პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ცნობილი პუტინის და კაბაევას ვაჟებზე: განსაკუთრებული დაცვა, ძიძები და ინგლისურის მასწავლებელი 8000 დოლარად - რა დაადგინა "დოსიეს" გამოძიებამ?
რა ხდება ცნობილი პუტინის და კაბაევას ვაჟებზე: განსაკუთრებული დაცვა, ძიძები და ინგლისურის მასწავლებელი 8000 დოლარად  -  რა დაადგინა "დოსიეს" გამოძიებამ?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი ჰყავს, რომ­ლებ­საც უყ­ვართ დის­ნე­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და ეს მათ დიქ­ტა­ტორ მა­მას სძულს. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია "დო­სი­ეს" გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

  • გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, პუ­ტი­ნის ვა­ჟე­ბის სა­ხე­ლე­ბია ივა­ნი და ვლა­დი­მე­რი. ივა­ნი ცხრა წლი­საა, ხოლო ვლა­დი­მერ ჯუ­ნი­ო­რი - ხუ­თის. ბავ­შვე­ბი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს კარ­გად და­ცულ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ვალ­და­ი­ში ატა­რე­ბენ. ბავ­შვე­ბის დედა ტან­მო­ვარ­ჯი­შე, 41 წლის ალი­ნა კა­ბა­ე­ვაა, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბია, რაც ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.
ალი­ნა კა­ბა­ე­ვა

გა­მო­ძი­ე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბავ­შვებ­ზე ზრუ­ნა­ვენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ძი­ძე­ბი, პი­რა­დი მზა­რე­უ­ლე­ბი, სპორ­ტუ­ლი ტრე­ნე­რე­ბი და სხვა პერ­სო­ნა­ლი. ბი­ჭებს შე­უძ­ლი­ათ ითა­მა­შონ ლე­გოს სა­თა­მა­შო­ე­ბით, ჰყავთ პო­ნე­ბი, კურ­დღლე­ბი და ასე­ვე ძაღ­ლი, რო­მელ­საც FSB-ს აგენ­ტე­ბი უვ­ლი­ან. ისი­ნი, მა­მის მსგავ­სად, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი, პი­რა­დი ჭი­ქი­დან სვა­მენ.

  • მა­მის ვი­ზი­ტი ბი­ჭე­ბის­თვის "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია". რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ძა­ლი­ან უყ­ვარს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის თა­მა­ში უფ­როს ვაჟ­თან, ივან­თან ერ­თად. ასე­თი თა­მა­შე­ბის დროს გუნ­დი მთლი­ა­ნად FSB-ს აგენ­ტე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მამა-შვი­ლი ყო­ველ­თვის ერთ გუნდში თა­მა­შობს.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს თურ­მე ძა­ლი­ან აწუ­ხებს ერთი ფაქ­ტი - მისი ვა­ჟე­ბი და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნის­გან მთლი­ა­ნად და­ცუ­ლე­ბი არ არი­ან, რად­გან ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ დის­ნე­ის ფილ­მე­ბი და უფრო მე­ტიც, მათი გმი­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. მა­მას ეს აღი­ზი­ა­ნებს და ურ­ჩევ­ნია, რომ ვა­ჟებ­მა საბ­ჭო­თა მულ­ტფილ­მებს უყუ­რონ.

"ჩვე­ნი საბ­ჭო­თა მულ­ტფილ­მე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­რის­ხი­საა. მათი ემო­ცი­უ­რი გავ­ლე­ნა ადა­მი­ან­ზე სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია", - თქვა პუ­ტინ­მა 2024 წლის იან­ვარ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ჭე­ბის­თვის ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელს ეძებ­დნენ და ვა­კან­სია იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი ოჯა­ხის ვი­ნა­ო­ბა, თუმ­ცა სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რი­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე ორ­კვი­რი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი უნდა გა­ევ­ლო კან­დი­დატს ვალ­და­ი­ში. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი თვე­ში 8 500 დო­ლა­რი იყო. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის და­ქი­რა­ვე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბას აფ­რი­კელ კან­დი­და­ტებს ანი­ჭებს.

  • რა ვი­ცით პუ­ტი­ნის ვა­ჟე­ბის დე­დის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას შე­სა­ხებ?

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა, ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ხში­რად არის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და მის შე­სა­ხებ რო­გორც და­სავ­ლურ, ასე­ვე რუ­სულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­სულ­ში მას ქარ­თვე­ლი საქმრო ჰყავ­და. რუ­სუ­ლი მე­დია ასე­ვე ხში­რად წერს მსა­ხი­ობ ანა გორშკო­ვა­ზე და მო­იხ­სე­ნი­ებს ქა­ლად, რო­მელ­მაც პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ქარ­თვე­ლი საქმრო, შალ­ვა მუ­სე­ლი­ა­ნი "წა­არ­თვა".

2006 წელს ანამ შალ­ვა მუ­სე­ლი­ან­თან ერ­თად და­ი­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნა. რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნის ტემ­პე­რა­მენ­ტმა გორშკო­ვას სი­ლა­მა­ზეს ვერ გა­უძ­ლო და კა­ბა­ე­ვას და­შორ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­თი ალი­ნას­თან ისევ დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­ღარ შედ­გა.

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა 15 წლით უფ­როს პო­ლი­ცი­ის ქარ­თველ კა­პი­ტანს 1998 წელს შეხ­ვდა, იმ დროს და­ვი­თი მოს­კო­ვის ერთ-ერთ ოლ­ქში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ამ რო­მანს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და.

