მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში საჰაერო განგაში 9 საათის განმავლობაში ისმოდა, უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა კი რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტს შეუტიეს - რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე
კიევში  საჰაერო განგაში 9 საათის განმავლობაში ისმოდა,  უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა კი რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტს შეუტიეს - რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე

გამ­თე­ნი­ი­სას კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში მდე­ბა­რე ნო­ვო­რო­სი­ის­კის პორ­ტს უკ­რა­ი­ნულ­მა წყალ­ზე­და და სა­ჰა­ე­რო კა­მი­კა­ძე დრო­ნებ­მა შე­უ­ტი­ეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­ბი აღ­ნიშ­ნულ სამ­ხედ­რო პორ­ტში რუ­სე­ბი შავი ზღვის ფლო­ტის იმ სამ­ხედ­რო ხო­მალ­დებს მა­ლა­ვენ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნელ­თა მხრი­დან გაზ­რდი­ლი სა­ჰა­ე­რო/სა­რა­კე­ტო საფრ­თხის გამო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ადას­ტუ­რებს.

ქა­ლა­ქის მე­რის, ან­დრეი კრავ­ჩენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, “რუ­სე­თის ქა­ლაქ ნო­ვო­რო­სი­ის­კზე უე­კი­პა­ჟო კა­ტა­რე­ბით შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. მიმ­დი­ნა­რე­ობს უე­კი­პა­ჟო კა­ტა­რე­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

მა­ნამ­დე კრავ­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლაქ­ში სა­ზღვაო დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის საფრ­თხე გა­მო­ცხად­და და მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

  • მძი­მე ღამე ჰქონ­და უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­საც. რუ­სე­ბი ქა­ლაქს ათო­ბით დრო­ნით და­ესხნენ თავს, კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და

კი­ევ­ში სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში 9 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და.

კი­ე­ვის მე­რის, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბა კი თავ­შე­საფ­რებ­ში, მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბებ­ში და მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში გა­ი­ხიზ­ნა. სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი წუ­ხელ უკ­რა­ი­ნას Shahed-ის ტი­პის ათო­ბით დრო­ნით და­ესხნენ თავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მტრის ვერ­ცერ­თმა დრონ­მა სა­მიზ­ნეს ვერ მი­აღ­წია.

“მო­რი­გი ხან­გრძლი­ვი მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა რუ­სუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით. დე­და­ქა­ლაქ­ში გან­გა­ში 9 სა­ათ­ზე მეტ ხანს უწყვე­ტად გაგ­რძელ­და. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი დრო­ნე­ბი, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, Shahed-ები, ცდი­ლობ­დნენ დე­და­ქა­ლაქ­ზე შე­ტე­ვას. ამ­ჯე­რად კი­ევ­ში ძი­რი­თა­დად სა­თი­თა­ოდ შე­ვიდ­ნენ და არა ჯგუ­ფუ­რად. მაგ­რამ მტრის ვერ­ცერ­თმა უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რატ­მა სა­მიზ­ნეს ვერ მი­აღ­წია! გა­ა­უ­ნე­ბელ­ყვეს ყვე­ლა დრო­ნი, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბო­და დე­და­ქა­ლაქს“, - აცხა­დე­ბენ კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის შე­დე­გად არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა, ან და­შა­ვე­ბუ­ლა. თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის და სხვა ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ხოლო, ქა­ლაქ პოლ­ტა­ვა­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 54-მდე გა­ი­ზარ­და, 297 და­შავ­და. კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლო დღე­ებ­ში რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა პოლ­ტა­ვა­სა და ლვოვ­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

კურსკში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აფა­სებს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი. მისი თქმით, “კურსკის ოპე­რა­ცი­ის ყვე­ლა გან­სა­ზღვრუ­ლი ამო­ცა­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა“.

“დღეს იყო მე­თა­ურ სირსკის მოხ­სე­ნე­ბა, რო­გორც ყო­ველ­დღე, ფრონ­ტის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის, კონ­კრე­ტუ­ლად პოკ­როვ­სკის, ტო­რეც­კის და კუ­რა­ხოვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის. ცალ­კე - ოპე­რა­ცია კურსკის ოლ­ქში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი კურსკის ოპე­რა­ცი­ის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა გან­სა­ზღვრუ­ლი ამო­ცა­ნა რე­ა­ლიზ­დე­ბა. მად­ლო­ბა ამის­თვის თი­თო­ე­ულ ჯა­რის­კაცს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა ამ­ზა­დებს შეხ­ვედ­რებს პარტნი­ო­რებ­თან და სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­დე­გი უნდა იყოს.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კურსკის ოპე­რა­ცია თით­ქმის ერთი თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნამ წა­არ­თვა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის 1300 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი და აიღო კონ­ტრო­ლი სუ­ჯა­ზე - რუ­სე­თის ტრანს-ციმ­ბი­რუ­ლი მილ­სა­დე­ნის გა­ზის სა­ექ­სპორ­ტო კვანძზე.

ამას­თან, რო­გორც The Telegraph წერს, კურსკის ოპე­რა­ცი­ამ ვერ შეძ­ლო ბრძო­ლის ველ­ზე მოვ­ლე­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შეც­ვლა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­რა­ი­ნის მმარ­თველ პო­ზი­ცი­ებ­ში.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი წა­რად­გი­ნეს ორმა ვიცე-პრე­მი­ერ­მა და ოთხმა მი­ნის­ტრმა, მათ შო­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, დმიტ­რო კუ­ლე­ბამ. უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა ირი­ნა ვე­რეშ­ჩუ­კის გან­ცხა­დე­ბას ვიცე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. 3 მი­ნის­ტრი კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პარ­ლა­მენტს დმიტ­რო კუ­ლე­ბას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით, კენ­ჭი არ უყ­რია.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ დმიტ­რო კუ­ლე­ბას ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის­თის საკ­მა­რი­სი ენერ­გია არ აქვს“.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კიევში საჰაერო განგაში 9 საათის განმავლობაში ისმოდა, უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა კი რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტს შეუტიეს - რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე

კიევში  საჰაერო განგაში 9 საათის განმავლობაში ისმოდა,  უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა კი რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტს შეუტიეს - რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი მძიმე ღამე

გამთენიისას კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის პორტს უკრაინულმა წყალზედა და საჰაერო კამიკაძე დრონებმა შეუტიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აღნიშნულ სამხედრო პორტში რუსები შავი ზღვის ფლოტის იმ სამხედრო ხომალდებს მალავენ, რომლებიც უკრაინელთა მხრიდან გაზრდილი საჰაერო/სარაკეტო საფრთხის გამო ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან სასწრაფოდ გაიყვანეს.

ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლებაც ადასტურებს.

ქალაქის მერის, ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, “რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე უეკიპაჟო კატარებით შეტევა განხორციელდა. მიმდინარეობს უეკიპაჟო კატარებით თავდასხმის მოგერიება“, - აღნიშნა მერმა.

მანამდე კრავჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში საზღვაო დრონებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

  • მძიმე ღამე ჰქონდა უკრაინის დედაქალაქ კიევსაც. რუსები ქალაქს ათობით დრონით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

კიევში საჰაერო განგაში 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. მოსახლეობა კი თავშესაფრებში, მიწისქვეშა ნაგებობებში და მეტროსადგურებში გაიხიზნა. საჰაერო თავდასხმის განგაში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით დაესხნენ თავს. აღსანიშნავია, რომ მტრის ვერცერთმა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია.

“მორიგი ხანგრძლივი მასიური თავდასხმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით. დედაქალაქში განგაში 9 საათზე მეტ ხანს უწყვეტად გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული დრონები, პირველადი ინფორმაციით, Shahed-ები, ცდილობდნენ დედაქალაქზე შეტევას. ამჯერად კიევში ძირითადად სათითაოდ შევიდნენ და არა ჯგუფურად. მაგრამ მტრის ვერცერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია! გააუნებელყვეს ყველა დრონი, რომელიც ემუქრებოდა დედაქალაქს“, - აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

არსებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. თუმცა პრობლემები შეიქმნა მეტროპოლიტენის და სხვა ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით.

ხოლო, ქალაქ პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, 297 დაშავდა. კიდევ 5 ადამიანი სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

კურსკში არსებულ ვითარებას აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, “კურსკის ოპერაციის ყველა განსაზღვრული ამოცანის რეალიზება ხდება“.

“დღეს იყო მეთაურ სირსკის მოხსენება, როგორც ყოველდღე, ფრონტის თითოეული ნაწილისთვის, კონკრეტულად პოკროვსკის, ტორეცკის და კურახოვსკის მიმართულებისთვის. ცალკე - ოპერაცია კურსკის ოლქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კურსკის ოპერაციის, აბსოლუტურად, ყველა განსაზღვრული ამოცანა რეალიზდება. მადლობა ამისთვის თითოეულ ჯარისკაცს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს შეხვედრებს პარტნიორებთან და სექტემბერში, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, შედეგი უნდა იყოს.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოპერაცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში უკრაინამ წაართვა რუსეთის ტერიტორიის თითქმის 1300 კვადრატული კილომეტრი და აიღო კონტროლი სუჯაზე - რუსეთის ტრანს-ციმბირული მილსადენის გაზის საექსპორტო კვანძზე.

ამასთან, როგორც The Telegraph წერს, კურსკის ოპერაციამ ვერ შეძლო ბრძოლის ველზე მოვლენების მიმდინარეობის შეცვლა.

პარალელურად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს უკრაინის მმართველ პოზიციებში.

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 3 მინისტრი კი გაათავისუფლეს.

პარლამენტს დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხისთვის, ჯერჯერობით, კენჭი არ უყრია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, “ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დმიტრო კულებას იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვისთის საკმარისი ენერგია არ აქვს“.

წყარო

იხილეთ ასევე: