მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლის" ფინანსური დირექტორი CEO INSIGHTS ASIA - ს ლიდერთა რეიტინგში მოხვდა
"მეტროპოლის" ფინანსური დირექტორი CEO INSIGHTS ASIA - ს ლიდერთა რეიტინგში მოხვდა

„მეტ­რო­პო­ლის“ ფი­ნან­სუ­რი აღ­მავ­ლო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვით - ასე­თი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია CEO INSIGHTS ASIA მეტ­რო­პო­ლის ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორ­ზე, გოჩა ხუ­დო­ი­ან­ზე.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ და სტრა­ტე­გი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს და სწო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ხედ­ვა კომ­პა­ნი­ის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც, აზი­ის მას­შტა­ბით, რე­ი­ტინ­გით მე­სა­მე სა­ა­გენ­ტო­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გოჩა ხუ­დო­ი­ა­ნი, „მეტ­რო­პო­ლის“ CFO, მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის დახ­მა­რე­ბით დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს.

CEO INSIGHTS ASIA წერს, რომ გოჩა ხუ­დო­ი­ა­ნი „მეტ­რო­პო­ლის“ გუნდს 2022 წლი­დან შე­უ­ერ­თდა და კომ­პა­ნი­ა­ში ახა­ლი ხედ­ვის ფი­ნან­სუ­რი დის­ციპ­ლი­ნა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი და მო­ნა­ცე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­ნერ­გა.

CEO INSIGHTS ASIA-მ „მეტ­რო­პო­ლის“ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

CEO INSIGHTS ASIA: გაგ­ვი­ზი­ა­რეთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რი­თაც ახლა თქვენს კომ­პა­ნი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობთ.

გოჩა ხუ­დო­ი­ა­ნი, „მეტ­რო­პო­ლის“ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი: „მეტ­რო­პო­ლის პრო­ექ­ტე­ბი ხაზს უს­ვამს ჩვენს ინო­ვა­ცი­უ­რო­ბას, მდგრა­დო­ბა­სა და სტრა­ტე­გი­ულ ზრდას. ჩვენ 5 მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი გვაქვს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“ მშე­ნებ­ლო­ბა სულ მალე, 2024 წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. 2026 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძე“, ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლექ­სი თბი­ლის­ში, სა­დაც ერთი ჰექ­ტა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა გვექ­ნე­ბა. ჰრო­ექ­ტი აერ­თი­ა­ნებს რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბელ, ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმს, 2 მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ და „მეტ­რო­პოლ კუბი“ 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­თა ქსელს Royal Tulip-ს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ფრან­გულ კომ­პა­ნია Louvre Hotels Group-თან ერ­თად შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა 2027 წელს დას­რულ­დე­ბა.

და­მა­ტე­ბით, და­ვი­წყეთ ახა­ლი კომ­პლექ­სის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის ცენ­ტრა­ლულ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს. „მეტ­რო­პო­ლი“, ჯა­მუ­რად, 500 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თა არე­ა­ლი 516,200 კვ.მ-ია. Ჩვენი ყვე­ლა კომ­პლექ­სი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით, მწვა­ნე არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, ჭკვი­ა­ნი სახ­ლის სის­ტე­მე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­თა და მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია შინ­დის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში, ახა­ლი უბ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა. „მეტ­რო­პო­ლი“ პი­ო­ნე­რია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

CEO INSIGHTS ASIA: რა მიდ­გო­მებს იყე­ნებთ ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად?

„უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზი კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს, რო­მე­ლიც რო­გორც მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ, ისე მიკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ ელე­მენ­ტებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩემი, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა მო­ი­ცავს ბაზ­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ანა­ლი­ზის, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ფი­ნან­სუ­რი მო­დე­ლე­ბი­სა და პროგ­ნო­ზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბას, ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტე­ბის ანა­ლიზ­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში კომ­პა­ნი­ის ე.წ. სთე­იქჰოლ­დე­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა“.

CEO INSIGHTS ASIA: რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ რის­კებ­ზე, რა სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებთ ბა­ზარ­ზე კომ­პა­ნი­ის პო­ზი­ცი­ი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის და­სა­ცა­ვად?

„რის­კებ­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, შე­ამ­ცი­რებს საფრ­თხეს, მე­ო­რე მხრივ კი, ბა­ზარ­ზე კომ­პა­ნი­ას სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბი­სა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნებს. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, ჩემი მიდ­გო­მა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რის­კის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­სა და შე­ფა­სე­ბას მო­ი­ცავს, რაც, თა­ვის მხრივ, გავ­ლე­ნას ახ­დენს ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის მარ­თვა­ზე, სა­ო­პე­რა­ციო რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე, რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და ბაზ­რი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი რის­კე­ბის მარ­თვის პრო­ცეს­ზე. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც.

ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ამ ხედ­ვებ­მა და სტრა­ტე­გი­ამ შე­უ­წყო ხელი „მეტ­რო­პოლს“, რომ ფი­ნან­სუ­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დე­ვე­ლო­პე­რი გამ­ხდა­რი­ყო ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, ჰქო­ნო­და არა­ერ­თი მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტი, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დებ­თან პარტნი­ო­რო­ბით“.

CEO INSIGHTS ASIA: რო­გორ ეხ­მა­რე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებს, მი­ი­ღონ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?

„მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ვეს­ტი­ციო რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა ძა­ლი­ან კომ­პლექ­სურ მიდ­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ვიკ­ვლევთ ბა­ზარს, ვა­კე­თებთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­ნოზს და ვიძ­ლე­ვით პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ რჩე­ვებს. ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ეფექ­ტურ რჩე­ვებს სწო­რედ ბაზ­რის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ანა­ლი­ზის, ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის, მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის, გამჭვირ­ვა­ლე კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბით იღე­ბენ. სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მის შე­დე­გად იღე­ბენ ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მათ ფი­ნან­სურ მიზ­ნებს“.

CEO INSIGHTS ASIA: ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ სფე­რო­ებ­ზე გეგ­მავთ ფო­კუ­სი­რე­ბას ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

„ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხედ­ვა რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ზე იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და კომ­პა­ნი­ა­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე მივ­მარ­თავთ. ეს გუ­ლის­ხმობს, სა­ო­პე­რა­ციო ეფექ­ტუ­რო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და მომ­ხმა­რებ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბის გა­საზ­რდე­ლად, ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში, ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ა­სა და მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ტი­კა­ში.

გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია მდგრა­დო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, „მეტ­რო­პო­ლის“ პრო­ექ­ტებს ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დეს გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე. ეს კი, თა­ვის მხრივ, მო­ი­ცავს ისე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ხორ­ცშეს­ხმას, რო­გო­რე­ბი­ცაა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გია, ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მა­სა­ლე­ბის მდგრა­დი მო­პო­ვე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა.

„მეტ­რო­პო­ლის­თვის“ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ვეს­ტი­რე­ბა ტა­ლან­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვა­პი­რებთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მე­ბი, ლი­დე­რო­ბის პრო­ექ­ტე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის სქე­მე­ბი. ეს კი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ტა­ლან­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. უფრო მე­ტიც, მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩავ­დებთ ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კვლე­ვებ­ში, რაც მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შევ­ქმნათ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და სერ­ვი­სე­ბი და ვი­ყოთ მო­წი­ნა­ვე­ე­ბი სა­ბაზ­რო ტენ­დენ­ცი­ებ­ში.

ასე­ვე ვგეგ­მავთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ კავ­ში­რე­ბი სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან, და­ვაჩ­ქა­როთ ზრდა და გა­ვა­ფარ­თო­ოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, მო­მა­ვა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ში და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა­ში“.

CEO INSIGHTS ASIA: რო­გორ ფიქ­რობთ, ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად რა რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ტარ­დეს?

„ინ­დუსტრი­ის ზრდი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სფე­როს სჭირ­დე­ბა. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო­ე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბამ შე­საძ­ლოა შე­ამ­ცი­როს ზე­წო­ლა კომ­პა­ნი­ებ­ზე, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მე­ტად გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რა­დღე­ბა ინო­ვა­ცი­ებ­სა და ოპე­რა­ცი­ულ ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. ვფიქ­რობ, სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­და­ხედ­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და მეტ სტი­მულს მის­ცემს ინ­დუსტრი­ას.

მი­მაჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რათა კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შევ­ძლოთ“.

CEO INSIGHTS ASIA სტა­ტი­ის ბო­ლოს გოჩა ხუ­დო­ი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ა­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე „მეტ­რო­პოლს“, ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სულ დე­ვე­ლო­პე­რულ გუნდს, 2022 წელს შე­უ­ერ­თდა. გოჩა ხუ­დო­ი­ანს აქვს მა­ღალ პო­ზი­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში, ასე­ვე ბანკ რეს­პუბ­ლი­კა­ში. მას აქვს ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ფი­ნან­სებ­ში და ასე­ვე MBA მე­წარ­მე­ო­ბა­ში, ფლობს რამ­დე­ნი­მე უცხო ენას.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხუთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მეტროპოლის" ფინანსური დირექტორი CEO INSIGHTS ASIA - ს ლიდერთა რეიტინგში მოხვდა

"მეტროპოლის" ფინანსური დირექტორი CEO INSIGHTS ASIA - ს ლიდერთა რეიტინგში მოხვდა

„მეტროპოლის“ ფინანსური აღმავლობა სტრატეგიული ხედვით - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო მედია CEO INSIGHTS ASIA მეტროპოლის ფინანსურ დირექტორზე, გოჩა ხუდოიანზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ფინანსურ და სტრატეგიულ წარმატებაში ფინანსური დირექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორი სტრატეგიული ფინანსური ხედვა კომპანიის მდგრადი განვითარებისა და წარმატების საწინდარია. სტატიაში, რომელიც, აზიის მასშტაბით, რეიტინგით მესამე სააგენტოზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ გოჩა ხუდოიანი, „მეტროპოლის“ CFO, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების დახმარებით დეველოპერული კომპანიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

CEO INSIGHTS ASIA წერს, რომ გოჩა ხუდოიანი „მეტროპოლის“ გუნდს 2022 წლიდან შეუერთდა და კომპანიაში ახალი ხედვის ფინანსური დისციპლინა, ტექნოლოგიური ინოვაციები და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები დანერგა.

CEO INSIGHTS ASIA-მ „მეტროპოლის“ ფინანსურ დირექტორთან ინტერვიუ ჩაწერა:

CEO INSIGHTS ASIA: გაგვიზიარეთ უძრავი ქონების მიმართულების აქტივობები, რითაც ახლა თქვენს კომპანიაში ხელმძღვანელობთ.

გოჩა ხუდოიანი, „მეტროპოლის“ ფინანსური დირექტორი: „მეტროპოლის პროექტები ხაზს უსვამს ჩვენს ინოვაციურობას, მდგრადობასა და სტრატეგიულ ზრდას. ჩვენ 5 მიმდინარე პროექტი გვაქვს თბილისსა და ბათუმში. „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა სულ მალე, 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. 2026 წლის ბოლოს დასრულდება „მეტროპოლ ქავთარაძე“, ყველაზე დიდი კომპლექსი თბილისში, სადაც ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონა გვექნება. ჰროექტი აერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე საინვესტიციო მიმართულებას. რაც შეეხება ბათუმს, 2 მასშტაბური პროექტი, „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა ქსელს Royal Tulip-ს გააერთიანებს, რომელიც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან ერთად შემოვიყვანეთ. აღნიშნული პროექტების მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

დამატებით, დავიწყეთ ახალი კომპლექსის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ბათუმის ცენტრალულ უბანში მდებარეობს. „მეტროპოლი“, ჯამურად, 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს პროექტებში, რომელთა არეალი 516,200 კვ.მ-ია. Ჩვენი ყველა კომპლექსი ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით, მწვანე არქიტექტორული მიდგომებით, ჭკვიანი სახლის სისტემებით, თანამედროვე სამშენებლო მასალებითა და მაქსიმალური უსაფრთხოებით გამოირჩევა.

სამომავლო გეგმებშია შინდისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ახალი უბნის მშენებლობა. „მეტროპოლი“ პიონერია საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების მშენებლობაში.

CEO INSIGHTS ASIA: რა მიდგომებს იყენებთ ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორების გასაანალიზებლად?

„უძრავი ქონების ეკონომიკისა და ფინანსური ფაქტორების ანალიზი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკროეკონომიკურ ელემენტებს ითვალისწინებს. ჩემი, როგორც ფინანსური დირექტორის, სტრუქტურირებული მიდგომა მოიცავს ბაზრის საფუძვლიანი ანალიზის, კვლევების ჩატარებას, ფინანსური მოდელებისა და პროგნოზების შემუშავებას, რისკების შეფასებას, ბაზარზე კონკურენტების ანალიზსა და მარეგულირებელი და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კომპანიის ე.წ. სთეიქჰოლდერების ინტერესების გათვალისწინება“.

CEO INSIGHTS ASIA: როდესაც ვსაუბრობთ რისკებზე, რა სტრატეგიებს იყენებთ ბაზარზე კომპანიის პოზიციისა და რეპუტაციის დასაცავად?

„რისკებთან შეჯახებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც, ერთი მხრივ, შეამცირებს საფრთხეს, მეორე მხრივ კი, ბაზარზე კომპანიას სწორი პოზიციონირებისა საშუალებას მისცემს და რეპუტაციას შეანარჩუნებინებს. ასეთ შემთხვევებში, ჩემი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა, რისკის იდენტიფიკაციასა და შეფასებას მოიცავს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფინანსური რისკების მართვაზე, საოპერაციო რისკების შემცირებაზე, რეპუტაციასა და ბაზრისა და სტრატეგიული რისკების მართვის პროცესზე. როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაც.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხედვებმა და სტრატეგიამ შეუწყო ხელი „მეტროპოლს“, რომ ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დეველოპერი გამხდარიყო ქართულ ბაზარზე, ჰქონოდა არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობით“.

CEO INSIGHTS ASIA: როგორ ეხმარებით მომხმარებლებს, მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები ბაზრის ტენდენციებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით?

„მომხმარებლებისთვის საინვესტიციო რჩევების მიცემა ძალიან კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს. ვიკვლევთ ბაზარს, ვაკეთებთ ეკონომიკური განვითარების პროგნოზს და ვიძლევით პერსონალიზებულ რჩევებს. ჩვენი მომხმარებლები ეფექტურ რჩევებს სწორედ ბაზრის ყოვლისმომცველი ანალიზის, ეკონომიკური პროგნოზების, პერსონალიზებული სტრატეგიების, მუდმივი მონიტორინგის, გამჭვირვალე კომუნიკაციისა და ექსპერტული შეხედულებების ინტეგრირებით იღებენ. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგად იღებენ ისინი ინფორმირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, რაც ზუსტად შეესაბამება მათ ფინანსურ მიზნებს“.

CEO INSIGHTS ASIA: ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით, რომელ სფეროებზე გეგმავთ ფოკუსირებას ინვესტიციების მიმართულებით?

„ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი საინვესტიციო ხედვა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროზე იქნება კონცენტრირებული. თავდაპირველად, ჩვენი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და კომპანიაში ინოვაციების ხელშეწყობაზე მივმართავთ. ეს გულისხმობს, საოპერაციო ეფექტურობის გასაძლიერებლად და მომხმარებლის კმაყოფილების გასაზრდელად, ინვესტიციებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ავტომატიზაციასა და მონაცემთა ანალიტიკაში.

გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მდგრადობის ინიციატივები და ჩვენი მიზანია, „მეტროპოლის“ პროექტებს ნაკლებად ჰქონდეს გავლენა გარემოზე. ეს კი, თავის მხრივ, მოიცავს ისეთი ინიციატივების ხორცშესხმას, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, ნარჩენების შემცირების პროგრამების განხორციელება და მასალების მდგრადი მოპოვება. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი კი საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა იქნება.

„მეტროპოლისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტირება ტალანტების განვითარებაში. ვაპირებთ, გავაძლიეროთ სატრენინგო პროგრამები, ლიდერობის პროექტები და თანამშრომლების კეთილდღეობის სქემები. ეს კი დაგვეხმარება ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში. უფრო მეტიც, მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩავდებთ ინოვაციების განვითარებისთვის კვლევებში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ ახალი პროდუქტები და სერვისები და ვიყოთ მოწინავეები საბაზრო ტენდენციებში.

ასევე ვგეგმავთ, გავაძლიეროთ კავშირები სტრატეგიულ პარტნიორებთან, დავაჩქაროთ ზრდა და გავაფართოოთ შესაძლებლობები. ვფიქრობ, მომავალი ინვესტიციები დაგვეხმარება არსებული ობიექტების მოდერნიზაციაში და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პროექტების შექმნაში“.

CEO INSIGHTS ASIA: როგორ ფიქრობთ, ინდუსტრიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რა რეფორმები უნდა გატარდეს?

„ინდუსტრიის ზრდისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მთავარი ყურადღება რამდენიმე საკვანძო სფეროს სჭირდება. მარეგულირებელი ჩარჩოების გამარტივებამ შესაძლოა შეამციროს ზეწოლა კომპანიებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, მეტად გაამახვილონ ყურადღება ინოვაციებსა და ოპერაციულ ეფექტურობაზე. ვფიქრობ, საგადასახადო სტრუქტურების გადახედვა მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს და მეტ სტიმულს მისცემს ინდუსტრიას.

მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რათა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება შევძლოთ“.

CEO INSIGHTS ASIA სტატიის ბოლოს გოჩა ხუდოიანის ბიოგრაფიასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე „მეტროპოლს“, ყველაზე პროგრესულ დეველოპერულ გუნდს, 2022 წელს შეუერთდა. გოჩა ხუდოიანს აქვს მაღალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება სამშენებლო ინდუსტრიაში, ასევე ბანკ რესპუბლიკაში. მას აქვს ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში და ასევე MBA მეწარმეობაში, ფლობს რამდენიმე უცხო ენას.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

NS