ავტორი:

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლება, დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოქმნილმა არსებული დღის წესრიგმა მოითხოვა

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლება, დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოქმნილმა არსებული დღის წესრიგმა მოითხოვა

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, რომელიც დასავლეთის ქმედებების შედეგად ჩამოყალიბდა, რუსეთის ბირთვული დოქტრინა განახლებას მოითხოვს.

“ბირთვული დოქტრინის ამ განახლებას მოითხოვს არსებული დღის წესრიგი და მდგომარეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოიქმნა“, - განაცხადა პესკოვმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ცვლის თავის ბირთვულ დოქტრინას. მისი განმარტებით, ეს მოხდება კონფლიქტებისა და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დასავლეთის ქმედებების ანალიზის საფუძველზე.