ავტორი:

პარალიმპურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარალიმპურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის პარალიმპურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველ შეხვედრაში მან ვაზარით გაიმარჯვა ჩილელ იოან ერერასთან, მომდევნო შეხვედრაში კი ალჟირელი მეტოქის, იშაკ ულდკუიდერის დამარცხება შეძლო.

გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკ შერზოდ ნამოზოვს დაუპირისპირდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა.