საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელი ხმა გავიგონე... შეაზანზარა ვაგონი“ - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა
"საშინელი ხმა გავიგონე... შეაზანზარა ვაგონი“ - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა

თბი­ლის­ში, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩას­თან ტრა­გე­დია მოხ­და. თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო პლატ­ფორ­მას შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის შე­დე­გად 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გირ­კვა, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს, “სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. ისი­ნი ად­გილ­ზე გეგ­მი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ.

“დღეს, 3 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე-ავ­ჭა­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე მომ­ხდა­რი სარ­კი­ნიგ­ზო შემ­თხვე­ვის გამო გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც გეგ­მი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ.

“სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო და უსამ­ძიმ­რებს თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბელ­ში მყო­ფებ­მა ვა­გო­ნე­ბი უკვე და­ტო­ვეს. ავა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის წინ მოხ­და, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო, მათ ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა არ შე­ეძ­ლოთ.

“ძა­ლი­ან შე­ა­ზან­ზა­რა ვა­გო­ნი. ახლა გა­მოგ­ვიშ­ვეს და ფე­ხით ჩა­მო­ვე­დით...

“2 სა­ათ­ზე მე­ტია გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. რო­გორც გვი­თხრეს, რა­ღა­ცას შე­ვე­ჯა­ხეთ. ნა­წი­ლი ელო­დე­ბა მე­ო­რე მა­ტა­რე­ბელს.

“ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, და­ახ­ლე­ბით 8 წუთი რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ვი­გო­ნე... ძა­ლი­ან დიდი ხანი, სა­დღაც 2-სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვი­ყა­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი. პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ჩა­მო­ვე­დით, 400 მგზავ­რია,“ - აცხა­დე­ბენ მგზავ­რე­ბი “რუს­თა­ვი 2“- თან სა­უ­ბარ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საშინელი ხმა გავიგონე... შეაზანზარა ვაგონი“ - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა

"საშინელი ხმა გავიგონე... შეაზანზარა ვაგონი“ - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან ტრაგედია მოხდა. თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

როგორც მოგვიანებით გაგირკვა, უბედური შემთხვევის დროს, “საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

“დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

“საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილი ხდება, სამგზავრო მატარებელში მყოფებმა ვაგონები უკვე დატოვეს. ავარია დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, საგამოძიებო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მათ ადგილის დატოვება არ შეეძლოთ.

“ძალიან შეაზანზარა ვაგონი. ახლა გამოგვიშვეს და ფეხით ჩამოვედით...

“2 საათზე მეტია გაჩერებულები ვართ. როგორც გვითხრეს, რაღაცას შევეჯახეთ. ნაწილი ელოდება მეორე მატარებელს.

“ცოტა იყო დარჩენილი, დაახლებით 8 წუთი რომ მივსულიყავით. საშინელი ხმა გავიგონე... ძალიან დიდი ხანი, სადღაც 2-საათნახევარი ვიყავით გაჩერებულები. პირველები ჩვენ ჩამოვედით, 400 მგზავრია,“ - აცხადებენ მგზავრები “რუსთავი 2“- თან საუბარში.

იხილეთ ასევე: