მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვარის წყლის შესწავლამ და მისი მარაგის ათვისებამ შესაძლოა მთვარეზე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახადოს" - სიცოცხლის უდიდესი საიდუმლოს ძიებაში
"მთვარის წყლის შესწავლამ და მისი მარაგის ათვისებამ შესაძლოა მთვარეზე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახადოს" - სიცოცხლის უდიდესი საიდუმლოს ძიებაში

"ნა­სას" ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში უკვე გა­მო­ით­ვა­ლეს მზის სის­ტე­მის ობი­ექ­ტე­ბის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი წყლის და­ახ­ლო­ე­ბი­თი მა­რა­გი, რო­მე­ლიც მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მი­ლი­არდ კუ­ბურ კი­ლო­მეტრს აღ­წევს. თუმ­ცა დე­და­მი­წი­სათ­ვის ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მხრივ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მთვა­რეა. ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მთვა­რი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი წყლის მო­ლე­კუ­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მთვა­რე­ზე წყლის მო­ლე­კუ­ლე­ბი მზის ქა­რიშ­ხლე­ბის დახ­მა­რე­ბით იქ­მნე­ბა. ანუ მზის­გან გა­მო­ტა­ცე­ბუ­ლი წყალ­ბა­დის იო­ნე­ბი შე­ჯა­ხე­ბი­სას მთვა­რის ქა­ნებ­ში არ­სე­ბულ ჟანგბადს უერ­თდე­ბა და წყლის მო­ლე­კუ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა... თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბა დე­და­მი­წას მთვა­რე­ზე ან სხვა პლა­ნე­ტებ­ზე წყა­ლი, მარ­ტი­ვი ასახ­სნე­ლია - სა­დაც წყა­ლია, იქ სი­ცო­ცხლეა, იქ ყვე­ლაფ­რის ათ­ვი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა. პლა­ნე­ტებ­ზე წყლის ძებ­ნა­ში კი წყლის უფრო და უფრო მეტ მა­რაგს პო­უ­ლო­ბენ, რის შე­სა­ხე­ბაც ას­ტრო­ნომ გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- თუკი მთვა­რე­ზე კოს­მო­სუ­რი მი­სი­ე­ბი და­ი­წყე­ბა, რა­საც დე­და­მი­წის არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ცდი­ლობს, მა­შინ, მარ­ტი­ვი ლო­გი­კით, წყალს დე­და­მი­წი­დან კი არ წა­ი­ღე­ბენ, იქვე, მთვა­რე­ზე­ვე მი­ი­ღე­ბენ და გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. მთვა­რის წყლის შეს­წავ­ლამ და მისი მა­რა­გის ათ­ვი­სე­ბამ შე­საძ­ლოა მთვა­რე­ზე ცხოვ­რე­ბა უფრო ხან­გრძლი­ვი გა­ხა­დოს. მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა­ში, თე­ო­რი­უ­ლად, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ მზის სის­ტე­მის პლა­ნე­ტებ­სა და მათ თა­ნამ­გზავ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის ახლო მე­ზობ­ლე­ბად ით­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, წყლის უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გი მთვა­რე­ზე, რო­მე­ლიც პო­ლუ­სე­ბის ზე­და­პირ­თა­ნაც ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, შე­იძ­ლე­ბა წყალ­ბა­დად და ჟანგბა­დად და­შა­ლო და მა­რა­გის სა­ხით წა­მო­ი­ღო დე­და­მი­წა­ზე. ნა­ხეთ, რამ­დე­ნი რამ ახ­ლავს კოს­მოს­ში წყლის არ­სე­ბო­ბას: თუ იქ გაქვს წყა­ლი, უკვე გაქვს წყალ­ბა­დი და ჟანგბა­დი. გარ­და ამი­სა, გაქვს მთა­ვა­რი - სი­ცო­ცხლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა: სა­დაც არის წყა­ლი, იქ შე­საძ­ლოა სი­ცო­ცხლე უკვე იყო ან ახლა შე­იქ­მნას. დღე­ვან­დე­ლი კოს­მო­სუ­რი მი­სი­ე­ბის პირ­ველ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ით­ვლე­ბა, რომ კოს­მოს­ში არა­ნა­ი­რი ბაქ­ტე­რია არ შე­ი­ტა­ნონ. მეც­ნი­ე­რე­ბამ იქ სი­ცო­ცხლის ნა­წი­ლა­კე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას შეც­დო­მა არ და­უშ­ვას და კოს­მო­სუ­რი სი­ცო­ცხლის სა­ფუძ­ვლად ისევ დე­და­მი­წი­დან წა­ღე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი არ ჩათ­ვა­ლონ.

- რა­ტომ? ბაქ­ტე­რი­ებს შე­უძ­ლი­ათ ისე გამ­რავ­ლდნენ, რომ კოს­მო­სი და­ი­პყრონ? ან უფრო შორს წა­ვალ: შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ­ში ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის სხვა სა­ხე­ო­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ?

- რა თქმა უნდა. ბაქ­ტე­რი­ებს შე­უძ­ლი­ათ და­ი­პყრონ ყვე­ლა სივ­რცე. ვი­ცით, რომ დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთი თე­ო­რია სწო­რედ ეგ არის, რომ ჩვენს პლა­ნე­ტა­ზეც ერთ დროს კოს­მო­სი­დან შე­მო­ვი­და სი­ცო­ცხლე და ამ თე­ო­რი­ას ბევ­რი იზი­ა­რებს. სხვა­თა შო­რის, კოს­მო­სურ­მა მეც­ნი­ე­რე­ბამ უკვე ჩა­ა­ტა­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­დე­საც ბაქ­ტე­რი­ე­ბი კოს­მოს­ში გა­ი­ტა­ნა, ოღონ­დაც მხო­ლოდ ღია სივ­რცე­ში და თა­ნაც გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით: ერთი, სამი და ხუთი წლით. რო­დე­საც ერთი ან სამი წლით გა­ტა­ნი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი დე­და­მი­წა­ზე და­აბ­რუ­ნეს და შე­ის­წავ­ლეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი ისევ ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ სი­ცო­ცხლის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უნა­რი აქვთ. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მათი ნა­წი­ლი და­ი­ხო­ცა და ქერ­ქად შე­მო­ეკრნენ და­ნარ­ჩენ ბაქ­ტე­რი­ებს, რათა მათ სა­მუ­და­მოდ ეცო­ცხლათ - ანუ ბაქ­ტე­რი­ებს კოს­მო­სურ სხე­უ­ლებ­ზეც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ გამ­რავ­ლე­ბა და სი­ცო­ცხლე. მეც­ნი­ე­რებ­მა იცი­ან, რომ გარ­კვე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ანუ სი­ცო­ცხლის გა­და­ტა­ნა კოს­მოს­ში ას­ტე­რო­ი­დებ­საც შე­უძ­ლი­ათ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მთვარის წყლის შესწავლამ და მისი მარაგის ათვისებამ შესაძლოა მთვარეზე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახადოს" - სიცოცხლის უდიდესი საიდუმლოს ძიებაში

"მთვარის წყლის შესწავლამ და მისი მარაგის ათვისებამ შესაძლოა მთვარეზე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახადოს" - სიცოცხლის უდიდესი საიდუმლოს ძიებაში

"ნასას" ლაბორატორიებში უკვე გამოითვალეს მზის სისტემის ობიექტების ყინულოვანი წყლის დაახლოებითი მარაგი, რომელიც მათივე მტკიცებით, მილიარდ კუბურ კილომეტრს აღწევს. თუმცა დედამიწისათვის ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაზე საინტერესო მთვარეა. ჩინელმა მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილი წყლის მოლეკულების შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ მთვარეზე წყლის მოლეკულები მზის ქარიშხლების დახმარებით იქმნება. ანუ მზისგან გამოტაცებული წყალბადის იონები შეჯახებისას მთვარის ქანებში არსებულ ჟანგბადს უერთდება და წყლის მოლეკულებიც წარმოიქმნება... თუ რატომ სჭირდება დედამიწას მთვარეზე ან სხვა პლანეტებზე წყალი, მარტივი ასახსნელია - სადაც წყალია, იქ სიცოცხლეა, იქ ყველაფრის ათვისება შეიძლება. პლანეტებზე წყლის ძებნაში კი წყლის უფრო და უფრო მეტ მარაგს პოულობენ, რის შესახებაც ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს ვესაუბრეთ:

