ავტორი:

"რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს" - ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს" - ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ახალგაზრდა მკვლევრისა და პედაგოგის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს უცხადებს კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

  • "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს მოულოდნელად გამოაკლდა ფართო დიაპაზონის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის ძიებითა და შემეცნებით აღსავსე ცხოვრება, საუბედუროდ, ასე ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მას წარმოუდგენლად ნაყოფიერი 10 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც იმედისმომცემმა მაღალკვალიფიციურმა მკვლევარმა, დიდბუნებოვანმა და ყველასათვის საყვარელმა კოლეგამ, შესანიშნავმა პედაგოგმა.

ძნელია მასზე წარსულში საუბარი, რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს. სამძიმარს ვუცხადებთ, კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს - მშვიდობით, მირიან!“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში