ავტორი:

პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ინა ქალდანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელი აიალა მერეკე დაამარცხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე მე-7 მედალი მოუტანა.

როგორც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინა ქალდანი გახდა მეორე ქართველი პარასპორტსმენი, ვისაც პარალიმპიური მედალი ორ პარალიმპიადაზე აქვს მოპოვებული. ჯერჯერობით საქართველოს ამ შედეგით ორი პარასპორტსმენი ყავს და ორივე ქალი.

შეგახსენებთ, დღეს, ინას მეუღლე, გიორგი ქალდანი პარიზის ზაფხულის პრალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.