სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში ეს გართულდება" - რას აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის მიერ შეჩერებულ დახმარებაზე?
"ამ თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში ეს გართულდება" - რას აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის მიერ შეჩერებულ დახმარებაზე?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ აფხა­ზეთს, ამ ეტაპ­ზე, ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის, 141 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის (1.6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის) გა­და­რი­ცხვა შე­უ­ჩე­რა, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ვლა­დი­მერ დელ­ბამ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ხა­და.

მისი თქმით, ეს თან­ხა წლი­უ­რი ოდე­ნო­ბის 1/12-ია.

ვლა­დი­მერ დელ­ბას გან­მარ­ტე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს მუ­შა­კე­ბის ხელ­ფა­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია აფხა­ზუ­რი მხა­რის მიერ აფხა­ზე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო.

კერ­ძოდ, 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე აფხა­ზეთს უნდა მო­ეხ­დი­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა რუ­სე­თის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ზე სა­სა­მარ­თლო და სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ვლა­დი­მერ დელ­ბას გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზე­თის ბი­უ­ჯე­ტი მიმ­დი­ნა­რე თვე­ში ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას შეძ­ლებს, მაგ­რამ „მო­მა­ვალ პე­რი­ო­დებ­ში ეს ცოტა გარ­თულ­დე­ბა“.

"დიდი იმე­დი მაქვს, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა, რომ აფხა­ზუ­რი მხა­რე მა­ინც მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დრო­უ­ლად მი­ვი­ღებთ რუ­სე­თის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ამ თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში ეს გართულდება" - რას აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის მიერ შეჩერებულ დახმარებაზე?

"ამ თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში ეს გართულდება" - რას აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის მიერ შეჩერებულ დახმარებაზე?

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, ამ ეტაპზე, ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ მედიასთან ინტერვიუში განახადა.

მისი თქმით, ეს თანხა წლიური ოდენობის 1/12-ია.

ვლადიმერ დელბას განმარტებით, სოციალური სფეროს მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო.

კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

ვლადიმერ დელბას განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ეს ცოტა გართულდება“.

"დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად, ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას“, - აღნიშნა მან.

იხილეთ ასევე: