მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი გადაწყობა უკრაინის მთავრობაში თუ..? - რადამ კულებას გადადგომის განხილვა გადადო: რას აცხადებს ზელენსკი და როგორ აფასებს ქართველი ექსპერტი უკრაინულ ცვლილებებს?
დიდი გადაწყობა უკრაინის მთავრობაში თუ..? - რადამ კულებას გადადგომის განხილვა გადადო: რას აცხადებს ზელენსკი და როგორ აფასებს ქართველი ექსპერტი უკრაინულ ცვლილებებს?

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ 3 მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ მხა­რი და­უ­ჭი­რა.

რა­დას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს: მრეწ­ვე­ლო­ბის, იუს­ტი­ცი­ის და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრებ­მა.

თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ვიცე-პრე­მი­ერ­მა ოლგა სტე­ფა­ნი­ში­ნამ.

ხოლო, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტმა ვიცე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის - ირი­ნა ვე­რეშ­ჩუ­კის გან­ცხა­დე­ბას წას­ვლის შე­სა­ხებ, მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

სა­ვა­რა­უ­დოდ უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტს სტე­ფა­ნი­ში­ნა და­ი­კა­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა კუ­ლე­ბას გან­ცხა­დე­ბას, რა­დას დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი კუ­ლე­ბას გა­დად­გო­მის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გა­და­დეს.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, ქვეყ­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი “სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფოს გან­მტკი­ცე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში“. UNIAN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა ირ­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­ი­მონ ჰა­რის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

  • “მე უკვე ვი­სა­უბ­რე ჩვე­ნი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­დატ­ვირ­თვა­ზე. მად­ლო­ბე­ლი ვარ მი­ნის­ტრე­ბის და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის მთე­ლი გუნ­დის, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ უკ­რა­ი­ნის­თვის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა.

მისი თქმით, დღეს სა­ჭი­როა “ახა­ლი ენერ­გია“.

“ეს ნა­ბი­ჯე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ და და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ჯერ არ შე­უძ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რა სფე­როშ წავ­ლენ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა Kyiv Independent-ს უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა და პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ოლექ­სან­დრ მე­რეჟ­კომ გა­ნუ­ცხა­და, “სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი დიდი ხნის წინ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შე­საძ­ლოა, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს უკ­რა­ი­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ახალ პე­რი­ოდ­თან“.

  • “ეს არის დიდი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს საკ­მა­ოდ დიდი ხნის წინ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. წინ რთუ­ლი დრო გვე­ლის, რთუ­ლი შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი. შე­საძ­ლოა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ახალ პე­რი­ოდ­თან“, - აღ­ნიშ­ნა ოლექ­სან­დრ მე­რეჟ­კომ.

უკ­რა­ი­ნის მმარ­თველ რგოლ­ში არ­სე­ბულ და მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე წერს Bloomberg-იც. რო­გორც სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, შე­საძ­ლოა “გა­დად­გო­მის შემ­დეგ, კუ­ლე­ბამ ყუ­რა­დღე­ბა ნა­ტოს­თან უკ­რა­ი­ნის კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს“.

“კუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, ახლა ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ნა­ტოს­თან, რად­გან ომით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ბლოკ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ცდი­ლობს“, - წერს გა­ზე­თი ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

მათ­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ან­დრეი სი­ბი­გა შეც­ვლის. ამ­ჟა­მად სი­ბი­გა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლეა. მა­ნამ­დე თურ­ქეთ­ში უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

“სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ჩათ­ვა­ლა, რომ ახლა ახა­ლი ენერ­გი­აა სა­ჭი­რო“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ანა­ლი­ტი­კო­სი ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს.

რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას აქვს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სი, შე­არ­ჩი­ოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას რუ­სეთ­თან მიმ­დი­ნა­რე ომში წა­ად­გე­ბა.

“არ მგო­ნია, რომ პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბა ან პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი იყოს. უფრო მგო­ნია, რომ მთა­ვა­რი სა­კი­თხი არის ამ ომში უკ­რა­ი­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის უკე­თე­სად გა­მო­ყე­ნე­ბა. თუ შევ­ხე­დავთ რო­მე­ლი მი­ნის­ტრე­ბი გა­დად­გნენ, იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბა უნდა მი­ე­ღო, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ფერ­ხდე­ბო­და. ვფიქ­რობ, ეს არის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რად­გან ქვე­ყა­ნა ომ­შია და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბა სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს - რუ­სე­თი ამ ცვლი­ლე­ბებს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა.

“შე­მოდ­გო­მაა, ფო­თოლცვე­ნაა, ტო­ტე­ბი შიშ­ვლდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ დმიტ­რო კუ­ლე­ბას გა­დად­გო­მა­ზე სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა, რუს­ლან სტე­ფან­ჩუკ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ კუ­ლე­ბამ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. გუ­შინ კი სტე­ფან­ჩუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბებს ტო­ვე­ბენ უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, ოლგა სტე­ფა­ნი­ში­ნა, უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რი, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი, ირი­ნა ვე­რეშ­ჩუ­კი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი ასე­ვე წა­რად­გი­ნეს: უკ­რა­ი­ნის მრეწ­ვე­ლო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი დარ­გე­ბის სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრ კა­მი­შინ­მა, უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა დე­ნის მა­ლი­უს­კამ და უკ­რა­ი­ნის გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრმა რუს­ლან სტრე­ლეც­მა. უმაღ­ლეს რა­და­ში გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა წა­რად­გი­ნა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რემ, ვი­ტა­ლი კვა­ლი­მაც.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

დიდი გადაწყობა უკრაინის მთავრობაში თუ..? - რადამ კულებას გადადგომის განხილვა გადადო: რას აცხადებს ზელენსკი და როგორ აფასებს ქართველი ექსპერტი უკრაინულ ცვლილებებს?

დიდი გადაწყობა უკრაინის მთავრობაში თუ..? - რადამ კულებას გადადგომის განხილვა გადადო: რას აცხადებს ზელენსკი და როგორ აფასებს ქართველი ექსპერტი უკრაინულ ცვლილებებს?

უკვე ცნობილია, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ 3 მინისტრის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მხარი დაუჭირა.

რადას გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს: მრეწველობის, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმა.

თანამდებობა დატოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.

ხოლო, უკრაინის პარლამენტმა ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის - ირინა ვერეშჩუკის განცხადებას წასვლის შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

სავარაუდოდ უკრაინის იუსტიციის მინისტრის პოსტს სტეფანიშინა დაიკავებს.

რაც შეეხება კულებას განცხადებას, რადას დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას გადადგომის საკითხის განხილვა გადადეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები “საჭიროა სახელმწიფოს განმტკიცებისთვის სხვადასხვა სფეროში“. UNIAN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

  • “მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვაზე. მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, დღეს საჭიროა “ახალი ენერგია“.

“ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებასთან სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნა ზელენსკიმ და დააკონკრეტა, რომ ჯერ არ შეუძლია პროგნოზირება, თუ რა სფეროშ წავლენ ყოფილი მინისტრები.

როგორც გამოცემა Kyiv Independent-ს უკრაინელმა დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ განუცხადა, “სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი. შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან“.

  • “ეს არის დიდი სამთავრობო ცვლილებები. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი. წინ რთული დრო გველის, რთული შემოდგომა და ზამთარი. შესაძლოა, ეს ცვლილებები გარკვეულწილად დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან“, - აღნიშნა ოლექსანდრ მერეჟკომ.

უკრაინის მმართველ რგოლში არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს Bloomberg-იც. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შესაძლოა “გადადგომის შემდეგ, კულებამ ყურადღება ნატოსთან უკრაინის კავშირების გაძლიერებაზე გაამახვილოს“.

“კულება, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, ახლა ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის ურთიერთობების გაძლიერებაზე ნატოსთან, რადგან ომით განადგურებული ქვეყანა ბლოკში გაწევრიანებას ცდილობს“, - წერს გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

მათვე ინფორმაციით, კულებას უკრაინელი დიპლომატი ანდრეი სიბიგა შეცვლის. ამჟამად სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. მანამდე თურქეთში უკრაინის ელჩის თანამდებობა ეკავა.

“სავარაუდოდ, უკრაინის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ახლა ახალი ენერგიაა საჭირო“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს.

როგორც ბატიაშვილმა ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი, შეარჩიოს ახალი სახეები შესაბამის თანამდებობებზე, რომელიც ქვეყანას რუსეთთან მიმდინარე ომში წაადგება.

“არ მგონია, რომ პირადი დაპირისპირება ან პირადი ინტერესები იყოს. უფრო მგონია, რომ მთავარი საკითხი არის ამ ომში უკრაინის შესაძლებლობის უკეთესად გამოყენება. თუ შევხედავთ რომელი მინისტრები გადადგნენ, იყო შეიარაღებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. მოგეხსენებათ, უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი უნდა ეწარმოებინა და დიდი რაოდენობით შეიარაღება უნდა მიეღო, რომელთა მიღებაც სხვადასხვა მიზეზით ფერხდებოდა. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი საკითხი, რადგან ქვეყანა ომშია და გამარჯვებისთვის მას დიდი რაოდენობით შეიარაღება სჭირდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება მთავარ მოწინააღმდეგეს - რუსეთი ამ ცვლილებებს არაერთგვაროვანი განცხადებით ეხმიანება.

“შემოდგომაა, ფოთოლცვენაა, ტოტები შიშვლდება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დმიტრო კულებას გადადგომაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დღეს განაცხადა, რომ კულებამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თანამდებობებს ტოვებენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი. მისივე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები ასევე წარადგინეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. უმაღლეს რადაში გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების ფონდის თავმჯდომარემ, ვიტალი კვალიმაც.

იხილეთ ასევე: