საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
"ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.