პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ თუ თქვენი შვილი დღეში 1 ჭიქა რძეს სვამს?
რა უნდა იცოდეთ თუ თქვენი შვილი დღეში 1 ჭიქა რძეს სვამს?

ბავ­შვის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში რძეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს, რად­გან ეს სას­მე­ლი უამ­რა­ვი საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბის წყა­რო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი (კალ­ცი­უ­მი, ვი­ტა­მი­ნი D, ფოს­ფო­რი, პრო­ტე­ი­ნი და ცილა). რძე აუმ­ჯო­ბე­სებს ტვი­ნის მუ­შა­ო­ბას, რად­გან შე­ი­ცავს ომე­გა 3-ის ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ტვინ­ზე, ამ­ცი­რებს მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის რისკს და ეხ­მა­რე­ბა თქვენს პა­ტა­რას მშვი­დად და­ძი­ნე­ბა­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, თუ რა ასა­კი­და­ნაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ბავ­შვის კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ძრო­ხის რძის და­მა­ტე­ბა და საკ­მა­რი­სია თუ არა დღე­ში ერთი ჭიქა რძე ბავ­შვის კვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

რძის სარ­გე­ბე­ლი

ძრო­ხის რძე კალ­ცი­უ­მის მდი­და­რი წყა­როა. სწო­რედ კალ­ცი­უ­მია „პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“ ძვლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზრდა­ზე. რძე ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის მი­წო­დე­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვი­სა და იმუ­ნუ­რი ფუნ­ქცი­ის­თვის. გარ­და ამი­სა, რძე შე­ი­ცავს პრო­ტე­ინს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქსო­ვი­ლის კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და აღ­დგე­ნის­თვის.

ძრო­ხის რძის შე­ტა­ნა ბავ­შვის კვე­ბის რა­ცი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბავ­შვის ასა­კი და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი რძის ტიპი.

ასა­კობ­რი­ვი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

1 წლამ­დე: ძრო­ხის რძე არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი 1 წლამ­დე ასა­კის ჩვი­ლე­ბის­თვის. მათი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა ჯერ კი­დევ არ არის სრუ­ლად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. დე­დის რძე ან ხე­ლოვ­ნუ­რი ფორ­მუ­ლა, ამ ეტაპ­ზე კვე­ბის იდე­ა­ლურ წყა­როდ რჩე­ბა.

1-2 წელი: პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე ზო­გა­დად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 1-2 წლის ბავ­შვე­ბის­თვის. რძე­ში ცხი­მის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა ხელს უწყობს ძვლე­ბის სწრაფ ზრდა­სა და ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

2+ წელი: რო­გორც კი ბავ­შვი 2 წელს მი­აღ­წევს და მი­ირ­თმევს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ჯან­საღ საკ­ვებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­და­იყ­ვა­ნოთ და­ბალ­ცხი­მი­ან ან უცხი­მო რძე­ზე. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ამ­ცი­როთ გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცხი­მე­ბის მი­ღე­ბა, ამავდრო­უ­ლად ორ­გა­ნიზმს მი­აწ­ვდით აუ­ცი­ლე­ბელ საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­გო­რი­ცაა კალ­ცი­უ­მი და ვი­ტა­მი­ნი D.

რძე­ში ცხი­მის პრო­ცენ­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში: რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე ( 2,5% - 3,25% ცხი­მი­ა­ნო­ბით)

2+ წელი: (0% -2,5% - მდე ცხი­მი­ა­ნო­ბით) (შერ­ჩე­ვა ხდე­ბა ბავ­შვის დი­ე­ტუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით).

შე­ნიშ­ვნა: ყვე­ლა ბავ­შვი უნი­კა­ლუ­რია და მათი კვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბო­დეს ასა­კის, აქ­ტი­ვო­ბის დო­ნი­სა და სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბის მი­ხედ­ვით. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გა­ი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცია პე­დი­ატრთან ან დი­ე­ტო­ლოგ­თან, რათა დად­გინ­დეს რძის შე­სა­ფე­რი­სი ტიპი თქვე­ნი ბავ­შვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის.

რა­ტო­მაა პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე უსაფრ­თხო და რა­შია მისი უპი­რა­ტე­სო­ბა – ამ კი­თხვით კომ­პა­ნია „დღის“ ტექ­ნო­ლო­გი ნინო ბუ­რძგლა გვე­სა­უბ­რე­ბა:

პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი:

პას­ტე­რი­ზა­ცია არის რძის გა­ცხე­ლე­ბის პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ბაქ­ტე­რი­ე­ბის მო­საკ­ლა­ვად. პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე ბევ­რად უფრო უსაფრ­თხოა, ვიდ­რე ნედ­ლი რძე, რად­გან მას გან­ვლი­ლი აქვს პას­ტე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც კლავს მავ­ნე მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა და პრო­დუქტს უნარ­ჩუ­ნებს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს. გარ­და ამი­სა, პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე უფრო დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნებს სი­ახ­ლეს სოფ­ლის რძეს­თან შე­და­რე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რძეს აქვს მთე­ლი რიგი კვე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი, დღე­ში მხო­ლოდ ერთი ჭი­ქის და­ლე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ვერ შე­ავ­სოს კალ­ცი­უ­მის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დღი­უ­რი დოზა, რო­მე­ლიც 4-8 წლის ბავ­შვე­ბის­თვის არის 1000 მლ, ხოლო 9-18 წლის ბავ­შვე­ბის­თვის 1300 მლ. ერთი ჭიქა რძე ჩვე­უ­ლებ­რივ უზ­რუნ­ველ­ყოფს და­ახ­ლო­ე­ბით 300 მლ კალ­ცი­უმს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­როა ბავ­შვის რა­ცი­ონ­ში კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბის შე­ტა­ნა.

ანა­ლო­გი­უ­რად, D ვი­ტა­მი­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გან­სხვავ­დე­ბა ასა­კი­სა და მზის ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ ერ­თმა ჭიქა რძემ შე­იძ­ლე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოს სრუ­ლი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. თუ თქვე­ნი ბავ­შვი დღე­ში მხო­ლოდ ერთ ჭიქა რძეს სვამს, და­ა­მა­ტეთ მის რა­ცი­ონ­ში კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი სხვა პრო­დუქ­ტიც. ასე­თე­ბია: ფოთ­ლო­ვა­ნი მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, იო­გურ­ტი, ყვე­ლი და ნუში. D ვი­ტა­მი­ნის­თვის გა­ზარ­დეთ მზის უსაფრ­თხო ზე­მოქ­მე­დე­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ დი­ე­ტუ­რი წყა­რო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი და კვერ­ცხის გული.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: თუ თქვენს შვილს აქვს ლაქ­ტო­ზას აუ­ტან­ლო­ბა, აირ­ჩი­ეთ ულაქ­ტო­ზო რძე, ან მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა: ნუ­შის, სო­ი­ოს ან შვრი­ის რძე, რო­მე­ლიც გამ­დიდ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კალ­ცი­უ­მი­თა და D ვი­ტა­მი­ნით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ თუ თქვენი შვილი დღეში 1 ჭიქა რძეს სვამს?

რა უნდა იცოდეთ თუ თქვენი შვილი დღეში 1 ჭიქა რძეს სვამს?

ბავშვის ყოველდღიურ რაციონში რძეს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ეს სასმელი უამრავი საკვები ნივთიერების წყაროდაა აღიარებული (კალციუმი, ვიტამინი D, ფოსფორი, პროტეინი და ცილა). რძე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, რადგან შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე, ამცირებს მეხსიერების დაქვეითების რისკს და ეხმარება თქვენს პატარას მშვიდად დაძინებაში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბავშვის კვების რაციონში ძროხის რძის დამატება და საკმარისია თუ არა დღეში ერთი ჭიქა რძე ბავშვის კვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

რძის სარგებელი

ძროხის რძე კალციუმის მდიდარი წყაროა. სწორედ კალციუმია „პასუხისმგებელი“ ძვლის განვითარებასა და ზრდაზე. რძე ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმში D ვიტამინის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის შეწოვისა და იმუნური ფუნქციისთვის. გარდა ამისა, რძე შეიცავს პროტეინს, რომელიც აუცილებელია ქსოვილის კონსტრუქციისა და აღდგენისთვის.

