რუსეთს სურს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირონიული ტონით განაცხადა.
პუტინი ჰარისზე საუბრისას მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის სიცილზე გააკეთა კომენტარი.
"მისი სიცილი ისეთი ექსპრესიული და გადამდებია, როგორც ჩანს, მასთან ყველაფერი კარგადაა. საბოლოო ჯამში არჩევანი ამერიკელ ხალხზეა და ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
"ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი, წერტილი. მან, ასე თუ ისე, უპირატესობა არავის უნდა მიანიჭოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი და დიდად მადლიერი ვიქნებით, თუ ბატონი პუტინი, შეწყვეტს ჩვენს არჩევნებზე საუბარს და შეწყვეტს მასში ჩარევას“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.