პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ის არ იყო პრორუსი, ის არის პრობიძინისტი; რასაც ახლა პარტია აკეთებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს“ - ლინას ლინკევიჩუსი
“ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ის არ იყო პრორუსი, ის არის პრობიძინისტი; რასაც ახლა პარტია აკეთებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს“ - ლინას ლინკევიჩუსი

“ივა­ნიშ­ვილს შევ­ხვდი რამ­დენ­ჯერ­მე, ვი­სა­უბ­რეთ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე და ჩემი შეგ­რძნე­ბით, ის არ იყო პრო­რუ­სი, ჩემი შეგ­რძნე­ბა იყო, რომ ის არის პრო­ბი­ძი­ნის­ტი, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, მჯე­რა და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტია. უნდა იყოს. სხვაგ­ვა­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია“,- ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და შვე­დეთ­ში ლი­ე­ტუ­ვის ელჩმა ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩუს­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ლინ­კე­ვი­ჩუ­სი აცხა­დებს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს და არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ევ­რო­კავ­შირ­თან და მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან.

“ის, რა­საც ახლა პარ­ტია აკე­თებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, სტრა­ტე­გი­ას. კი­თხვა, “რა­ტომ“, ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლად პა­სუ­ხგა­სა­ცე­მია. არ მაქვს არა­ვი­თა­რი ლო­გი­კა. თუ საქ­მე ფულს ეხე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან, საკ­მა­რი­სი ფული აქვთ. და­მა­ტე­ბი­თი ფული?! ცხა­დია, ფული საკ­მა­რი­სი არას­დროს არ არის, თუმ­ცა არ მგო­ნია, ეს გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყოს. ვფიქ­რობ, ეს ნამ­დვი­ლად გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტია, გარ­დამ­ტე­ხი წე­ლია - ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი იმ ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან და ამ წელს სწო­რედ ასე აფა­სე­ბენ. ჯერ კი­დევ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ექ­ნე­ბათ მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ძა­ლი­ან გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ლინ­კე­ვი­ჩუს­მა.

კი­თხვას, მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­მა­თო კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბის შე­მობ­რუ­ნე­ბა, ლინ­კე­ვი­ჩუს­მა ორი სი­ტყვით უპა­სუ­ხა - “შეც­ვა­ლეთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა!“

“შეც­ვა­ლეთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა! ჩვენს მა­გა­ლით­ზე რომ გი­თხრათ, რო­დე­საც ჩვენ ვახ­დენ­დით ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, და­მი­ჯე­რეთ, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან მა­ში­ნაც არ იყო დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე პი­რა­დად ვი­ყა­ვი ნატო-ში და მახ­სოვს რო­გორ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მო­მა­ვა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი: “თქვენ არას­დროს იქ­ნე­ბით წევ­რე­ბი“. ეს ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ით­ქვა და ამ პი­რო­ბებ­ში, მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ჩვენ­თვის. მაგ­რამ ჩვენ ვცდი­ლობ­დით მივ­ყო­ლო­დით ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის რჩე­ვას და თუ მო­მა­ვა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვენ უნდა გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი, ჩვენ ვახ­დენ­დით ამ რე­ფორ­მე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას, რად­გან გვსურ­და კლუბს მი­ვერ­თე­ბო­დით. სა­ქარ­თვე­ლო ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ცე­ვა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი ეუბ­ნე­ბა მას: ეს არ გა­ა­კე­თო ! არ მი­ი­ღო უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი! არა, ეს მა­ინც გა­კეთ­და ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ეს სიგ­ნა­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გულ­წრფე­ლი არ არის, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ სურს ევ­რო­პის­კენ სვლა. არა, ისი­ნი არ მი­დი­ან ევ­რო­პა­ში, ისი­ნი სა­დღაც სხვა­გან მი­დი­ან და ხალ­ხს ეს უნდა ეს­მო­დეს. მე უბ­რა­ლოდ გთა­ვა­ზობთ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და აღ­ქმე­ბის შე­და­რე­ბას იმას­თან, რაც ხდე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ლინ­კე­ვი­ჩუს­მა.

ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად იხი­ლეთ ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

“ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ის არ იყო პრორუსი, ის არის პრობიძინისტი; რასაც ახლა პარტია აკეთებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს“ - ლინას ლინკევიჩუსი

“ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ის არ იყო პრორუსი, ის არის პრობიძინისტი; რასაც ახლა პარტია აკეთებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს“ - ლინას ლინკევიჩუსი

“ივანიშვილს შევხვდი რამდენჯერმე, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე და ჩემი შეგრძნებით, ის არ იყო პრორუსი, ჩემი შეგრძნება იყო, რომ ის არის პრობიძინისტი, მაგრამ, ამავდროულად, მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ის საქართველოს პატრიოტია. უნდა იყოს. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია“,- ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა “ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და მის ღირებულებებთან.

“ის, რასაც ახლა პარტია აკეთებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, სტრატეგიას. კითხვა, “რატომ“, ჩემთვის ძალიან რთულად პასუხგასაცემია. არ მაქვს არავითარი ლოგიკა. თუ საქმე ფულს ეხება, ამ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, საკმარისი ფული აქვთ. დამატებითი ფული?! ცხადია, ფული საკმარისი არასდროს არ არის, თუმცა არ მგონია, ეს განხილვის საგანი იყოს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია, გარდამტეხი წელია - ამაში ვეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ვითარებას აკვირდებიან და ამ წელს სწორედ ასე აფასებენ. ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიებს, ექნებათ მობილიზების შესაძლებლობა ამ ძალიან გადამწყვეტ ბრძოლაში დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

კითხვას, მიღებული საკამათო კანონმდებლობების მიუხედავად, როგორ შეიძლება ვითარების შემობრუნება, ლინკევიჩუსმა ორი სიტყვით უპასუხა - “შეცვალეთ კანონმდებლობა!“

“შეცვალეთ კანონმდებლობა! ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, როდესაც ჩვენ ვახდენდით ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, დამიჯერეთ, რომ დასავლეთის მხრიდან მაშინაც არ იყო დიდი ენთუზიაზმი. რამდენიმე წლის განმავლობაში მე პირადად ვიყავი ნატო-ში და მახსოვს როგორ მეუბნებოდნენ მომავალი მოკავშირეები: “თქვენ არასდროს იქნებით წევრები“. ეს ძალიან ბევრჯერ ითქვა და ამ პირობებში, მოტივაციის შენარჩუნება ძალიან რთული იყო ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ვცდილობდით მივყოლოდით ჩვენი მომავალი მოკავშირეების რჩევას და თუ მომავალი მოკავშირეები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უნდა გაგვეტარებინა გარკვეული რეფორმები, ჩვენ ვახდენდით ამ რეფორმების იმპლემენტაციას, რადგან გვსურდა კლუბს მივერთებოდით. საქართველო ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. ბევრი მეგობარი ეუბნება მას: ეს არ გააკეთო ! არ მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონი! არა, ეს მაინც გაკეთდა ყველაფრის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს სიგნალია, რომ ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ სურს ევროპისკენ სვლა. არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს. მე უბრალოდ გთავაზობთ ჩვენი დამოკიდებულებისა და აღქმების შედარებას იმასთან, რაც ხდება ახლა საქართველოში,“ - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.