სულ პა­ტა­რე­ბი არი­ან და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ერ­თად ისე აქ­ტი­უ­რად ვერ ახერ­ხე­ბენ მოგ­ზა­უ­რო­ბას, რად­გან ფი­ზი­კუ­რად ვერ ვე­ტე­ვით ამ სახლ-მან­ქა­ნა­ში და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, გა­უ­ჭირ­დე­ბათ ჩვენ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბა, მაგ­რამ ისი­ნიც ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სულ უყუ­რე­ბენ ჩვენ ვი­დე­ო­ებს...

- საკ­მა­ოდ დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით. გა­მომ­წე­რებს არა­ერ­თი კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ ცხოვ­რობთ სახლ-მან­ქა­ნა­ში, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლია ის სა­მოგ­ზა­უ­როდ და ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რებ­ლად ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბა თუ გაქვთ?

- სახლ-მან­ქა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი კი არა, ერთი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სა­დაც გინ­და იქ გაქვს სახ­ლი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ არ ვიცი, რო­გორ მაგ­რამ შევ­ძე­ლით რომ ამ მან­ქა­ნა­ში ყო­ფი­ლი­ყო უთ­ბი­ლე­სი აურა. აი, სტუმ­რად ხარ და სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბი, გე­უფ­ლე­ბა რა­ღაც სიმ­შვი­დის და კომ­ფორ­ტის გრძნო­ბა, შენ სახ­ლში რომ ხარ, შენს სა­წოლ­ში რომ უნდა და­ი­ძი­ნო... აი, ზუს­ტად ეგ გრძნო­ბა გვე­უფ­ლე­ბა აქ რომ შე­მოვ­დი­ვართ. ეს ჩვე­ნი პა­ტა­რა, მყუდ­რო სახ­ლია, რო­მე­ლიც და­გო­რავს. მაქ­სი­მა­ლუ­რად, ყვე­ლა კომ­ფორ­ტი გვაქვს. “ecoflow”-ს უძ­ლი­ე­რე­სი ელექტრო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნოთ უთო, ფენი, მა­დუ­ღა­რა, ტოს­ტე­რი და ა.შ. გვაქვს 350-ლიტ­რი­ა­ნი წყლის ავზი, სამ­ზა­რე­უ­ლო, გა­ზ­ქუ­რა, 2 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი რბი­ლი სა­წო­ლი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვჭირ­დე­ბა.

- რამ­დე­ნად ხში­რად გი­წევთ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვა და რას ფიქ­რობთ ე.წ. ჰე­ი­თე­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც ლა­მის პრო­ფე­სი­ად აქ­ცი­ონ სი­ძულ­ვი­ლის თეს­ვა?

- "ჰე­ი­თე­რებ­ზე" არა­ფერს ვფიქ­რობთ სა­ერ­თოდ. იმ­დე­ნი სა­ფიქ­რა­ლი გვაქვს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე, ჩვენს ბავ­შვებ­ზე, ოჯახ­ზე და ა.შ. ნამ­დვი­ლად არ გვცა­ლია მა­გათ­ზე ფიქ­რის­თვის, წე­რონ და იკი­თხონ. ამ ცხოვ­რე­ბა­ში რაც არ უნდა ქნა, ვი­ღაც მა­ინც გაგ­ლან­ძღავს, ასე რომ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ ხომ ვი­ცით, რო­გორ ვცხოვ­რობთ და ჩვენ ხომ ვართ ბედ­ნი­ე­რად და სი­ბე­რე­ში არც ჩვენ გვე­მახ­სოვ­რე­ბა ის ვი­ღაც სულმდა­ბა­ლი "ჰე­ი­თე­რი" და არც მას ვე­მახ­სოვ­რე­ბით ჩვენ. ასე რომ, არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ეგ სა­კი­თხი.

- გვი­ამ­ბეთ თქვენს პრო­ფე­სი­ებ­ზე, ვი­დე­ოგ­რა­ფო­ბა შრო­მა­ტე­ვა­დი და მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­აა, რო­დის და­ი­წყეთ ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, და­წყე­ბი­დან თი­თო­ე­უ­ლი თქვე­ნი ნა­ბი­ჯის და გავ­ლი­ლი სირ­თუ­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ…

- მე-8 წე­ლია ვი­დე­ოგ­რა­ფი ვარ. ყვე­ლა­ფე­რი ერთი პა­ტა­რა "გო­უპ­როს" კა­მე­რით და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, 3 თვე ვი­მოგ­ზა­უ­რე ბი­უ­ჯე­ტის გა­რე­შე ავ­ტოს­ტო­პით. მხო­ლოდ 1 კა­მე­რა და ჩან­თა გა­მაჩ­ნდა. მო­ვი­ა­რე თით­ქმის მთე­ლი ქვე­ყა­ნა და ავა­წყე ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის ვი­დეო ისე, რომ არც ვი­ცო­დი რა იყო გა­და­ღე­ბა და მონ­ტა­ჟი. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ის საქ­მეა, რაც მიყ­ვარს.

შემ­დეგ ზა­ფხულს შტა­ტი­ვი და რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი ვი­ყი­დე. უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მარ­თე­ბით კი­დევ 3 თვე ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ჯე­რად უფრო მა­გა­რი ვი­დეო დავ­დე და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე რომ ამ სფე­რო­ში მე­ტად განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

შევ­ქმე­ნი “The Wedding Guy”, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა სა­ქორ­წი­ლო ვი­დე­ოგ­რა­ფი­ის ტრენ­დე­ბი და ტენ­დენ­ცი­ე­ბი, შე­მო­ი­ღო ახა­ლი სტი­ლი ბა­ზარ­ზე, გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და დღე­ვან­დე­ლი დღის ჩათ­ვლით ქმნის ტოპ სა­ქორ­წი­ლო, ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და ხა­რის­ხი­ან სა­ქორ­წი­ლო ვი­დე­ო­ებს.

იყო ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა, სირ­თუ­ლე, შრო­მა, ჯაფა, დაკ­ლე­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა, დის­კო­ზი, ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ლახ­ვა, მაგ­რამ არა უშავს, მიყ­ვარს კა­მე­რა, მიყ­ვარს გა­და­ღე­ბა და კი­დევ არა­ერთ სი­გი­ჟე ვი­დე­ოს შევ­თა­ვა­ზებ ჩემს მა­ყუ­რე­ბელს

- პრო­ფე­სია ხელს გი­წყობთ, რომ არა­ერ­თი ლა­მა­ზი ად­გი­ლი ინა­ხუ­ლოთ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, მოგ­ზა­უ­რობთ და გა­მომ­წე­რებს უზი­ა­რებთ ყო­ველ დე­ტალს. რომ გვი­ამ­ბოთ სა­ი­დან და­ი­წყო თქვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა…

- ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა გაც­ნო­ბის დღი­დან 1 თვე­ში შედ­გა. ყაზ­ბეგ­ში წა­ვე­დით მე და სალი. ეს იყო ჩემი ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი, ემო­ცი­უ­რი, სა­ოც­ნე­ბო მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ოც­ნე­ბო გო­გოს­თან ერ­თად. და მას მერე ასე ექ­სპრომ­ტად მოგ­ვი­ვა თავ­ში იდეა, რომ წამო აქ წა­ვი­დეთ და ვცდი­ლობთ მა­ლე­ვე ავიხ­დი­ნოთ ეგ სურ­ვი­ლი. ხან სპონ­სორს ვი­შო­ვით, ხან ჩვე­ნით ვა­ფი­ნან­სებთ ჩვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას...

- რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ხართ ნამ­ყო­ფი? რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი? გვი­ამ­ბეთ იქა­უ­რი თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ, სა­ხა­ლი­სო თუ ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამ­ბე­ბი ვფიქ­რობ, არა­ერ­თხელ გა­დაგხდე­ბო­დათ

- თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, ხორ­ვა­ტია, მონ­ტე­ნეგ­რო, იტა­ლია, შვე­ი­ცა­რია, ტა­ი­ლან­დი, ვი­ეტ­ნა­მი, საფ­რან­გე­თი, შრი ლან­კა, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, ეგ­ვიპ­ტე, სომ­ხე­თი, ეს­პა­ნე­თი.

ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლა რომ და­ვი­წყო, ვერ გავ­ჩერ­დე­ბი, ამი­ტომ, ვი­საც მო­ყო­ლილს ნა­ნა­ხი ურ­ჩევ­ნია, შე­მო­ვი­დეს ჩვენს "ინ­სტაგ­რამ გვერ­დებ­ზე" და ჰა­ი­ლა­ი­თებ­ში ნა­ხოს სთო­რე­ბი და სი­გი­ჟე­ე­ბი, რაც გა­დაგ­ვხდე­ნია თავს.

• ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სახლ-მანქანაში ცხოვრება რთული კი არა, ერთი დიდი ბედნიერებაა. სადაც გინდა, სახლი იქ გაქვს" - მოგზაური ცოლ - ქმრის სიყვარულის ამბავი, ანუ როგორ იპოვა გიორგიმ სალი

"სახლ-მანქანაში ცხოვრება რთული კი არა, ერთი დიდი ბედნიერებაა. სადაც გინდა, სახლი იქ გაქვს" - მოგზაური ცოლ - ქმრის სიყვარულის ამბავი, ანუ როგორ იპოვა გიორგიმ სალი

გიორგი ჯობავა და მისი მეუღლე სალი წვერავა შვიდი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ აქედან იწყება მათი საოცარი მოგზაურობები და დაუვიწყარი თავგადასავლები, რომელსაც სოციალურ ქსელში თავიანთ მრავალრიცხოვან აუდიტორიას უზიარებენ.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და როგორ იწყება თქვენი და თქვენი მეუღლის ერთობლივი ისტორია და რატომ გადაწყვიტეთ ასე საჯარო გაგეხადათ თქვენი ცხოვრება?

- ჩვენი ურთიერთობაც იწყება გადაღებით. 7 წლის წინ, როცა რაღაც ახალი მინდოდა გადამეღო, გადავწყვიტე გოგო მეპოვა, ვისაც ლამაზ ვიდეოს გადავუღებდი. სრულიად შემთხვევით, "ფეისბუქმა" სქროლვისას, შემომთავაზა სალის მეგობრებში დამატება, შევხედე, მომეწონა ვიზუალი და მივწერე. შევთანხმდით გადაღების დღეზე. მოვიდა ეს დღეც და მე დამავიწყდა… სალის არ ესიამოვნა და ყველანაირად ვეცადე, რომ როგორმე კიდევ დამეთანხმებინა. დამთანხმდა, შევხვდით გამთენიისას, მზის ამოსვლისას მინდოდა გადაღება. და ეს შეხვედრა იყო დაუვიწყარი. რომ მივედი მისამართზე, ჯერ კიდევ ბინდი იყო, მანქანაში ვიჯექი. ცარიელი იყო ქუჩები და უცებ გამოჩნდა ქერათმიანი, თხელი, ნაზი გოგო… გამცრა ტანში, საერთოდ დამავიწყდა რისთვის მოვედი ამ დილაუთენია და რა იყო მიზანი. უბრალოდ, "დავშტერდი" და საერთოდ დავკარგე ფიქრის უნარი. ზუსტად ისეთი იყო სალი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში არსებული ოცნების ქალი. ყველას ხომ ჰყოლია წარმოსახვითი ადამიანი, რომელზეც გიჟდება, უყვარს. აი, ზუსტად ფიქრებიდან და ოცნებებიდან გადმოვარდნილი გოგო ვნახე რეალობაში. მოკლედ, ყველანაირად ვეცადე რომ ეს შეხვედრა არ დამთავრებულიყო და რაც შევძელი იყო ის, რომ 2 დღე გაგრძელდა ეს შეხვედრა - ვიბოდიალეთ, ვისეირნეთ, ლუდი დავლიეთ, ჩუმადაც ვიყავით და მოკლედ, ჩემი ოცნების გოგოსთან ერთად აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით, სრულიად უგემოვნოდ ჩაცმული, სრულიად დაუგეგმავად და გაუაზრებლად... უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი... არანაირი ლტოლვა და ცხოველური ინსტინქტი, მხოლოდ გაოგნება და მღელვარება იყო, რაც მე იმ ორ დღეში დამემართა და იმის მერე დღემდე მჭირს. ჩვენი ცხოვრების გასაჯაროებაა არ ყოფილა გეგმა. ეს მოხდა თავისთავად. შეხვედრის დღიდან ყველაფერს ვიღებდით, შეხვედრის მიზეზიც გადაღება იყო და ასე უბრალოდ თავისით აღმოჩნდა, რომ უამრავი ვიდეო დაგვიგროვდა. გვსიამოვნებდა სრულიად უცხო ადამიანის კეთილი სიტყვები და ასე ნელ-ნელა ძალაუნებურად შევყევით ამ ამბავს. ვიღებთ თითქმის ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და ვინახავთ, რომ უამრავი წლის მერე ერთი უდიდესი არქივი დაგვიგროვდეს და შევძლოთ ჩვენი ცხოვრების ყველა მომენტით ტკბობა.

@familyguys აუუ 😂🥰 მოწონება არ დაგეზაროთ, ოფლი მადინეს 😰😂 #გამომყევიაჭარაში ♬ original sound - The Family Guys

სამი შვილი გვყავს - 9 წლის მია, 5 წლის სებე და 2 წლის ნოა. ისინი ჯერ სულ პატარები არიან და სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად ისე აქტიურად ვერ ახერხებენ მოგზაურობას, რადგან ფიზიკურად ვერ ვეტევით ამ სახლ-მანქანაში და ასაკიდან გამომდინარეც, გაუჭირდებათ ჩვენთან ერთად მგზავრობა, მაგრამ ისინიც ძალიან დაინტერესებულები არიან და სულ უყურებენ ჩვენ ვიდეოებს...

- საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქციეთ სოციალურ ქსელებში თქვენი პროფესიული, ცხოვრების სტილისა და ოჯახური ვიდეოების გამოქვეყნებით. გამომწერებს არაერთი კითხვა უჩნდებათ. მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ სახლ-მანქანაში, რამდენად კომფორტულია ის სამოგზაუროდ და ადამიანის საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა თუ გაქვთ?

@familyguys ჩვენი ზღაპარი ❤️🚐 მოგწონთ? 🥺❤️ დათაგეთ კომენტარში ვისთან ერთად შემოივლიდით დედამიწას ამ სახლ-მანქანით 🙈❤️ #van #christmas #2024 #happy #couple #vanlife #foryou ♬ All I Want for Christmas Is You - Mariah Carey

- სახლ-მანქანაში ცხოვრება რთული კი არა, ერთი დიდი ბედნიერებაა. სადაც გინდა იქ გაქვს სახლი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ ვიცი, როგორ მაგრამ შევძელით რომ ამ მანქანაში ყოფილიყო უთბილესი აურა. აი, სტუმრად ხარ და სახლში რომ ბრუნდები, გეუფლება რაღაც სიმშვიდის და კომფორტის გრძნობა, შენ სახლში რომ ხარ, შენს საწოლში რომ უნდა დაიძინო... აი, ზუსტად ეგ გრძნობა გვეუფლება აქ რომ შემოვდივართ. ეს ჩვენი პატარა, მყუდრო სახლია, რომელიც დაგორავს. მაქსიმალურად, ყველა კომფორტი გვაქვს. “ecoflow”-ს უძლიერესი ელექტრო სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ უთო, ფენი, მადუღარა, ტოსტერი და ა.შ. გვაქვს 350-ლიტრიანი წყლის ავზი, სამზარეულო, გაზქურა, 2 ადამიანზე გათვლილი რბილი საწოლი. მოკლედ, ყველაფერი, რაც გვჭირდება.

- რამდენად ხშირად გიწევთ უარყოფითი კომენტარების წაკითხვა და რას ფიქრობთ ე.წ. ჰეითერებზე, რომლებმაც ლამის პროფესიად აქციონ სიძულვილის თესვა?

- "ჰეითერებზე" არაფერს ვფიქრობთ საერთოდ. იმდენი საფიქრალი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ბავშვებზე, ოჯახზე და ა.შ. ნამდვილად არ გვცალია მაგათზე ფიქრისთვის, წერონ და იკითხონ. ამ ცხოვრებაში რაც არ უნდა ქნა, ვიღაც მაინც გაგლანძღავს, ასე რომ არ გვაინტერესებს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ვცხოვრობთ და ჩვენ ხომ ვართ ბედნიერად და სიბერეში არც ჩვენ გვემახსოვრება ის ვიღაც სულმდაბალი "ჰეითერი" და არც მას ვემახსოვრებით ჩვენ. ასე რომ, არ გვაინტერესებს ეგ საკითხი.

