რუსეთში ვორონეჟის ოლქში დრონმა იარაღის საწყობზე იერიში მიიტანა. შედეგად იარაღის საწყობში გაჩნდა ხანძარი და დაიწყო დეტონაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
რაიონში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. წინასწარი ინფორმაციით სამოქალაქო პირებს შორის დაშავებულები არ არიან.