პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია" - ლევან მაჭავარიანი
"თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია" - ლევან მაჭავარიანი

თუ ბა­ტონ­მა ლავ­როვ­მა, მარ­თლა ისე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ ჩვენ ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს იდენ­ტო­ბას, მა­შინ მას რა­ღა­ცე­ბი არე­ვია. ჩვენ არა­ფე­რი და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი არ გვაქვს, ჩვენ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა მოგ­ვყვე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქარ­თველ­მა მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა თა­ვის სუ­ლი­ერ თავ­გა­და­სა­ვალ­თან, ეს არის: მა­მუ­ლი ენა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას“ ეხე­ბო­და.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა არ მო­უს­მე­ნია, თუმ­ცა მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ „ოპო­ზი­ცი­ის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს“.

„სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ამ გზა­ზე ჩვენ ძა­ლი­ან მყა­რად ვდგა­ვართ. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ატა­რებს სწო­რედ იმ პო­ლი­ტი­კას, რომ ეს იდენ­ტო­ბა იქ­ნას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ არა­ფე­რი და­კარ­გუ­ლი არ გვაქვს, არა­ფე­რი და­სა­კარ­გი არ გვაქვს და ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენ ვართ იმის გა­რან­ტი, რომ ჩვენს იდენ­ტო­ბას, კულ­ტუ­რას, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბა.

რამ­დენ­ჯე­რაც რუ­სეთ­მა „შეგ­ვა­ქო“, ეგ „ქება“ მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. ოთხი თვის წინ, რო­დე­საც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რამ­დენ გან­ცხა­დე­ბა­საც აკე­თებ­დნენ რუ­სე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყო იმის­თვის,რომ მუხ­ტი გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი­ყო. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ისე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას,რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩვენ გვა­ზი­ა­ნებს და ოპო­ზი­ცი­ის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს, ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კი­თხვა - ვინ არის რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­დან გა­რი­გე­ბუ­ლი რუ­სე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, რო­მე­ლიც იმ "მე­სი­ჯ­ბოქსსა" და ნა­რა­ტივს ატა­რებს, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას აწყობს”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი დრო­ე­ბით და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით დაბ­რუ­ნე­ბაა.

„რუ­სე­თი არის ოკუ­პან­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ოკუ­პან­ტთან ჩვენ არა­ნა­ი­რი საქ­მე არ გვაქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მა­გას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ, ჩვენ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით და­ვიბ­რუ­ნებთ დრო­ე­ბით და­კარ­გულ, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს. და­სავ­ლე­თი არის და­სავ­ლე­თი, და­სავ­ლე­თი არის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­გო­ბა­რი აშშ-ც და ევ­რო­კავ­ში­რიც. ხან­და­ხან არის ხოლ­მე ისე­თი ტი­პის გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ხოლ­მე სა­მე­გობ­რო­ში, ოჯა­ხებ­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ძველ ნიშ­ნულს უბ­რუნ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ასე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც და­სავ­ლეთ­თან, რო­მე­ლიც გპირ­დე­ბით, ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა მე­გობ­რო­ბა აშშ-სთან და ევ­რო­კავ­შირ­თან,ისე აშშ-ს და ევ­რო­კავ­შირს მე­გობ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩვე­ნი და­ლოც­ვი­ლი უნი­კა­ლუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა მე­დი­აჰოლ­დინგ РБК-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას­თან და ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მავ­ნებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბას­თან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კესანე
0

12 წელია ხელისუფლებაში ხართ, მაგრამ ძვრა არ ყოფილა და როდის უნდა დაიბრუნოთ, ეგრე იოლი თუა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რატომ აქამდე არ ეცადეთ თუ ეგ წინასაარჩევნო საკენკია მავანთათვის

სპორტი
1

ისე კარგი სიტყვებია, სწორი, მართალი. როგორც წითელი კაბა არ უხდება კაცს, ისე ვერ მოირგებთ მაგ ჭეშმარიტებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია" - ლევან მაჭავარიანი

"თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია" - ლევან მაჭავარიანი

თუ ბატონმა ლავროვმა, მართლა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია. ჩვენ არაფერი დასაბრუნებელი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი იდენტობა მოგვყვება საუკუნეების განმავლობაში. ქართველმა მოახდინა თავისი იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას გააკეთა, რომელიც „ქართული იდენტობის გაცნობიერებას“ ეხებოდა.

მაჭავარიანის თქმით, ლავროვის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან გაკეთებული ამგვარი განცხადებები მხოლოდ „ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს“.

„საუკუნეებია ამ გზაზე ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ. „ქართული ოცნება“ ატარებს სწორედ იმ პოლიტიკას, რომ ეს იდენტობა იქნას შენარჩუნებული. ჩვენ არაფერი დაკარგული არ გვაქვს, არაფერი დასაკარგი არ გვაქვს და ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ ჩვენს იდენტობას, კულტურას, ღირებულებებს, არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

რამდენჯერაც რუსეთმა „შეგვაქო“, ეგ „ქება“ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ოთხი თვის წინ, როდესაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა რამდენ განცხადებასაც აკეთებდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, ყველა განცხადება მიმართული იყო იმისთვის,რომ მუხტი გაღვივებულიყო. შესაბამისად, თუ ისინი აგრძელებენ ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას,რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს და ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, ჩნდება ლოგიკური კითხვა - ვინ არის რადიკალური ოპოზიციიდან გარიგებული რუსეთის მაღალჩინოსნებთან, რომელიც იმ "მესიჯბოქსსა" და ნარატივს ატარებს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აწყობს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზანი დროებით დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაა.

„რუსეთი არის ოკუპანტი. შესაბამისად, ოკუპანტთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს. ერთადერთი, რაც არის ჩვენი მიზანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას აუცილებლად შევასრულებთ, ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ დროებით დაკარგულ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. დასავლეთი არის დასავლეთი, დასავლეთი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი სტრატეგიული მეგობარი აშშ-ც და ევროკავშირიც. ხანდახან არის ხოლმე ისეთი ტიპის გაუგებრობები, როგორიც არის ხოლმე სამეგობროში, ოჯახებში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ძველ ნიშნულს უბრუნდება. რა თქმა უნდა, ასე იქნება ჩვენი ურთიერთობაც დასავლეთთან, რომელიც გპირდებით, ძალიან გრძელვადიანი იქნება. როგორც საქართველოს სჭირდება მეგობრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან,ისე აშშ-ს და ევროკავშირს მეგობრობა საქართველოსთან ჩვენი დალოცვილი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

წაიკითხეთ ასევე: