მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი ჩოხა" - ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის შესახებ
"შავი ჩოხა" - ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის შესახებ

„ჯე­რაც ისე გუ­გუ­ნებს 1925 წლის აგ­ვის­ტოს აჯან­ყე­ბის ექო, თით­ქოს წლე­ბის წი­ნათ არ ჩა­ევ­ლოს, სულ მის წრე­ში არ ბრუ­ნავ­დეს კი­დევ ერთხელ დამ­ხო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მღელ­ვა­რე ცხოვ­რე­ბა“, - წერს ნანა კუ­ცია „შავი ჩო­ხის“ შე­სა­ვალ­ში, წიგ­ნის, რო­მე­ლიც როს­ტომ ჩხე­ი­ძემ ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­წე­რა.

„შავი ჩოხა“ მოგ­ვი­თხრობს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ცხოვ­რე­ბი­სა და მისი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის შე­სა­ხებ. სა­თა­უ­რი უბის წიგ­ნაკ­ში მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი.

„ტემა და სა­თა­უ­რი“ – „შავი ჩოხა“ - ჩა­ი­ნიშ­ნა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა 1926 წელს. ნე­ტავ რის და­წე­რას აპი­რებ­და დიდი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი? რო­მა­ნის თუ მო­თხრო­ბის? ნე­ტავ რო­გორ აღ­წერ­და ის ქა­ქუ­ჩა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის პერ­სო­ნაჟს, სხვის სა­ხელს მიღ­მა გა­ა­ცო­ცხლებ­და მას თუ პირ­და­პირ ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ნა­ამ­ბობს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებ­და? ვინ იცის... ბოლ­შე­ვი­კურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ვინ გა­ბე­დავ­და აჯან­ყე­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლის შე­სა­ხებ რა­ი­მეს და­წე­რა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას?

„შავი ჩოხა“ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ჰე­რო­ი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს გვაწ­ვდის, ავ­ტო­რის მიერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბულ­სა და მხატ­ვრუ­ლად აღ­წე­რილს.

ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

ქა­ქუ­ცა 1888 წლის 14 ივ­ლისს და­ი­ბა­და ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სო­ფელ მა­ტან­ში იო­სებ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი­სა და და­რია გოგ­ნი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში. 21 წლი­სა ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, მსა­ხუ­რობ­და ტვე­რის დრა­გუნ­თა პოლკ­ში, სა­ი­და­ნაც ოფიც­რის ჩი­ნით დაბ­რუნ­და. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ქარ­თულ ჯარ­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და იმ პე­რი­ოდ­ში გა­დახ­დილ ყვე­ლა ბრძო­ლა­ში. მას­ზე წერ­დნენ თა­ვი­ანთ მო­გო­ნე­ბებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე­ე­ბი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე და გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი.

1921 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია, ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­იქ­ცეს, თუმ­ცა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში რჩე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

3-წლი­ა­ნი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­დეგ, 1924 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 29 აგ­ვის­ტოს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფ­რან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­შიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შე­უს­რუ­ლეს. 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ბოლო ნატ­ვრა ას­რულ­და. მისი ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

როს­ტომ ჩხე­ი­ძემ თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ულ რო­მან­ში ცდა არ და­აკ­ლო, აღე­წე­რა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რა­ინ­დუ­ლი ხა­სი­ა­თი და მისი ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი მხა­რე, რო­მე­ლიც ესო­დენ სა­ინ­ტე­რე­სოა 1924 წლის აჯან­ყე­ბი­დან 100 წლის შემ­დე­გაც.

წყა­რო­ე­ბი: ჟურ­ნა­ლი „ის­ტო­რი­ა­ნი“ და როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შავი ჩოხა" - ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის შესახებ

"შავი ჩოხა" - ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის შესახებ

„ჯერაც ისე გუგუნებს 1925 წლის აგვისტოს აჯანყების ექო, თითქოს წლების წინათ არ ჩაევლოს, სულ მის წრეში არ ბრუნავდეს კიდევ ერთხელ დამხობილი საქართველოს მღელვარე ცხოვრება“, - წერს ნანა კუცია „შავი ჩოხის“ შესავალში, წიგნის, რომელიც როსტომ ჩხეიძემ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ დაწერა.

„შავი ჩოხა“ მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მისი უკანასკნელი დღეების შესახებ. სათაური უბის წიგნაკში მიხეილ ჯავახიშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერით არის შთაგონებული.

„ტემა და სათაური“ – „შავი ჩოხა“ - ჩაინიშნა მიხეილ ჯავახიშვილმა 1926 წელს. ნეტავ რის დაწერას აპირებდა დიდი ქართველი მწერალი? რომანის თუ მოთხრობის? ნეტავ როგორ აღწერდა ის ქაქუჩა ჩოლოყაშვილის პერსონაჟს, სხვის სახელს მიღმა გააცოცხლებდა მას თუ პირდაპირ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებულ ნაამბობს შემოგვთავაზებდა? ვინ იცის... ბოლშევიკურ საქართველოში, სადაც ვინ გაბედავდა აჯანყების სულისჩამდგმელის შესახებ რაიმეს დაწერასა და გამოქვეყნებას?

„შავი ჩოხა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჰეროიკული ცხოვრების დეტალებს გვაწვდის, ავტორის მიერ გაანალიზებულსა და მხატვრულად აღწერილს.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ქაქუცა 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა ჩოლოყაშვილთა საგვარეულო სოფელ მატანში იოსებ ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. 21 წლისა ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, საიდანაც ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. დამოუკიდებლობის წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა იმ პერიოდში გადახდილ ყველა ბრძოლაში. მასზე წერდნენ თავიანთ მოგონებებში გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწეები გიორგი კვინიტაძე და გიორგი მაზნიაშვილი.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა იძულებულია, ემიგრაციაში გაიქცეს, თუმცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქვეყანაში რჩება და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

3-წლიანი დაუმორჩილებლობის შემდეგ, 1924 წელს დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში, თუმცა შეიტყო დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გამოცხადებული პროკლამაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აჯანყება დამარცხდა. ამასთან, აჯანყებულებს უკვე აღარ შეეძლოთ თბილისის აღება, რადგან ბოლშევიკები კარგად იყვნენ შეტევისთვის მომზადებულები. საბოლოოდ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია.

1924 წელს საქართველოს ეროვნული გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოსმალეთის გავლით საფრანგეთში ჩადის, თუმცა იცის, რომ ჩეკისტები მის ახლობლებს სასტიკად სდევნიან და ავიწროებენ, რაც მის ცხოვრებას მძიმე დაღს ასვამს. განუწყვეტელი დარდი, ოჯახის მონატრება და ძველი ჭრილობები მალევე აისახება მის ჯანმრთელობაზე. 1930 წლის 27 ივნისს სანატორიუმში ხდება ცუდად. სიკვდილის წინ კრემაცია ითხოვა, იქნებ ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო, თუმცა თხოვნა ვერ შეუსრულეს. 2005 წელს საქართველოს ეროვნული გმირის ბოლო ნატვრა ასრულდა. მისი ნეშტი საფრანგეთიდან გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

როსტომ ჩხეიძემ თავის ბიოგრაფიულ რომანში ცდა არ დააკლო, აღეწერა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაინდული ხასიათი და მისი ტრაგიკული ცხოვრების რომანტიკული მხარე, რომელიც ესოდენ საინტერესოა 1924 წლის აჯანყებიდან 100 წლის შემდეგაც.

წყაროები: ჟურნალი „ისტორიანი“ და როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“