პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანატრი შვილის პოვნას გილოცავთ გურგენი მასწავლებელო" - ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა: ემოციური შეხვედრის დეტალები
"ნანატრი შვილის პოვნას გილოცავთ გურგენი მასწავლებელო" - ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა: ემოციური შეხვედრის დეტალები

ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ 8-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. მუ­სე­რი­ძემ 31 წლის ასაკ­ში გა­ი­გო, იმის შე­სა­ხებ, რომ ის “აყ­ვა­ნი­ლი“ იყო. მას შემ­დეგ ბი­ო­ლო­გუ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია.

"სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი - ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? - სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით,“ - აცხა­დებ­და ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

გუ­შინ თა­მუ­ნამ მო­რი­გი ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მისი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შეხ­ვედ­რაა ასა­ხუ­ლი. თა­მუ­ნა მშობ­ლის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ვი­დე­ო­ში ბევ­რმა იცნო ცნო­ბი­ლი მეგ­რე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გურ­გენ ხო­რა­ვა. სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა თა­მუ­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი და გო­გო­ნას სახ­ლშიც უმას­პინ­ძლა.

"ეს კაცი მო­ცეკ­ვა­ვე არაა, გურ­გენ ხო­რა­ვა?" - იკი­თხა ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში მუ­სე­რი­ძის ერთ-ერთი ნაც­ნობ­მა, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა უპა­სუ­ხა: "გა­მომ­ყვა გე­ნე­ბი?".

  • გურ­გენ ხო­რა­ვა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფია, ის ცეკ­ვავ­და „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში", არის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ფე­ნიქ­სის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი.

მას შემ­დეგ რაც მუ­სე­რი­ძის ვი­დეო გავ­რცელ­და, ხო­რა­ვას შე­სა­ხებ უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა:

"რა მა­გა­რი მამა გყავთ".

"ბა­ტო­ნო გურ­გე­ნი არის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, უკარ­გე­სი ოჯა­ხის და გვა­რის შვი­ლი, არა­ერ­თი თა­ო­ბის აღ­მზრდე­ლი და თა­ვი­სი საქ­მის დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი! მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ამ ამ­ბავს, ძა­ლი­ან მა­გა­რი კი არა, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია ფილ­მის სცე­ნა­რია ფაქ­ტი­უ­რად, გულ­წრფე­ლად გი­ლო­ცავთ".

"8 წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მა­მას რომ იპო­ვი და თან ასეთ მა­მას, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი სულ სხვაა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და კე­თი­ლი"

"ვტი­რი გურ­გე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლო ემო­ცი­ი­სა­გან... სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა და იმე­დი ბო­ლოს კვდე­ბა გი­ლო­ცავთ თქვე­ნი ნა­ნატ­რი შვი­ლის პოვ­ნას მჯე­რა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერ­თად იქ­ნე­ბით"

"სიძე-სი­მამ­რი" - ამ სა­თა­უ­რით გავ­რცელ­და გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან კი­დევ ერთი პო­ზი­ტი­უ­რი ვი­დეო, რო­მელ­ზეც მუ­სე­რი­ძის მე­უღ­ლე მი­კუ­ჩა­ძე და გურ­გენ ხო­რა­ვა არი­ან ასა­ხუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ახ­ლად ნა­პოვნ მა­მას­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად მო­ილ­ხი­ნა.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მან 2017 წელს და­ა­ფუძნა "ფე­ის­ბუკ"-ჯგუ­ფი "ვე­ძებ" და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს აპოვ­ნი­ნა დედა, მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობ­და ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კა, რის გა­მოც, ბევ­რი ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და უკა­ნო­ნოდ გა­აშ­ვი­ლეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ნანატრი შვილის პოვნას გილოცავთ გურგენი მასწავლებელო" - ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა: ემოციური შეხვედრის დეტალები

"ნანატრი შვილის პოვნას გილოცავთ გურგენი მასწავლებელო" - ვინ არის ცნობილი ზუგდიდელი ქორეოგრაფი, რომელიც მუსერიძის ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა: ემოციური შეხვედრის დეტალები

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. მუსერიძემ 31 წლის ასაკში გაიგო, იმის შესახებ, რომ ის “აყვანილი“ იყო. მას შემდეგ ბიოლოგური მშობლების ძიება არ შეუწყვეტია.

"საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები - ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? - საიდან და გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან. ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ ყველაფერი გაირკვა. ასე რომ, ცოტაც დარჩა. ვნახავ და შემდეგ დანარჩენ ინფორმაციასაც მოგაწვდით,“ - აცხადებდა ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში.

გუშინ თამუნამ მორიგი ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი და ბიოლოგიური მამის შეხვედრაა ასახული. თამუნა მშობლის სანახავად მეუღლესთან ერთად ჩავიდა. ვიდეოში ბევრმა იცნო ცნობილი მეგრელი ქორეოგრაფი გურგენ ხორავა. სწორედ ის აღმოჩნდა თამუნას ბიოლოგიური მშობელი და გოგონას სახლშიც უმასპინძლა.

"ეს კაცი მოცეკვავე არაა, გურგენ ხორავა?" - იკითხა ვიდეოს კომენტარებში მუსერიძის ერთ-ერთი ნაცნობმა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა: "გამომყვა გენები?".

  • გურგენ ხორავა ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ის ცეკვავდა „სუხიშვილებში", არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ფენიქსის" სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.

მას შემდეგ რაც მუსერიძის ვიდეო გავრცელდა, ხორავას შესახებ უამრავი კომენტარი დაიწერა:

"რა მაგარი მამა გყავთ".

"ბატონო გურგენი არის ძალიან კარგი ადამიანი, უკარგესი ოჯახის და გვარის შვილი, არაერთი თაობის აღმზრდელი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი! მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ამ ამბავს, ძალიან მაგარი კი არა, სასწაული ამბავია ფილმის სცენარია ფაქტიურად, გულწრფელად გილოცავთ".

"8 წლიანი ძებნის შემდეგ მამას რომ იპოვი და თან ასეთ მამას, ხელოვანი ადამიანი სულ სხვაა, ინტელექტუალი და კეთილი"

"ვტირი გურგენი მასწავლებელო ემოციისაგან... სასწაულები ხდება, ოცნებები ხდება და იმედი ბოლოს კვდება გილოცავთ თქვენი ნანატრი შვილის პოვნას მჯერა, სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებით"

"სიძე-სიმამრი" - ამ სათაურით გავრცელდა გუშინდელი საღამოდან კიდევ ერთი პოზიტიური ვიდეო, რომელზეც მუსერიძის მეუღლე მიკუჩაძე და გურგენ ხორავა არიან ასახული. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტმა ახლად ნაპოვნ მამასთან და მის ოჯახთან ერთად მოილხინა.

თამუნა მუსერიძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა.

მან 2017 წელს დააფუძნა "ფეისბუკ"-ჯგუფი "ვეძებ" და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები... თავისი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მან აღმოაჩინა, რომ საქართველოში მე-20 საუკუნიდან არსებობდა ჩვილებით ვაჭრობის მავნე პრაქტიკა, რის გამოც, ბევრი ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს და უკანონოდ გააშვილეს.

რამდენიმე თვის წინ კი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.