სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზოგჯერ მგონია, რომ უკრაინას უცხოპლანეტელები მართავენ“ - რას გეგმავს რუსეთი კურსკის რეგიონში და დაიწყება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები: დიქტატორი ვითარებას აფასებს
“ზოგჯერ მგონია, რომ უკრაინას უცხოპლანეტელები მართავენ“ - რას გეგმავს რუსეთი კურსკის რეგიონში და დაიწყება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები: დიქტატორი ვითარებას აფასებს

“ზოგ­ჯერ მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ, ისი­ნი, ვინც უკ­რა­ი­ნას მარ­თა­ვენ, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი არი­ან“, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­მო­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს ეს­მის, ვის­თან აქვს საქ­მე და რომ მე­ო­რე მხა­რე თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ­ღვევს.

“ჩვენ გვეს­მის, ვის­თან გვაქვს საქ­მე - ეს არის ხალ­ხი, ვინც არ აფა­სებს და პა­ტივს არ სცემს სხვა ქვეყ­ნე­ბის და ხალ­ხე­ბის ინ­ტე­რე­სებს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბო­ბენ. ისი­ნი ად­ვი­ლად არ­ღვე­ვენ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხელ­მო­წე­რილ დო­კუ­მენ­ტებ­საც კი“, - გა­ნა­ცხა­და მან.

კურსკის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბას შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ “მთე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წმინ­და მო­ვა­ლე­ო­ბაა კურსკის რე­გი­ო­ნის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს“.

“პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვი­ფიქ­როთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­დი­ან ამ გან­საც­დე­ლებს და “ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებს კურსკში“. კი­ევს სურ­და არე­უ­ლო­ბა გა­მო­ეწ­ვია“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუტ­რინ­მა თუმ­ცა, იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა “სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით და­ას­ტა­ბი­ლუ­რეს და მტრის გა­ძე­ვე­ბა და­ი­წყეს“.

ცნო­ბის­თვის, აღ­მო­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი 3-6 სექ­ტემ­ბერს ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში იმარ­თე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ზოგჯერ მგონია, რომ უკრაინას უცხოპლანეტელები მართავენ“ - რას გეგმავს რუსეთი კურსკის რეგიონში და დაიწყება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები: დიქტატორი ვითარებას აფასებს

“ზოგჯერ მგონია, რომ უკრაინას უცხოპლანეტელები მართავენ“ - რას გეგმავს რუსეთი კურსკის რეგიონში და დაიწყება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები: დიქტატორი ვითარებას აფასებს

“ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ, ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, უცხოპლანეტელები არიან“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, ორ ქვეყანას შორის არსებული საომარი მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს ესმის, ვისთან აქვს საქმე და რომ მეორე მხარე თავის ვალდებულებებს არღვევს.

“ჩვენ გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე - ეს არის ხალხი, ვინც არ აფასებს და პატივს არ სცემს სხვა ქვეყნების და ხალხების ინტერესებს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. ისინი ადვილად არღვევენ ყველა ვალდებულებას, ხელმოწერილ დოკუმენტებსაც კი“, - განაცხადა მან.

კურსკის რეგიონში არსებული ვითარებას შეაფასა და აღნიშნა, რომ “მთელი რუსეთის ფედერაციის წმინდა მოვალეობაა კურსკის რეგიონის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთოს“.

“პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე, რომლებიც გადიან ამ განსაცდელებს და “ტერორისტულ თავდასხმებს კურსკში“. კიევს სურდა არეულობა გამოეწვია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტრინმა თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მისმა სამხედროებმა “სიტუაცია შედარებით დაასტაბილურეს და მტრის გაძევება დაიწყეს“.

ცნობისთვის, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ვლადივოსტოკში იმართება.