პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები ვარჯიშს გვიკრძალავენ, მაგრამ ვრისკავთ..." - წლების წინ ტატამზე დატრიალებული ტრაგედია და ტატამზევე ნაპოვნი ბედნიერება: პარალიმპიელი წყვილის წარმატების ისტორია
"ექიმები ვარჯიშს გვიკრძალავენ, მაგრამ ვრისკავთ..." - წლების წინ ტატამზე დატრიალებული ტრაგედია და ტატამზევე ნაპოვნი ბედნიერება: პარალიმპიელი წყვილის წარმატების ისტორია

უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და გუ­შინ ოლიმ­პი­უ­რი და პა­რა­ლიმ­პი­უ­რი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში - მე­უღ­ლე­ე­ბი, გი­ორ­გი და ინა ქალ­და­ნე­ბი ერთ დღეს ორი მედ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ. ვერ­ცხლის და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დის.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინა მე­ო­რე ქარ­თვე­ლი პა­რა­ათ­ლე­ტი გახ­და, ვინც მედ­ლის მო­პო­ვე­ბა ორ პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე შეძ­ლო და ქალ­და­ნებს, ჯამ­ში, უკვე მე­სა­მე პა­რა­ლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი აქვთ.
  • ინა ქალ­და­ნის ის­ტო­რია, ასე­ვე, იმით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­მა­გა­ლი­თო, რომ ის ტო­კიო 2020-ის წინ გახ­და დედა და მა­შინ, ტო­კი­ოს ვიცე-ჩემ­პი­ო­ნო­ბა და­მი­ა­ნე ქალ­დანს მი­უ­ძღვნა

მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ცოლ-ქმარ­მა წლე­ბის წინ გა­და­ი­ნაც­ვლა პა­რას­პორ­ტში და არა­ერ­თი ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სწო­რედ ტა­ტამ­ზე და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და მალე ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ინას და გი­ორ­გის ერთი ვაჟი, და­მი­ა­ნე ჰყავთ და პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ მას ეძღვნე­ბა მშობ­ლე­ბის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა.

ინას ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ სპორ­ტი­დან წას­ვლა მო­უ­წია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, თავ­და­უ­ზო­გა­ვად იშ­რო­მა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი გახ­და. წყვი­ლი პირ­ვე­ლი არ­ხის სი­უ­ჟეტ­ში სა­უბ­რობს ოჯახ­ზე, სპორტზე და პა­ტა­რა და­მი­ა­ნე­ზე, რო­მე­ლიც მათი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია.

ინა ქალ­და­ნი:

"სულ ვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ 17 წლის ვი­ყა­ვი როცა სკო­ლა და­ვამ­თავ­რე ჩა­ვა­ბა­რე და დრო აღარ მრჩე­ბო­და, თან იმ დროს ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც. შემ­დეგ ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი, გაჩ­ნდა და­მი­ა­ნე. ძა­ლი­ან ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე რომ ხარ, არის მო­მენ­ტი როცა ოჯახ­ზეც კი უნდა და­ხუ­ჭო თვა­ლი. ისევ იმის­თვის აკე­თებ ამ ყვე­ლა­ფერს, რომ სა­მო­მავ­ლოდ ბავ­შვზე აი­სა­ხოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მშობ­ლის ყოლა. შე­ჯიბ­რე­ბი­დან რომ ვბრუნ­დე­ბი, სულ და­მი­ა­ნეს პირ­ვე­ლი კი­თხვა არის, აბა ჩა­მო­მი­ტა­ნე მე­და­ლი? გი­ორ­გიმ ძი­უ­დო­ში ჩემ­ზე მეტი იცის, უფრო დახ­ვე­წი­ლია და მი­ხა­რია ხოლ­მე, როცა ის ვარ­ჯიშს ეს­წრე­ბა".

გი­ორ­გი ქალ­და­ნი:

"ინა ნი­ჭი­ე­რი სპორ­ტსმე­ნია, უდი­დე­სი ტა­ლან­ტი აქვს ამ სპორ­ტში. ვუ­ყუ­რებ და რა­ღა­ცებს მის­გან მეც ვსწავ­ლობ. შე­ჯიბ­რზე ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­დის. სა­ერ­თოდ არ მოქ­მე­დებს მას­ზე გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი. შე­ჯიბ­რზე რომ გავ­დი­ვართ, პირ­ვე­ლი მე მი­წევს ჭი­და­ო­ბა ხოლ­მე და ერ­თმა­ნეთს სულ ვუ­ყუ­რებთ, თუ მო­ვი­გე მის­თვის სტი­მუ­ლია, თუმ­ცა თუ ვერ მო­ვი­გე, უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია რომ მო­ი­გოს და ასე ვა­ბა­ლან­სებთ ემო­ცი­ებს".

გი­ორ­გის­თვის ტა­ტა­მი ბედ­ნი­ე­რე­ბის და ტკი­ვი­ლის ად­გი­ლია. წლე­ბის წინ სწო­რედ ტა­ტამ­ზე დიდი ტრა­გე­დი­ის შემ­სწრე გახ­და, თუმ­ცა ამან მო­ტი­ვა­ცია მის­ცა, რომ მა­მის მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა აეს­რუ­ლე­ბი­ნა.

"ყვე­ლა მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჩემს თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბაა, რაც სულ მახ­სე­ნებს მა­მას. ეს რომ ენა­ხა უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. მეც თავს მის გვერ­დით ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძნობ­დი. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს. პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა მა­მამ ძი­უ­დო­ში მი­იყ­ვა­ნა. ვი­ცო­დი, რომ მამა სპორტზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ერ­თად დავ­დი­ო­დით ვარ­ჯიშ­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და, ერთ-ერთი შე­ჯიბ­რის დროს ფი­ნალ­ში გა­ვე­დი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და და სწო­რედ მაგ დღეს ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. ფი­ნალ­ში რომ გა­ვე­დი ხელ­ში ამიყ­ვა­ნა, უხა­რო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და და იქვე ტა­ტამ­ზე, ჩემს თვალ­წინ გული გა­უს­კდა. ჩემ­თვის ეს დიდი ტრავ­მა იყო" - ამ­ბობს გი­ორ­გი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბი ხში­რად წყვილს ვარ­ჯიშს და სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას უკ­რძა­ლა­ვენ, არ ნებ­დე­ბი­ან, გა­მოწ­ვე­ვას არ ერი­დე­ბი­ან და წინსვლას აგ­რძე­ლე­ბენ.

"ახ­ლაც კრძა­ლა­ვენ ექი­მე­ბი ვარ­ჯიშს, მაგ­რამ ასე ბავ­შვის გა­ჩე­ნაც რის­კი იყო, მაგ­რამ უნდა გა­რის­კო. მირ­ჩევ­ნია გავ­რის­კო და რა­ღაც გა­ფუჭ­დეს ვიდ­რე ვი­ფიქ­რო, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა რა გა­მო­ვი­დო­და" - ამ­ბობს ინა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ექიმები ვარჯიშს გვიკრძალავენ, მაგრამ ვრისკავთ..." - წლების წინ ტატამზე დატრიალებული ტრაგედია და ტატამზევე ნაპოვნი ბედნიერება: პარალიმპიელი წყვილის წარმატების ისტორია

"ექიმები ვარჯიშს გვიკრძალავენ, მაგრამ ვრისკავთ..." - წლების წინ ტატამზე დატრიალებული ტრაგედია და ტატამზევე ნაპოვნი ბედნიერება: პარალიმპიელი წყვილის წარმატების ისტორია

უნიკალური შემთხვევა მოხდა გუშინ ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში - მეუღლეები, გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი მედლის მფლობელები გახდნენ. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საქართველოში მოდის.

  • აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო და ქალდანებს, ჯამში, უკვე მესამე პარალიმპიური მედალი აქვთ.
  • ინა ქალდანის ისტორია, ასევე, იმით არის მნიშვნელოვანი და სამაგალითო, რომ ის ტოკიო 2020-ის წინ გახდა დედა და მაშინ, ტოკიოს ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა

მხედველობის პრობლემების გამო ცოლ-ქმარმა წლების წინ გადაინაცვლა პარასპორტში და არაერთი ტიტული მოიპოვა. სწორედ ტატამზე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია და მალე ქორწინებით დაგვირგვინდა. ინას და გიორგის ერთი ვაჟი, დამიანე ჰყავთ და პირველ რიგში სწორედ მას ეძღვნება მშობლების ყველა წარმატება.

ინას ბავშვის გაჩენის შემდეგ სპორტიდან წასვლა მოუწია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა, თავდაუზოგავად იშრომა და წარმატებული სპორტსმენი გახდა. წყვილი პირველი არხის სიუჟეტში საუბრობს ოჯახზე, სპორტზე და პატარა დამიანეზე, რომელიც მათი მთავარი მოტივატორია.

ინა ქალდანი:

"სულ ვარჯიშობდი, მაგრამ 17 წლის ვიყავი როცა სკოლა დავამთავრე ჩავაბარე და დრო აღარ მრჩებოდა, თან იმ დროს ვმუშაობდი კიდეც. შემდეგ ოჯახი შევქმენი, გაჩნდა დამიანე. ძალიან ბევრი ვალდებულება იყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე რომ ხარ, არის მომენტი როცა ოჯახზეც კი უნდა დახუჭო თვალი. ისევ იმისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, რომ სამომავლოდ ბავშვზე აისახოს წარმატებული მშობლის ყოლა. შეჯიბრებიდან რომ ვბრუნდები, სულ დამიანეს პირველი კითხვა არის, აბა ჩამომიტანე მედალი? გიორგიმ ძიუდოში ჩემზე მეტი იცის, უფრო დახვეწილია და მიხარია ხოლმე, როცა ის ვარჯიშს ესწრება".

გიორგი ქალდანი:

"ინა ნიჭიერი სპორტსმენია, უდიდესი ტალანტი აქვს ამ სპორტში. ვუყურებ და რაღაცებს მისგან მეც ვსწავლობ. შეჯიბრზე ძალიან თავისუფლად გამოდის. საერთოდ არ მოქმედებს მასზე გარემო ფაქტორები. შეჯიბრზე რომ გავდივართ, პირველი მე მიწევს ჭიდაობა ხოლმე და ერთმანეთს სულ ვუყურებთ, თუ მოვიგე მისთვის სტიმულია, თუმცა თუ ვერ მოვიგე, უფრო მოტივირებულია რომ მოიგოს და ასე ვაბალანსებთ ემოციებს".

გიორგისთვის ტატამი ბედნიერების და ტკივილის ადგილია. წლების წინ სწორედ ტატამზე დიდი ტრაგედიის შემსწრე გახდა, თუმცა ამან მოტივაცია მისცა, რომ მამის მთავარი ოცნება აესრულებინა.

"ყველა მიღწეული წარმატება ჩემს თავზე გამარჯვებაა, რაც სულ მახსენებს მამას. ეს რომ ენახა უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა. მეც თავს მის გვერდით ბედნიერად ვიგრძნობდი. ამ თემაზე საუბარიც მიჭირს. პირველ კლასში ვიყავი, როცა მამამ ძიუდოში მიიყვანა. ვიცოდი, რომ მამა სპორტზე იყო შეყვარებული.

ერთად დავდიოდით ვარჯიშზე, მოტივაციას მაძლევდა, ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ფინალში გავედი, ძალიან გაუხარდა და სწორედ მაგ დღეს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ფინალში რომ გავედი ხელში ამიყვანა, უხაროდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და იქვე ტატამზე, ჩემს თვალწინ გული გაუსკდა. ჩემთვის ეს დიდი ტრავმა იყო" - ამბობს გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ხშირად წყვილს ვარჯიშს და სპორტულ ცხოვრებას უკრძალავენ, არ ნებდებიან, გამოწვევას არ ერიდებიან და წინსვლას აგრძელებენ.

"ახლაც კრძალავენ ექიმები ვარჯიშს, მაგრამ ასე ბავშვის გაჩენაც რისკი იყო, მაგრამ უნდა გარისკო. მირჩევნია გავრისკო და რაღაც გაფუჭდეს ვიდრე ვიფიქრო, რომ გამეკეთებინა რა გამოვიდოდა" - ამბობს ინა.