სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს - რა დეტალებს ასაჯაროებს უწყება
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს - რა დეტალებს ასაჯაროებს უწყება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა “უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­სულ თვე­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 33 მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვა, ნა­წი­ლი კი მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად იძუ­ლე­ბის წე­სით იქნა გა­ძე­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან.

“უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბულ იქნა - ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის, იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს, ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კის, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის, ეგ­ვიპ­ტის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის, ავ­სტრა­ლი­ის, პა­კის­ტა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის, ნი­გე­რი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის, ერა­ყის რეს­პუბ­ლი­კის, და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯამ­ში 33 მო­ქა­ლა­ქე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის შიგ­ნით უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ორ­გა­ნოს. მის ერთ-ერთ კომ­პე­ტენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მყო­ფი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს - რა დეტალებს ასაჯაროებს უწყება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს - რა დეტალებს ასაჯაროებს უწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - ირანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდოეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავსტრალიის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, და რუსეთის ფედერაციის ჯამში 33 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.