- თუკი მთვარეზე კოსმოსური მისიები დაიწყება, რასაც დედამიწის არაერთი სახელმწიფო ცდილობს, მაშინ, მარტივი ლოგიკით, წყალს დედამიწიდან კი არ წაიღებენ, იქვე, მთვარეზევე მიიღებენ და გამოიყენებენ. მთვარის წყლის შესწავლამ და მისი მარაგის ათვისებამ შესაძლოა მთვარეზე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახადოს. მომავლის პერსპექტივაში, თეორიულად, იგივე შეიძლება ვივარაუდოთ მზის სისტემის პლანეტებსა და მათ თანამგზავრებზე, რომლებიც დედამიწის ახლო მეზობლებად ითვლება. გარდა ამისა, წყლის უზარმაზარი მარაგი მთვარეზე, რომელიც პოლუსების ზედაპირთანაც ძალიან ახლოსაა, შეიძლება წყალბადად და ჟანგბადად დაშალო და მარაგის სახით წამოიღო დედამიწაზე. ნახეთ, რამდენი რამ ახლავს კოსმოსში წყლის არსებობას: თუ იქ გაქვს წყალი, უკვე გაქვს წყალბადი და ჟანგბადი. გარდა ამისა, გაქვს მთავარი - სიცოცხლის შესაძლებლობა: სადაც არის წყალი, იქ შესაძლოა სიცოცხლე უკვე იყო ან ახლა შეიქმნას. დღევანდელი კოსმოსური მისიების პირველ ვალდებულებად ითვლება, რომ კოსმოსში არანაირი ბაქტერია არ შეიტანონ. მეცნიერებამ იქ სიცოცხლის ნაწილაკების აღმოჩენისას შეცდომა არ დაუშვას და კოსმოსური სიცოცხლის საფუძვლად ისევ დედამიწიდან წაღებული ბაქტერიები არ ჩათვალონ.

- რატომ? ბაქტერიებს შეუძლიათ ისე გამრავლდნენ, რომ კოსმოსი დაიპყრონ? ან უფრო შორს წავალ: შეიძლება შემდგომში ეს ბაქტერიები ევოლუციის შედეგად სიცოცხლის სხვა სახეობად ჩამოყალიბდნენ?

- რა თქმა უნდა. ბაქტერიებს შეუძლიათ დაიპყრონ ყველა სივრცე. ვიცით, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი თეორია სწორედ ეგ არის, რომ ჩვენს პლანეტაზეც ერთ დროს კოსმოსიდან შემოვიდა სიცოცხლე და ამ თეორიას ბევრი იზიარებს. სხვათა შორის, კოსმოსურმა მეცნიერებამ უკვე ჩაატარა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, როდესაც ბაქტერიები კოსმოსში გაიტანა, ოღონდაც მხოლოდ ღია სივრცეში და თანაც განსაზღვრული ვადით: ერთი, სამი და ხუთი წლით. როდესაც ერთი ან სამი წლით გატანილი ბაქტერიები დედამიწაზე დააბრუნეს და შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ისევ ცოცხლები იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლის წარმოუდგენელი უნარი აქვთ. საოცარია, მაგრამ მათი ნაწილი დაიხოცა და ქერქად შემოეკრნენ დანარჩენ ბაქტერიებს, რათა მათ სამუდამოდ ეცოცხლათ - ანუ ბაქტერიებს კოსმოსურ სხეულებზეც თავისუფლად შეუძლიათ გამრავლება და სიცოცხლე. მეცნიერებმა იციან, რომ გარკვეული ბაქტერიების ანუ სიცოცხლის გადატანა კოსმოსში ასტეროიდებსაც შეუძლიათ. გააგრძელეთ კითხვა