სრულიად საქართველო შეძრა მამა თეიმურაზ ქორიძის არდაცვალებამ. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოძღვარი, რომლის გადასარჩენად გასულ წელს საზოგადოება გაერთიანდა და მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა, ახლა გულის შეტევით გარდაიცვალა.
თეიმურაზ ქორიძე ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა სოფელ ჩაილურის ტაძრის აღდგენაში, იგი ამ ეპარქიაში მსახურობს 2016 წლიდან და მას შემდეგ ძალიან შეაყვარა თავი საგარეჯოს მოსახლეობას, თავისი გულწრფელობით, უანგარო შრომით, მრევლისადმი დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატიოსნებით. სასულიერო პირი საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
როგორც ირკვევა მოძღვარი, რომელიც ყველას ეხმარებოდა, თავად გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“, ბორდის წევრმა, კომპანია „გალფ ჯორჯია“, ვიცეპრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო და თეიმურაზ ქორიძის ოჯახის დასახმარებლად საზოგადოება გააერთიანა. მიზანი სასულიერო პირის ოჯახისთვის ბინის შეძენაა.
ცოტა ხნის წინ ჯიბლაძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კამპანიის შედეგზე წერს:
"პირველ რიგში, პატარა მიმართვა დეველოპერულ კომპანიებს. მამა თეიმურაზის ოჯახისთვის შეგროვდა გარკვეული თანხა. ახლა კი ვეძებთ ბინას 60-65 კვ ფარგლებში. დასრულებულ კორპუსში. ვიცი აქაც გამოჩნდება კეთილი ადამიანი და არასტანდარტულ ფასად შეეცდება შეცვალოს ამ სასწაული მამის გარეშე დარჩენილი ბავშვების ცხოვრება. რადგან სამწუხაროდ თანხა იმდენი არ არის, რომ საბაზრო ფასად მოგვივიდეს ბინის შეძენა.
როგორ გადმოვცე არ ვიცი ჩემი მადლიერება ჩემი მეგობრების და სრულიად უცხო ადამიანების მიმართ. ხდება ისე, ალბათ მამიკოს უნდოდა თავისი შვილებისთვის და ვერ მოასწრო.
მაგრამ ეს დღეები გვეხმარებოდა ყველანაირად, რადგან თავად იყო სიკეთის ელჩი დედამიწაზე და თავად ასჯერ მეტს გააკეთებდა სხვისი შვილებისთვის. ათასობით ადამიანმა გადმორიცხა თანხები, ზუსტად ეს ერთი და 2 ან 5 ლარი ყოფილა ის, რაც სასწაულებს ახდენს. არასოდეს, არასოდეს დაგვეზაროს თუნდაც ამ ერთი ლარის გადარიცხვა… რადგან ზუსტად ეს ერთი ლარიანი გადარიცხვები ცვლის ადამიანების ცხოვრებას" - წერს ნინო ჯიბლაძე.
და თუ კიდევ ვინმეს გექნებათ სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ:
#GE21TB7816645066300003