ძროხის რძის შეტანა ბავშვის კვების რაციონში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და სწორად შერჩეული რძის ტიპი.

ასაკობრივი რეკომენდაციები

1 წლამდე: ძროხის რძე არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის. მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული. დედის რძე ან ხელოვნური ფორმულა, ამ ეტაპზე კვების იდეალურ წყაროდ რჩება.

1-2 წელი: პასტერიზებული რძე ზოგადად რეკომენდებულია 1-2 წლის ბავშვებისთვის. რძეში ცხიმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ძვლების სწრაფ ზრდასა და ტვინის განვითარებას.

2+ წელი: როგორც კი ბავშვი 2 წელს მიაღწევს და მიირთმევს მრავალფეროვან ჯანსაღ საკვებს, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიყვანოთ დაბალცხიმიან ან უცხიმო რძეზე. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ გაჯერებული ცხიმების მიღება, ამავდროულად ორგანიზმს მიაწვდით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა კალციუმი და ვიტამინი D.

რძეში ცხიმის პროცენტული რეკომენდაციები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია პასტერიზებული რძე ( 2,5% - 3,25% ცხიმიანობით)

2+ წელი: (0% -2,5% - მდე ცხიმიანობით) (შერჩევა ხდება ბავშვის დიეტური საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით).

შენიშვნა: ყველა ბავშვი უნიკალურია და მათი კვების საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, აქტივობის დონისა და საერთო ჯანმრთელობის მიხედვით. რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან ან დიეტოლოგთან, რათა დადგინდეს რძის შესაფერისი ტიპი თქვენი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებისთვის.

რატომაა პასტერიზებული რძე უსაფრთხო და რაშია მისი უპირატესობა – ამ კითხვით კომპანია „დღის“ ტექნოლოგი ნინო ბურძგლა გვესაუბრება:

პასტერიზებული რძის უპირატესობები:

პასტერიზაცია არის რძის გაცხელების პროცესი გარკვეულ ტემპერატურაზე ბაქტერიების მოსაკლავად. პასტერიზებული რძე ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნედლი რძე, რადგან მას განვლილი აქვს პასტერიზაციის პროცესი, რომელიც კლავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გამოწვევა და პროდუქტს უნარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. გარდა ამისა, პასტერიზებული რძე უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს სოფლის რძესთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ რძეს აქვს მთელი რიგი კვებითი სარგებელი, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქის დალევამ შეიძლება ვერ შეავსოს კალციუმის რეკომენდებული დღიური დოზა, რომელიც 4-8 წლის ბავშვებისთვის არის 1000 მლ, ხოლო 9-18 წლის ბავშვებისთვის 1300 მლ. ერთი ჭიქა რძე ჩვეულებრივ უზრუნველყოფს დაახლოებით 300 მლ კალციუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ბავშვის რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების შეტანა.

ანალოგიურად, D ვიტამინის რეკომენდაციები განსხვავდება ასაკისა და მზის ზემოქმედების მიხედვით, მაგრამ ერთმა ჭიქა რძემ შეიძლება ვერ უზრუნველყოს სრული რეკომენდებული რაოდენობა. თუ თქვენი ბავშვი დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა რძეს სვამს, დაამატეთ მის რაციონში კალციუმით მდიდარი სხვა პროდუქტიც. ასეთებია: ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, მარცვლეული, იოგურტი, ყველი და ნუში. D ვიტამინისთვის გაზარდეთ მზის უსაფრთხო ზემოქმედება და გაითვალისწინეთ დიეტური წყაროები, როგორიცაა ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული.

გაითვალისწინეთ: თუ თქვენს შვილს აქვს ლაქტოზას აუტანლობა, აირჩიეთ ულაქტოზო რძე, ან მისი ალტერნატივა: ნუშის, სოიოს ან შვრიის რძე, რომელიც გამდიდრებული იქნება კალციუმითა და D ვიტამინით.

NS