მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ მგონია, რომ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს - მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, თუ იქნება ავტორიტარიზმი“ - ნინო ლომჯარია
“არ მგონია, რომ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს - მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, თუ იქნება ავტორიტარიზმი“ - ნინო ლომჯარია

“მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თუ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია, ქარ­თველ ხალ­ხს კი ეს არ უნდა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, პლატ­ფორ­მა“, - ამის შე­სა­ხებ “სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტავს, რომ არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­უქ­მე­ბაც სურს.

“მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ეს გან­ცხა­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად რომ მი­ვი­ღოთ, ძა­ლი­ან მძი­მე რე­აქ­ცია უნდა მოჰ­ყვეს, იმი­ტომ, რომ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბა არის ის, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლი და საყ­რდე­ნია. სა­დაც არ­სე­ბობს ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბა, მხო­ლოდ ის პარ­ტი­ე­ბი არი­ან, ვინც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის არის მო­სა­ღე­ბი, ის არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა, ეს არის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი და ავ­ტოკ­რა­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, არ მგო­ნია, რომ ამ ბა­ქი­ბუქს სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­დეს. ვფიქ­რობ, ყვე­ლამ ასე მი­ი­ღო, პარ­ტი­ებ­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც არ აღიქ­ვეს ეს სე­რი­ო­ზუ­ლად, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლა ასე უნდა იმი­ტომ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს მან და­ა­დას­ტუ­რა, მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც აქ­რობს და ანად­გუ­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს. რა თქმა უნდა, მათ ამის გა­კე­თე­ბა ენ­დო­მე­ბათ, უბ­რა­ლოდ, არ ვფიქ­რობ, რომ რე­ა­ლის­ტუ­რია. მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის ეს ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თუ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. ქარ­თველ ხალ­ხს კი ეს არ უნდა“,- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ჯე­იმს ო'ბრა­ი­ე­ნი “ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან აცხა­დებს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა არ ჟღერს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად.

“ეს გა­მამ­ჟღავ­ნე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი იყო და მი­უ­თი­თებს, რომ ეს არაა მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ წაყ­ვა­ნა“, - აცხა­დებს ჯე­იმს ო'ბრა­ი­ე­ნი.

ავტორი:

“არ მგონია, რომ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს - მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, თუ იქნება ავტორიტარიზმი“ - ნინო ლომჯარია

“არ მგონია, რომ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს - მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, თუ იქნება ავტორიტარიზმი“ - ნინო ლომჯარია

“მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა“, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მკაფიოდ გამოხატავს, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებაც სურს.

“მმართველი პარტიის ეს განცხადება სერიოზულად რომ მივიღოთ, ძალიან მძიმე რეაქცია უნდა მოჰყვეს, იმიტომ, რომ მრავალპარტიულობა არის ის, რაც დემოკრატიის საფუძველი და საყრდენია. სადაც არსებობს ერთპარტიულობა, მხოლოდ ის პარტიები არიან, ვინც მმართველი პარტიისთვის არის მოსაღები, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ავტორიტარიზმი და ავტოკრატია. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს. ვფიქრობ, ყველამ ასე მიიღო, პარტიებმაც და საზოგადოებამაც არ აღიქვეს ეს სერიოზულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებას მართლა ასე უნდა იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში, ეს მან დაადასტურა, მიიღო კანონი, რომელიც აქრობს და ანადგურებს სამოქალაქო სექტორს. რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთება ენდომებათ, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ რეალისტურია. მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

“ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, - აცხადებს ჯეიმს ო'ბრაიენი.