საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამონაბოლქვით დაბინძურების რამდენი ფაქტი გამოვლინდა საქართველოს 4 დიდ ქალაქში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთი წლის მონაცემებს აქვეყნებს
გამონაბოლქვით დაბინძურების რამდენი ფაქტი გამოვლინდა საქართველოს 4 დიდ ქალაქში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთი წლის მონაცემებს აქვეყნებს

კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 2024 წლის 3 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ეკი­პა­ჟე­ბის მიერ, მოძ­რა­ვი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის დად­გე­ნილ ნორ­მას­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბის­თვის, ჯამ­ში, 7193 იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პირი და­ჯა­რიმ­და - ყვე­ლა­ზე მეტი დარ­ღვე­ვა თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, 2023 წლის 4 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 4 დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მოძ­რა­ვი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს.

“სა­წყის ეტაპ­ზე შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში 10 ეკი­პა­ჟი (5 თბი­ლის­ში, 2 ქუ­თა­ის­ში, 2 ბა­თუმ­ში, 1 რუს­თავ­ში) იყო ჩარ­თუ­ლი. კონ­ტრო­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5 ეკი­პა­ჟით გა­ი­ზარ­და - 2 ეკი­პა­ჟი და­ე­მა­ტა თბი­ლის­ში, თითო-თითო კი, რუს­თავ­სა და ბა­თუმ­ში. ეკი­პა­ჟე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­თი და აპა­რა­ტუ­რით.

კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან 2024 წლის 3 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ეკი­პა­ჟე­ბის მიერ, მოძ­რა­ვი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის დად­გე­ნილ ნორ­მას­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბის­თვის, ჯამ­ში, 7193 იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პირი და­ჯა­რიმ­და. ყვე­ლა­ზე მეტი - 3453 დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში, 1403 - ქუ­თა­ის­ში, 1233 - ბა­თუმ­ში, 1104 - ქა­ლაქ რუს­თავ­ში. და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი 7193 სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი­დან, 6267 ფი­ზი­კუ­რი პი­რია, ხოლო 926 - იუ­რი­დი­უ­ლი პირი. 4463 სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბის მი­მართ არის შედ­გე­ნი­ლი, 2434 - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის, 287 - სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის, 9 - ავ­ტო­ბუ­სის.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ნორ­მას­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბის­თვის, ფი­ზი­კუ­რი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა პირ­ველ ჯერ­ზე 100 ლა­რია, მე­ო­რე ჯერ­ზე - 300 ლარი, მე­სა­მე ჯერ­ზე - 600 ლარი. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში კი, ჯა­რი­მა, შე­სა­ბა­მი­სად, 500, 1500 და 3000 ლა­რია. ჯა­რი­მის 10 დღის ვა­და­ში გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 20%-ით შე­უმ­ცირ­დე­ბა.

ჯა­რი­მე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე: www.des.gov.ge; ჯა­რი­მის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დის - www.videos.police.ge სა­შუ­ა­ლე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს 4 დიდ ქა­ლაქ­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტრო­ლის გარ­და, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს: რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს არა­კონ­დი­ცი­უ­რი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა, რაც, თა­ვის მხრივ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა გაფ­რქვე­ვას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გამონაბოლქვით დაბინძურების რამდენი ფაქტი გამოვლინდა საქართველოს 4 დიდ ქალაქში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთი წლის მონაცემებს აქვეყნებს

გამონაბოლქვით დაბინძურების რამდენი ფაქტი გამოვლინდა საქართველოს 4 დიდ ქალაქში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთი წლის მონაცემებს აქვეყნებს

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა - ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს.

“საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (5 თბილისში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმში, 1 რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა 5 ეკიპაჟით გაიზარდა - 2 ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი - 3453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1403 - ქუთაისში, 1233 - ბათუმში, 1104 - ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7193 სამართალდამრღვევიდან, 6267 ფიზიკური პირია, ხოლო 926 - იურიდიული პირი. 4463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2434 - მიკროავტობუსის, 287 - სატვირთო ავტომობილის, 9 - ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.

საქართველოს 4 დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.