და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლია, და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ქუ­თა­ის­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში (ხუთი ძმა და და). მას მე­დი­ა­ში უფრო შალ­ვა მუ­სე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა ხდება ცნობილი პუტინის და კაბაევას ვაჟებზე: განსაკუთრებული დაცვა, ძიძები და ინგლისურის მასწავლებელი 8000 დოლარად - რა დაადგინა "დოსიეს" გამოძიებამ?

რა ხდება ცნობილი პუტინის და კაბაევას ვაჟებზე: განსაკუთრებული დაცვა, ძიძები და ინგლისურის მასწავლებელი 8000 დოლარად  -  რა დაადგინა "დოსიეს" გამოძიებამ?

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს, რომლებსაც უყვართ დისნეის პერსონაჟების განსახიერება და ეს მათ დიქტატორ მამას სძულს. ამის შესახებ საუბარია "დოსიეს" გამოძიებაში.

  • გამოძიების მიხედვით, პუტინის ვაჟების სახელებია ივანი და ვლადიმერი. ივანი ცხრა წლისაა, ხოლო ვლადიმერ ჯუნიორი - ხუთის. ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს კარგად დაცულ რეზიდენციაში, ვალდაიში ატარებენ. ბავშვების დედა ტანმოვარჯიშე, 41 წლის ალინა კაბაევაა, რომელთანაც წლებია, რაც ვლადიმერ პუტინს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.
ალინა კაბაევა

გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ბავშვებზე ზრუნავენ მასწავლებლები, ძიძები, პირადი მზარეულები, სპორტული ტრენერები და სხვა პერსონალი. ბიჭებს შეუძლიათ ითამაშონ ლეგოს სათამაშოებით, ჰყავთ პონები, კურდღლები და ასევე ძაღლი, რომელსაც FSB-ს აგენტები უვლიან. ისინი, მამის მსგავსად, მხოლოდ საკუთარი, პირადი ჭიქიდან სვამენ.

  • მამის ვიზიტი ბიჭებისთვის "განსაკუთრებულია". რუსეთის პრეზიდენტის ძალიან უყვარს ყინულის ჰოკეის თამაში უფროს ვაჟთან, ივანთან ერთად. ასეთი თამაშების დროს გუნდი მთლიანად FSB-ს აგენტებით არის დაკომპლექტებული და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გამოძიების მიხედვით, მამა-შვილი ყოველთვის ერთ გუნდში თამაშობს.

რუსეთის პრეზიდენტს თურმე ძალიან აწუხებს ერთი ფაქტი - მისი ვაჟები დასავლური გავლენისგან მთლიანად დაცულები არ არიან, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ დისნეის ფილმები და უფრო მეტიც, მათი გმირების განსახიერება. მამას ეს აღიზიანებს და ურჩევნია, რომ ვაჟებმა საბჭოთა მულტფილმებს უყურონ.

"ჩვენი საბჭოთა მულტფილმები სრულიად განსხვავებული ხარისხისაა. მათი ემოციური გავლენა ადამიანზე სრულიად განსხვავებულია", - თქვა პუტინმა 2024 წლის იანვარში.

აღსანიშნავია, რომ ბიჭებისთვის ინგლისურის მასწავლებელს ეძებდნენ და ვაკანსია იყო გამოცხადებული. მართალია არ იყო მითითებული ოჯახის ვინაობა, თუმცა სამუშაოს აღწერილობაში აღნიშნული იყო, რომ მუშაობის დაწყებამდე ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაევლო კანდიდატს ვალდაიში. შეთავაზებული ხელფასი თვეში 8 500 დოლარი იყო. გამოძიების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, ოჯახი მომსახურე პერსონალის დაქირავებისას უპირატესობას აფრიკელ კანდიდატებს ანიჭებს.

  • რა ვიცით პუტინის ვაჟების დედის, ალინა კაბაევას შესახებ?

ალინა კაბაევა, ყოფილი ტანმოვარჯიშე ხშირად არის მედიის ყურადღების ცენტრში და მის შესახებ როგორც დასავლურ, ასევე რუსულ მედიაში არაერთი კულუარული ინფორმაცია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, წარსულში მას ქართველი საქმრო ჰყავდა. რუსული მედია ასევე ხშირად წერს მსახიობ ანა გორშკოვაზე და მოიხსენიებს ქალად, რომელმაც პუტინის ფავორიტ ალინა კაბაევას ქართველი საქმრო, შალვა მუსელიანი "წაართვა".

2006 წელს ანამ შალვა მუსელიანთან ერთად დაიწყო საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენა. რუსული მედია წერდა, რომ ქართველი დავით მუსელიანის ტემპერამენტმა გორშკოვას სილამაზეს ვერ გაუძლო და კაბაევას დაშორდა... მოგვიანებით დავითი ალინასთან ისევ დაბრუნდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ვეღარ შედგა.

ალინა კაბაევა 15 წლით უფროს პოლიციის ქართველ კაპიტანს 1998 წელს შეხვდა, იმ დროს დავითი მოსკოვის ერთ-ერთ ოლქში პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დაოჯახებული იყო. მათი ურთიერთობა მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ ცნობილი ტანმოვარჯიშე ამ რომანს საგულდაგულოდ მალავდა.

დავით მუსელიანი ქართველია, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში (ხუთი ძმა და და). მას მედიაში უფრო შალვა მუსელიანის სახელით იცნობენ. განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ნახეთ ასევე: