მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა - პროკურორი
ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა - პროკურორი

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი სცე­მა, კერ­ძოდ კი, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის საქ­მე­ზე ცნო­ბის სა­ხით დარ­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

რო­გორც ვე­ფხვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ცინ­დე­ლი­ან­მა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა 13 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბა საქ­მეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ხით და­ურ­თო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნულს არ ეთან­ხმე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა - პროკურორი

ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა - პროკურორი

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა, კერძოდ კი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტის საქმეზე ცნობის სახით დართვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 13 აგვისტოს განახორციელა, რაზეც გამოძიება დაწყებულია.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღნიშნული ცნობა საქმეს ინფორმაცია სახით დაურთო მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.