- გვიამბეთ თქვენს პროფესიებზე, ვიდეოგრაფობა შრომატევადი და მუდმივად განვითარებადი პროფესიაა, როდის დაიწყეთ ამ სფეროში მოღვაწეობა, დაწყებიდან თითოეული თქვენი ნაბიჯის და გავლილი სირთულის შესახებ გვიამბეთ…

- მე-8 წელია ვიდეოგრაფი ვარ. ყველაფერი ერთი პატარა "გოუპროს" კამერით დაიწყო. საქართველოში ვმოგზაურობდი, 3 თვე ვიმოგზაურე ბიუჯეტის გარეშე ავტოსტოპით. მხოლოდ 1 კამერა და ჩანთა გამაჩნდა. მოვიარე თითქმის მთელი ქვეყანა და ავაწყე ამ მოგზაურობის ვიდეო ისე, რომ არც ვიცოდი რა იყო გადაღება და მონტაჟი. პირველივე მცდელობა წარმატებული გამოდგა და აღმოჩნდა, რომ ეს ის საქმეა, რაც მიყვარს.

შემდეგ ზაფხულს შტატივი და რამდენიმე ელემენტი ვიყიდე. უფრო სერიოზული შემართებით კიდევ 3 თვე ვიმოგზაურე საქართველოში. ამჯერად უფრო მაგარი ვიდეო დავდე და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ამ სფეროში მეტად განვვითარებულიყავი.

შევქმენი “The Wedding Guy”, რომელმაც შეცვალა საქორწილო ვიდეოგრაფიის ტრენდები და ტენდენციები, შემოიღო ახალი სტილი ბაზარზე, გახდა პოპულარული და დღევანდელი დღის ჩათვლით ქმნის ტოპ საქორწილო, ყველაზე თანამედროვე და ხარისხიან საქორწილო ვიდეოებს.

იყო ბევრი გამოწვევა, სირთულე, შრომა, ჯაფა, დაკლებული მხედველობა, დისკოზი, ჯანმრთელობის შელახვა, მაგრამ არა უშავს, მიყვარს კამერა, მიყვარს გადაღება და კიდევ არაერთ სიგიჟე ვიდეოს შევთავაზებ ჩემს მაყურებელს

- პროფესია ხელს გიწყობთ, რომ არაერთი ლამაზი ადგილი ინახულოთ მსოფლიოს გარშემო, მოგზაურობთ და გამომწერებს უზიარებთ ყოველ დეტალს. რომ გვიამბოთ საიდან დაიწყო თქვენი მოგზაურობა…

- ჩვენი პირველი მოგზაურობა გაცნობის დღიდან 1 თვეში შედგა. ყაზბეგში წავედით მე და სალი. ეს იყო ჩემი ყველაზე დაუვიწყარი, ემოციური, საოცნებო მოგზაურობა საოცნებო გოგოსთან ერთად. და მას მერე ასე ექსპრომტად მოგვივა თავში იდეა, რომ წამო აქ წავიდეთ და ვცდილობთ მალევე ავიხდინოთ ეგ სურვილი. ხან სპონსორს ვიშოვით, ხან ჩვენით ვაფინანსებთ ჩვენს მოგზაურობას...

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი? რომელ ქვეყანაში მოგზაურობა იყო თქვენთვის განსაკუთრებული და რით იყო გამორჩეული? გვიამბეთ იქაური თავგადასავლის შესახებ, სახალისო თუ ექსტრემალური ამბები ვფიქრობ, არაერთხელ გადაგხდებოდათ

- თურქეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, იტალია, შვეიცარია, ტაილანდი, ვიეტნამი, საფრანგეთი, შრი ლანკა, სეიშელის კუნძულები, ეგვიპტე, სომხეთი, ესპანეთი.

@familyguys ყველაზე საშიში გზა 😱 დიდი ხნის ოცნება ავიხდინეთ და ვუყურეთ გათენებას საბერწიაზე 🥹❤️⛰️ #გამომყევიაჭარაში ♬ original sound - The Family Guys

ისტორიების მოყოლა რომ დავიწყო, ვერ გავჩერდები, ამიტომ, ვისაც მოყოლილს ნანახი ურჩევნია, შემოვიდეს ჩვენს "ინსტაგრამ გვერდებზე" და ჰაილაითებში ნახოს სთორები და სიგიჟეები, რაც გადაგვხდენია თავს.

• ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი