დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდება და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან იწყება შანსი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ვიხილოთ.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყო.
პირველ ტაიმში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩეხეთის დაცვა საიმედოდ არ გამოიყურება, რამაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ცოტა არ იყოს დააბნია. თამაშის შეიძლება ითქვას, რომ დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ ქართველებმა "მასიური შეტევა" დაიწყეს ჩეხების წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეების კარში თითქმის ყოველ 5 წუთში ერთხელ ხდებოდა შეტევა, თუმცა უშედეგოდ. ბურთის ფლობაშიც ჩვენები აქტიურობდნენ.
31-ე წუთზე კი ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ გაიხსნა. ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა მსაჯის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი, რომელიც თავად მოიპოვა. საბოლლოოდ ანგარიში 1:0 დამთავრდა და პირველ ტაიმში საქართველო ჩეხეთს ამარცხებს.