მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა... ბაბუაჩემისთვის ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში, ამას გავუშვებდი" - რას წერს ქართველი კომენტატორი
"აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა... ბაბუაჩემისთვის  ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში,  ამას გავუშვებდი" - რას წერს ქართველი კომენტატორი

"დღეს ვი­თა­მა­შეთ ისე რომ აწი მშვი­დად ვიქ­ნე­ბი. ეს მინ­დო­და მე­ნა­ხა", - წერს კო­მენ­ტა­ტო­რი ან­დრო ხე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის შე­სა­ხებ და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მაშს მი­მო­ი­ხი­ლავს.

"24 წე­ლია ვარ­სე­ბობ ანუ 24 წე­ლია ვის­მენ იმ ამ­ბებს, 60-ია­ნე­ბი­დან, 80-ია­ნე­ბი­დან და ხან­და­ხან 90-ია­ნე­ბი­და­ნაც. რომ მეს­ხი და მეტ­რე­ვე­ლი, ყი­ფი­ა­ნი და შენ­გე­ლია, ქინ­ქი და შოთი... და კი­დევ ბევ­რი, მწვა­ნე მინ­დორ­ზე სა­ოც­რე­ბებს აკე­თებ­დნენ. რომ სტა­დი­ონ­ზე ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლიც არ იყო... რომ ხალ­ხი არა­თუ ერთს, ორ-ორ ბი­ლეთს ყი­დუ­ლობ­და - ტა­ი­მის მერე სხვა მხა­რეს რომ გა­დამ­ჯდა­რიყ­ვნენ საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ახ­ლო­დან სა­ყუ­რებ­ლად. რომ კავ­კა­სი­ელ ბრა­ზი­ლი­ე­ლებს გვე­ძახ­დნენ, რომ გვქონ­და უსა­ზღვრო ტექ­ნი­კა და თუ ლა­მა­ზი თა­მა­ში თან არ ახ­ლდა, ხალ­ხი მო­გე­ბი­თაც კი ვერ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და.ვის­მენ­დი ამ ამ­ბებს ბავ­შვო­ბა­ში და ნა­ხევ­რად არ მჯე­რო­და.

კი, რაც სა­ნა­ხა­ვი იყო ნა­ნა­ხი მქონ­და და რაც წა­სა­კი­თხი, წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც, ხომ ხვდე­ბით - სა­ნამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ნა­ხავ, ვერ და­ი­ჯე­რებ.ევ­რო­პა­ზეც ვი­თა­მა­შეთ და პორ­ტუ­გა­ლი­ა­საც მო­ვუ­გეთ თა­ვი­სი რო­ნალ­დუ­თი, მაგ­რამ ის, რა­ზეც 24 წელი მიყ­ვე­ბოდ­ნენ, ჩემი თვა­ლით პირ­ვე­ლად დღეს ვნა­ხე. იქამ­დე თავს ვერ დავ­დებ, მაგ­რამ რაც ფეხ­ბურთს ვუ­ყუ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ასე, ამ დო­ნის მე­ტო­ქეს­თან არ უთა­მა­შია.

ეს იყო ტო­ტა­ლუ­რი დო­მი­ნა­ცია, ულა­ღე­სი სა­თა­მა­შო სტი­ლი და ერ­თმა­ნეთ­ზე ლა­მა­ზი გო­ლე­ბი. მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი, რის გა­მოც ეს სპორ­ტი გვიყ­ვარს. გო­ლი­დან გო­ლამ­დე ვოც­დე­ბო­დი, მე­ო­რე ტა­იმ­ში მე­გო­ნა რო­მე­ლი­მე გრან­დის თა­მაშს ვუ­ყუ­რებ­დი ქვე­და­ლი­გელ­თან. კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ამოს­ვლი­დან და­წყე­ბუ­ლი, სამ­სვლი­ა­ნი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი - ეს იყო სპექ­ტაკ­ლი.

  • დღეს ვი­თა­მა­შეთ ისე რომ აწი მშვი­დად ვიქ­ნე­ბი. ეს მინ­დო­და მე­ნა­ხა. ბა­ბუ­ა­ჩე­მის­თვი­საც ერთი თა­მა­შის გაგ­ზავ­ნა რომ შე­მეძ­ლოს ცაში, არც სა­ბერ­ძნეთ­თან თა­მაშს, არც პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან… ამას გა­ვუშ­ვებ­დი - ამას რომ უყუ­რებ­და მიხ­ვდე­ბო­და სხვა ეტაპ­ზე რომ გა­და­ვე­დით, რა­ზეც თვი­თონ მიყ­ვე­ბო­და, ჩემი თვა­ლით რომ ვნა­ხე. თან ისი­ა­მოვ­ნებ­და, მაგ­რად ისი­ა­მოვ­ნებ­და.

თა­მა­შამ­დე სა­დღაც გუ­ლის კუნ­ჭულ­ში მა­ინც ხომ ფიქ­რობ­დი, ქარ­თვე­ლებს სი­ხა­რუ­ლის დიდ­ხანს შერ­გე­ბა არ გა­მოგ­ვდის და იმ ევ­რო­პის მერე, ვაი და ყვე­ლა­ფე­რი ისე არ წა­ვი­დეს, რო­გორც წარ­მო­მიდ­გე­ნი­აო… მიღ­წე­უ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი­დევ უფრო რთუ­ლი­აო... მეც ვფიქ­რობ­დი. მეც მე­ში­ნო­და. მაგ­რამ 2 სა­ათ­ში ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცა - უბ­რა­ლოდ, სხვა ეტაპ­ზე ვართ. მორ­ჩა ის დრო, სხვა­გან ვართ, სხვა მიზ­ნე­ბი გვაქვს. ადრე ამ ან­გა­რი­შით ვინ­მეს­თვის რომ მოგ­ვე­გო, შერ­ცხვე­ნი­ლე­ბი მწვრთნელს გა­აგ­დებ­დნენ. დღე­ი­დან ეს არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა. უცხო­ე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი შემ­ხვდა - არ უნ­დათ, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ჩვენ რომ გა­დაგ­ვე­ყა­რონ... რა გა­საკ­ვი­რია? ბევ­რს ჰყავს ქო­ჩო­რა-კიტე-ჩაკ­ვე­ზე კარ­გი ნა­ხე­ვარ­დაც­ვა?

კვა­რა-ჟორჟ­ზე უკე­თე­სი შე­ტე­ვა? მა­მარ­და­ზე უკე­თე­სი მე­კა­რე ვის ჰყავს? და დაც­ვა? რო­მელს და­ი­წუ­ნე­ბენ? მოკ­ლედ, იდე­ა­ლუ­რი თა­მა­ში იყო, რაც გვინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეთ.აი მე რომ და­მე­წე­რა თა­მა­შის სცე­ნა­რი, ფან­ტა­ზია აქამ­დე არ მი­მიშ­ვებ­და.კვა­რამ პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა. გა­ნა­ცხა­დი იყო - კი, გა­მი­ფუ­ჭე­ბია, მნიშ­ვნე­ლო­ვან მატჩშიც ამი­ცი­ლე­ბია, მაგ­რამ I did my homework, უკვე შეს­რუ­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რი სტი­ლი მაქვს და თერ­თმე­ტი მეტ­რი­დან უფრო ამო­უც­ნო­ბი ვიქ­ნე­ბი მე­კა­რის­თვი­სო. ეგე­თი ფეხ­ბურ­თე­ლია კვა­რა, ლა­მაზ გოლ­ზე მე­ტად, ხან­და­ხან მისი პე­ნალ­ტით გა­ტა­ნი­ლი რომ გა­გი­ხარ­დე­ბა. აბა ლა­მა­ზი გო­ლე­ბი კვა­რას­გან ვი­ღას უკ­ვირს? აი პე­ნალ­ტებს თუ ესე და­მა­ჯე­რებ­ლად შე­ას­რუ­ლებს, სე­ზონ­ში მი­ნი­მუმ +5 გოლი ექ­ნე­ბა და იმ ტი­პებ­საც ნაკ­ლებ სა­ლა­პა­რა­კოს და­უ­ტო­ვებს, მხო­ლოდ ფლეშ­ს­ქო­რით რომ აკე­თე­ბენ დას­კვნებს.

ჩაკ­ვე­მაც გა­ი­ტა­ნა! მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი, გაბ­რი­ტა­ნე­ლე­ბუ­ლი, მებ­რძო­ლი ჩაკ­ვეს თა­მა­ში ყვე­ლას ძა­ლი­ან მოგ­ვწონს, ულა­მა­ზე­სი პა­სე­ბიც ად­გილ­ზეა, მაგ­რამ ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით მისი გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი გვე­ნატ­რე­ბო­და. თუ ეს­პა­ნეთ­თან იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ 1-7 არ გა­ვიხ­სე­ნებთ, სა­დაც ჩაკ­ვეს გო­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი ვერ შეგ­ვერ­გო, ოფი­ცი­ა­ლურ მატჩში ბო­ლოს 2018 წელს, ყა­ზა­ხეთ­თან ჰქონ­და გა­ტა­ნი­ლი. ნავ­სი გა­ტყდა. გა­ტეხ­ვა­ცაა და გა­ტეხ­ვაც, ეს რა გოლი იყო? კი­ტე­თი და­წყე­ბუ­ლი, კვა­რა­თი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და ჩაკ­ვე­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლი. პრა­იმ ჟოზე მო­უ­რი­ნიო!

ჟორჟ­მაც გა­ი­ტა­ნა. ბავ­შვო­ბის კლუბ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ცოტა მძი­მე გა­მოდ­გა და ნაკ­რებ­ში გა­ტა­ნი­ლი გოლი ხა­სი­ა­თის გა­მოს­წო­რე­ბა­ში ცო­ტა­თი წა­ეხ­მა­რე­ბო­და. თან ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბომ­ბარ­დი­რის პრი­ზი დღეს გა­დას­ცეს და ყვე­ლა­ნა­ი­რად სიმ­ბო­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და რომ გა­ე­ტა­ნა. გა­ი­ტა­ნა კი­დეც და თან ეს გოლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. გა­ვინ­ქბე­ქე­ბუ­ლი ლო­ჩოშ­ვი­ლის იდე­ა­ლუ­რი ჩა­წო­დე­ბა და ჟორ­ჟი, მი­წა­ზე და­უშ­ვებ­ლად. ზუს­ტად ისე, რო­გორც ჟორ­ჟის­ნა­ირ ფორ­ვარდს ეკად­რე­ბა.მე­ო­თხე გოლ­ზე ვკი­ო­დი. მა­გას ყვი­რი­ლი არ ერ­ქვა. თით­ქოს შე­ნე­ლე­ბულ კადრს ვუ­ყუ­რებ­დი, 0.5x სიჩ­ქა­რით - ჩაკ­ვე ბურთს მო­ე­ფე­რა და ქო­ჩო­რას ნაკ­რებ­ში პირ­ვე­ლად გა­ა­ტა­ნი­ნა.

ღმერ­თო, რა იღ­ბლი­ა­ნე­ბი არი­ან ლე­ვან­ტეს და უო­ტფორ­დის ქო­მა­გე­ბი, 1 სე­ზო­ნი ამ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი რომ ეყო­ლე­ბათ მე­ო­რე დი­ვი­ზი­ონ­ში!

მერე უკვე უნა­მუ­სო გავ­ხდი, ზუ­რი­კოს და ბუ­დუს გო­ლებს ვქო­მა­გობ­დი. აი რე­ა­ლის ფა­ნებ­მა რომ აღარ იცი­ან რაზე ინერ­ვი­უ­ლონ და ბო­ლოს კარ­ვა­ხა­ლის ოქ­როს ბურთს აწუ­რი­ნებ­დნენ, ეგრე. არა­უ­შავს ცო­დო­ე­ბი იყ­ვნენ ჩე­ხე­ბი, გერ­მა­ნი­ა­ში ჯგუფ­ში ვი­საც შევ­ხვდით, ყვე­ლა­ზე კაი ტი­პე­ბი ეგე­ნი იყ­ვნენ. ალ­ბა­ნეთს გა­უ­ტა­ნონ ბუ­დუმ და ზუ­რი­კომ.მოკ­ლედ, ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნა მაქვს ღმერ­თთან, ყვე­ლა ჯან­მრთე­ლად იყოს და მე ყო­ველ­თვის ვეს­წრე­ბო­დე თა­მაშს.

და­ნარ­ჩენს ბი­ჭე­ბი და სა­ნი­ო­ლი თვი­თონ მი­ხე­და­ვენ.სა­წუ­წუ­ნო რა მაქვს, მაგ­რამ ერთ რა­მე­ზე მა­ინც მწყდე­ბა გული - დი­ნა­მო­ზე რომ ვერ ვნა­ხეთ ეს თა­მა­ში, უფრო მეტი და უკე­თე­სი გულ­შე­მატ­კივ­რით. პირ­ველ გო­ლამ­დე სრუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო, ლა­პა­რა­კის ხმა ის­მო­და ტრი­ბუ­ნა­ზე, ისე­თი ატ­მოს­ფე­რო იყო - ყვი­რი­ლის და სიმ­ღე­რის შეგრცხვე­ბო­და. არა­და, პირ­ვე­ლად ვთა­მა­შობ­დით სამ­შობ­ლო­ში იმ უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბის მერე, ცოტა სხვა­ნა­ირ დახ­ვედ­რას ვე­ლო­დი.

მი­თუ­მე­ტეს როცა ასე­თი მო­თხოვ­ნაა დას­წრე­ბა­ზე და იმ იღ­ბლი­ან 20.000 კაცს შო­რის ხარ, სა­დღაც ვალ­დე­ბუ­ლიც ხარ შენი წილი უქო­მა­გო. მარ­ტო ხალ­ხის ბრა­ლიც არ არის, უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ცუდი აკუს­ტი­კაა მეს­ხზე. არა­უ­შავს, მე­ო­რე ტა­იმ­ში მაგ ამ­ბავ­საც ეშ­ვე­ლა და რო­გორც იქნა დრო­უ­ლი ტალ­ღაც ვნა­ხე. აი, ასე­თი მო­მენ­ტე­ბის­თვი­საა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი ტალ­ღა, 72-ე წუთი იყო რომ და­ი­წყეს და მეც, რო­გორც ერთ-ერთი ან­ტი­ტალ­ღე­ლი, ავ­ყე­ვი. 4-0 იყო და თავი რა­მით ხომ უნდა გაგ­ვერ­თო?" - წერს ან­დრო ხე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
0

სიამოვნებით წავიკითხე სტატია ერთი ამოსუბთწვით🤌❤️

Qeto
0

უჰ, კარგი კომენტარია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა... ბაბუაჩემისთვის ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში, ამას გავუშვებდი" - რას წერს ქართველი კომენტატორი

"აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა... ბაბუაჩემისთვის  ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში,  ამას გავუშვებდი" - რას წერს ქართველი კომენტატორი

"დღეს ვითამაშეთ ისე რომ აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა", - წერს კომენტატორი ანდრო ხელაძე საქართველო-ჩეხეთის მატჩის შესახებ და ქართველი ფეხბურთელების თამაშს მიმოიხილავს.

"24 წელია ვარსებობ ანუ 24 წელია ვისმენ იმ ამბებს, 60-იანებიდან, 80-იანებიდან და ხანდახან 90-იანებიდანაც. რომ მესხი და მეტრეველი, ყიფიანი და შენგელია, ქინქი და შოთი... და კიდევ ბევრი, მწვანე მინდორზე საოცრებებს აკეთებდნენ. რომ სტადიონზე ერთი თავისუფალი ადგილიც არ იყო... რომ ხალხი არათუ ერთს, ორ-ორ ბილეთს ყიდულობდა - ტაიმის მერე სხვა მხარეს რომ გადამჯდარიყვნენ საყვარელი ფეხბურთელისთვის ახლოდან საყურებლად. რომ კავკასიელ ბრაზილიელებს გვეძახდნენ, რომ გვქონდა უსაზღვრო ტექნიკა და თუ ლამაზი თამაში თან არ ახლდა, ხალხი მოგებითაც კი ვერ კმაყოფილდებოდა.ვისმენდი ამ ამბებს ბავშვობაში და ნახევრად არ მჯეროდა.

კი, რაც სანახავი იყო ნანახი მქონდა და რაც წასაკითხი, წაკითხული, მაგრამ მაინც, ხომ ხვდებით - სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ვერ დაიჯერებ.ევროპაზეც ვითამაშეთ და პორტუგალიასაც მოვუგეთ თავისი რონალდუთი, მაგრამ ის, რაზეც 24 წელი მიყვებოდნენ, ჩემი თვალით პირველად დღეს ვნახე. იქამდე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც ფეხბურთს ვუყურებ საქართველოს ნაკრებს ასე, ამ დონის მეტოქესთან არ უთამაშია.

ეს იყო ტოტალური დომინაცია, ულაღესი სათამაშო სტილი და ერთმანეთზე ლამაზი გოლები. მოკლედ ყველაფერი, რის გამოც ეს სპორტი გვიყვარს. გოლიდან გოლამდე ვოცდებოდი, მეორე ტაიმში მეგონა რომელიმე გრანდის თამაშს ვუყურებდი ქვედალიგელთან. კონტრშეტევაზე ამოსვლიდან დაწყებული, სამსვლიანი კომბინაციებით დასრულებული - ეს იყო სპექტაკლი.

  • დღეს ვითამაშეთ ისე რომ აწი მშვიდად ვიქნები. ეს მინდოდა მენახა. ბაბუაჩემისთვისაც ერთი თამაშის გაგზავნა რომ შემეძლოს ცაში, არც საბერძნეთთან თამაშს, არც პორტუგალიასთან… ამას გავუშვებდი - ამას რომ უყურებდა მიხვდებოდა სხვა ეტაპზე რომ გადავედით, რაზეც თვითონ მიყვებოდა, ჩემი თვალით რომ ვნახე. თან ისიამოვნებდა, მაგრად ისიამოვნებდა.

თამაშამდე სადღაც გულის კუნჭულში მაინც ხომ ფიქრობდი, ქართველებს სიხარულის დიდხანს შერგება არ გამოგვდის და იმ ევროპის მერე, ვაი და ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც წარმომიდგენიაო… მიღწეულის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულიაო... მეც ვფიქრობდი. მეც მეშინოდა. მაგრამ 2 საათში ყველა კითხვას პასუხი გაეცა - უბრალოდ, სხვა ეტაპზე ვართ. მორჩა ის დრო, სხვაგან ვართ, სხვა მიზნები გვაქვს. ადრე ამ ანგარიშით ვინმესთვის რომ მოგვეგო, შერცხვენილები მწვრთნელს გააგდებდნენ. დღეიდან ეს არავის გაუკვირდება. უცხოელების კომენტარები შემხვდა - არ უნდათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ რომ გადაგვეყარონ... რა გასაკვირია? ბევრს ჰყავს ქოჩორა-კიტე-ჩაკვეზე კარგი ნახევარდაცვა?

კვარა-ჟორჟზე უკეთესი შეტევა? მამარდაზე უკეთესი მეკარე ვის ჰყავს? და დაცვა? რომელს დაიწუნებენ? მოკლედ, იდეალური თამაში იყო, რაც გვინდოდა ყველაფერი ვნახეთ.აი მე რომ დამეწერა თამაშის სცენარი, ფანტაზია აქამდე არ მიმიშვებდა.კვარამ პენალტი გაიტანა. განაცხადი იყო - კი, გამიფუჭებია, მნიშვნელოვან მატჩშიც ამიცილებია, მაგრამ I did my homework, უკვე შესრულების ახლებური სტილი მაქვს და თერთმეტი მეტრიდან უფრო ამოუცნობი ვიქნები მეკარისთვისო. ეგეთი ფეხბურთელია კვარა, ლამაზ გოლზე მეტად, ხანდახან მისი პენალტით გატანილი რომ გაგიხარდება. აბა ლამაზი გოლები კვარასგან ვიღას უკვირს? აი პენალტებს თუ ესე დამაჯერებლად შეასრულებს, სეზონში მინიმუმ +5 გოლი ექნება და იმ ტიპებსაც ნაკლებ სალაპარაკოს დაუტოვებს, მხოლოდ ფლეშსქორით რომ აკეთებენ დასკვნებს.

ჩაკვემაც გაიტანა! მოდერნიზებული, გაბრიტანელებული, მებრძოლი ჩაკვეს თამაში ყველას ძალიან მოგვწონს, ულამაზესი პასებიც ადგილზეა, მაგრამ ნაკრების მაისურით მისი გატანილი გოლები გვენატრებოდა. თუ ესპანეთთან იმ ავადსახსენებელ 1-7 არ გავიხსენებთ, სადაც ჩაკვეს გოლით გამოწვეული სიხარული ვერ შეგვერგო, ოფიციალურ მატჩში ბოლოს 2018 წელს, ყაზახეთთან ჰქონდა გატანილი. ნავსი გატყდა. გატეხვაცაა და გატეხვაც, ეს რა გოლი იყო? კიტეთი დაწყებული, კვარათი გაგრძელებული და ჩაკვეთი დასრულებული. პრაიმ ჟოზე მოურინიო!

ჟორჟმაც გაიტანა. ბავშვობის კლუბში დაბრუნება ჯერჯერობით ცოტა მძიმე გამოდგა და ნაკრებში გატანილი გოლი ხასიათის გამოსწორებაში ცოტათი წაეხმარებოდა. თან ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი დღეს გადასცეს და ყველანაირად სიმბოლური იქნებოდა რომ გაეტანა. გაიტანა კიდეც და თან ეს გოლი ძალიან ლამაზი იყო. გავინქბექებული ლოჩოშვილის იდეალური ჩაწოდება და ჟორჟი, მიწაზე დაუშვებლად. ზუსტად ისე, როგორც ჟორჟისნაირ ფორვარდს ეკადრება.მეოთხე გოლზე ვკიოდი. მაგას ყვირილი არ ერქვა. თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებდი, 0.5x სიჩქარით - ჩაკვე ბურთს მოეფერა და ქოჩორას ნაკრებში პირველად გაატანინა.

ღმერთო, რა იღბლიანები არიან ლევანტეს და უოტფორდის ქომაგები, 1 სეზონი ამ დონის ფეხბურთელები რომ ეყოლებათ მეორე დივიზიონში!

მერე უკვე უნამუსო გავხდი, ზურიკოს და ბუდუს გოლებს ვქომაგობდი. აი რეალის ფანებმა რომ აღარ იციან რაზე ინერვიულონ და ბოლოს კარვახალის ოქროს ბურთს აწურინებდნენ, ეგრე. არაუშავს ცოდოები იყვნენ ჩეხები, გერმანიაში ჯგუფში ვისაც შევხვდით, ყველაზე კაი ტიპები ეგენი იყვნენ. ალბანეთს გაუტანონ ბუდუმ და ზურიკომ.მოკლედ, ერთადერთი თხოვნა მაქვს ღმერთთან, ყველა ჯანმრთელად იყოს და მე ყოველთვის ვესწრებოდე თამაშს.

დანარჩენს ბიჭები და სანიოლი თვითონ მიხედავენ.საწუწუნო რა მაქვს, მაგრამ ერთ რამეზე მაინც მწყდება გული - დინამოზე რომ ვერ ვნახეთ ეს თამაში, უფრო მეტი და უკეთესი გულშემატკივრით. პირველ გოლამდე სრული იმედგაცრუება იყო, ლაპარაკის ხმა ისმოდა ტრიბუნაზე, ისეთი ატმოსფერო იყო - ყვირილის და სიმღერის შეგრცხვებოდა. არადა, პირველად ვთამაშობდით სამშობლოში იმ უდიდესი წარმატების მერე, ცოტა სხვანაირ დახვედრას ველოდი.

მითუმეტეს როცა ასეთი მოთხოვნაა დასწრებაზე და იმ იღბლიან 20.000 კაცს შორის ხარ, სადღაც ვალდებულიც ხარ შენი წილი უქომაგო. მარტო ხალხის ბრალიც არ არის, უბრალოდ ძალიან ცუდი აკუსტიკაა მესხზე. არაუშავს, მეორე ტაიმში მაგ ამბავსაც ეშველა და როგორც იქნა დროული ტალღაც ვნახე. აი, ასეთი მომენტებისთვისაა ზედგამოჭრილი ტალღა, 72-ე წუთი იყო რომ დაიწყეს და მეც, როგორც ერთ-ერთი ანტიტალღელი, ავყევი. 4-0 იყო და თავი რამით ხომ უნდა გაგვერთო?" - წერს ანდრო ხელაძე.