სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში სკოლის ავტობუსი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეჯახა - გარდაცვლილია 11 ადამიანი
ჩინეთში სკოლის ავტობუსი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეჯახა - გარდაცვლილია 11 ადამიანი

სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, ჩი­ნე­თის შან­დონ­გის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სი ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც მი­ნი­მუმ 11 გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის ხუთი მოს­წავ­ლე იყო.

რამ­დე­ნი­მე სხვა ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ერთი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ავ­ტო­ბუ­სი მოს­წავ­ლე­ებს და მშობ­ლებს შო­რის მა­შინ შე­იჭ­რა, რო­დე­საც ისი­ნი ტა­ი­ან­ში, სკო­ლის შე­სას­ვლელ­თან იდ­გნენ.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მე­დია აღ­ნიშ­ნავს, მძღოლ­მა ტრან­სპორტზე "კონ­ტრო­ლი და­კარ­გა" და ამ­ჟა­მად ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზებს პო­ლი­ცია იძი­ებს, მძღო­ლი კი და­კა­ვე­ბუ­ლია. ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია, იყო თუ არა ინ­ცი­დენ­ტი გან­ზრა­ხუ­ლი.

"ამ დრომ­დე, ჯამ­ში 11 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის, ექ­ვსი მშო­ბე­ლი და ხუთი მოს­წავ­ლე", - და­ა­დას­ტუ­რა ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ.

და­შა­ვე­ბულ­თა­გან 12 ადა­მი­ა­ნი სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ცი­დენ­ტის სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. კად­რებ­ში ჩანს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ქვეშ მოყ­ვნენ.

სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გა­მომ­წვე­ვი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი ჩი­ნეთ­ში ხში­რია. ამ წლის ივ­ლის­ში, პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თე­ბის ჯგუფს ქა­ლაქ ჩან­გშას ცენ­ტრში შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც 8 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩინეთში სკოლის ავტობუსი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეჯახა - გარდაცვლილია 11 ადამიანი

ჩინეთში სკოლის ავტობუსი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეჯახა - გარდაცვლილია 11 ადამიანი

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის შანდონგის პროვინციაში, სკოლის ავტობუსი ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 11 გარდაიცვალა. მათ შორის ხუთი მოსწავლე იყო.

რამდენიმე სხვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავტობუსი მოსწავლეებს და მშობლებს შორის მაშინ შეიჭრა, როდესაც ისინი ტაიანში, სკოლის შესასვლელთან იდგნენ.

როგორც სახელმწიფო მედია აღნიშნავს, მძღოლმა ტრანსპორტზე "კონტროლი დაკარგა" და ამჟამად ინციდენტის მიზეზებს პოლიცია იძიებს, მძღოლი კი დაკავებულია. ჯერ გაურკვეველია, იყო თუ არა ინციდენტი განზრახული.

"ამ დრომდე, ჯამში 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ექვსი მშობელი და ხუთი მოსწავლე", - დაადასტურა ჩინეთის სახელმწიფო მედიამ.

დაშავებულთაგან 12 ადამიანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

სოციალურ ქსელებში ინციდენტის სურათები და ვიდეოები ვრცელდება. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალების ქვეშ მოყვნენ.

სიკვდილიანობის გამომწვევი საგზაო შემთხვევები ჩინეთში ხშირია. ამ წლის ივლისში, პოლიციამ განაცხადა, რომ ავტომობილი ქვეითების ჯგუფს ქალაქ ჩანგშას ცენტრში შეეჯახა, რამაც 8 ადამიანის გარდაცვალება და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია.

წყარო