ავტორი:

გიგანტური ქალი, რომელმაც გოლიათი ბავშვები გააჩინა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ იცოცხლა - დედოფალ ვიქტორიას ფავორიტი წყვილის ტრაგიკული ცხოვრება და სიმაღლის გამო შექმნილი პრობლემები

გიგანტური ქალი, რომელმაც გოლიათი ბავშვები გააჩინა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ იცოცხლა - დედოფალ ვიქტორიას ფავორიტი წყვილის ტრაგიკული ცხოვრება და სიმაღლის გამო შექმნილი პრობლემები

მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში ორი გიგანტური ადამიანი ცხოვრობდა. მათმა სიმაღლემ ზრდასრულ ასაკში 2,40 მეტრს მიაღწია. ერთმანეთი ცირკში გაიცნეს და იქორწინეს. წყვილი დედოფალ ვიქტორიას ფავორიტად ითვლებოდა. საქორწინო საჩუქარიც კი გაუკეთა, ძვირფასი სამკაულების სახით. თუმცა მათი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ყველაზე ტრაგიკულ მომენტებად მათი შვილების დაბადება იქცა. ასევე ანა და მარტინი უბრალო ხალხის გარემოცვაში თავს გულივერებად გრძნობდნენ ლილიპუტების ქვეყანაში, მაგრამ ისინი ყველას თავაზიანად და სიყვარულით ეპყრობოდნენ.

ანა სვონის დაბადება

1846 წელს მისის სვონს მესამე შვილის მშობიარობა ძალიან გაუჭირდა. მიზეზი ბავშვის წონა იყო, რომელიც 7 კგ-ზე მეტს იწონიდა. საბედნიეროდ დედა-შვილი გადარჩა, ანას შემდეგ ქალს შვილები კიდევ შეეძინა, მაგრამ გიგანტი მხოლოდ ანა აღმოჩნდა. თუმცა მისი მშობლები ჩვეულებრივი სიმაღლის შოტლანდიელი ემიგრანტები იყვნენ.

4 წლის ასაკში ანას სიმაღლე 137 სმ იყო, 6 წლის ასაკში კი 157 სმ-მდე გაიზარდა და დედას დაეწია სიმაღლეში. 11 წლის ასაკში გოგონა 188 სმ იყო და 96 კგ-ს იწონიდა. 15 წლის ასაკში, მან უკვე 2 მეტრს 10 სმ-ს მიაღწია. ანას პარამეტრები პროპორციულად იყო განვითარებული მის სიმაღლესთან. გოგონას სწავლა უყვარდა, თუმცა 16 წლის ასაკში როდესაც ტეილორ ბარნაუმის ცირკში მიიწვიეს, იგი უყოყმანოდ დათანხმდა. აღებული ჰონორარით ანა ვოკალის გაკვეთილებზე დადიოდა და როდესაც მისმა სიმაღლემ 243 სანტიმეტრს მიაღწია ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალად აღიარეს.

ცირკის არენაზე ანა თავს შესანიშნავად გრძნობდა. განათლებული გოგონა იყო და სულაც არ სცხვენოდა თავისი სიმაღლის. გამოსვლების დროს მან ადვილად იპოვა საერთო ენა მაყურებელთან. მართალია, უხერხულობას არ უქმინდა სიმაღლე, მაგრამ ამის გამო კინაღამ მოკვდა, როდესაც ცირკში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. ყველა გაიქცა, ზოგი ფანჯრიდან გადაძვრა. რადგან კიბეები ცეცხლში იყო გახვეული, მაგრამ ანამ იქამდე ვერ მიაღწია და რომ არა დახმარება, ქალი ცოცხლად დაიწვებოდა.

ამ შემთხვევის შემდეგ ანა სახლში წავიდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ცირკის გარეშე ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა. ეს იყო ბედი, რადგან სწორედ იქ გაიცნო თავისი სიყვარული.

ანას მომავალი ქმარი

მარტინ ბეიტსი 7 წლამდე ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც სიმაღლით გამოირჩეოდა და არც სხვა რამით. მაგრამ მოულოდნელად სიმაღლეში ზრდა დაიწყო, ისე რომ 14 წლის ასაკში ის 210 სმ სიმაღლის გახლდათ და 140 კგ-ს იწონიდა. საბოლოოდ კი 232 სმ-მდე მიაღწია, ანა მასზე მაღალი იყო.

მარტინი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ჯერ სკოლაში მასწავლებელად მუშაობდა, შემდეგ კი ჯარში წავიდა. გაუმართლა და ერთ დღესაც ცირკის მენეჯერმა შეამჩნია, თავიდან იფიქრა, რომ იქ უფრო მეტს გამოიმუშავებდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი გაუმართლა. ეს იყო ბარნაუმის ცირკი, რომელშიც ანა უკვე მუშაობდა.

ცირკმა ორი გიგანტი გააერთიანა

მარტინმა და ანამ საერთო ნომერი "გიგანტების სიყვარული" მოამზადეს, მაგრამ თამაში დიდხანს არ მოუწიათ, რადგან ერთმანეთი ნამდვილად შეუყვარდათ. გაცნობიდან ექვს კვირაში ლონდონში იქორწინეს.

გავრცელდა ჭორები, რომ დედოფალმა ვიქტორიამ ისინი ბუკინგემის სასახლეში მიიწვია და მისთვის პირადი წარმოდგენა გამართეს. მადლიერების ნიშნად კი ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს. მარტინს ოქროს საათი აჩუქეს, რომელიც სიკვდილამდე ეკეთა, ანამ კი ულამაზესი, ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭედი მიიღო.

ანა და მარტინი ჩვეულებრივი ოჯახივით ცხოვრობდნენ. დაქორწინების შემდეგ მიწა იყიდეს და მაღალი სახლი ააშენეს. ფართო ოთახებისთვის ავეჯი შეკვეთით დაამზადებინეს, მაგრამ სახლში გააკეთეს ჩვეულებრივი ოთახებიც მოსამსახურეებისთვის, რადგან მათ თავი უხერხულად არ ეგრძნოთ.

ბავშვები, რომლებიც ვერ გადარჩნენ

ანა და მარტინი კარგად ცხოვრობდნენ და ყველაფერი კიდევ უფრო მშვენიერი იქნებოდა, რომ არა ორი ტრაგედია მათ ცხოვრებაში. ანა პირველად 1871 წელს დაორსულდა და გაზაფხულზე ქალმა 8200 გრ და 68,6 სმ სიმაღლის გარდაცვლილი გოგონა გააჩინა.

ექვსი წლის შემდეგ წყვილმა კვლავ გადაწყვიტა შვილის გაჩენა. მსობიარობა 36 საათს გაგრძელდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ცოცხლად გამოიყვანეს, მან მხოლოდ 11 საათი იცოცხლა. ბიჭი სიკვდილის შემდეგ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი ახალშობილი 76 სმ სიმაღლისა და 10,5 კგ წონის პარამეტრებით. მისი ფეხი უკვე 15,2 სმ სიგრძისა იყო, როგორც ჩვეულებრივი 3 წლის ბავშვის.

მშობლებისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკავდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცირკს ჩამოშორდნენ და საკუთარ სახლში ფერმაში განმარტოვდნენ, სამი წლი კიდევ იარეს გასტროლებზე და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება აღარ სურდათ.

საბოლოოდ საკუთარ ფერმაში დასახლდნენ და მოზომილი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. ანა საკვირაო სკოლაში ასწავლიდა, წყვილი ერთად დადიოდა ადგილობრივ ეკლესიაში - მათთვის სპეციალური სკამებიც კი ჰქონდათ გაკეთებული.

დაქვრივება

ზოგადად ცნობილია, რომ მაღალი ადამიანები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, რადგან მათ ორგანიზმში სხვადასხვა სახის დარღვევები მიდის. მარტინი გამონაკლისი აღმოჩნდა, 82 წლამდე იცოცხლა.

ანა ადრე გარდაიცვალა, 42 წლის იუბილემდე ორი დღით ადრე. მას გულის უკმარისობა ჰქონდა, შემდეგ კი ტუბერკულოზით დაავადდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტინი 17 წელი დარჩა მარტოხელად, შემდეგ კი ანეტ ლავონ ატერბისზე იქორწინა, რომელიც ნორმალური სიმაღლის იყო. მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 1919 წელს კიდევ ერთი გიგანტი გარდაიცვალა.