პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, როგორ მიჰყავთ ინდივიდებს ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით“ - დევიდ კრამერი
“მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, როგორ მიჰყავთ ინდივიდებს ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით“ - დევიდ კრამერი

“ვფიქ­რობ, რომ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან უსარ­გებ­ლო როლს ას­რუ­ლებს. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის ნა­წი­ლია, უხერ­ხუ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია“, - ამის შე­სა­ხებ ჯორჯ ბუ­შის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა დე­ვიდ კრა­მერ­მა "თბი­ლი­სი რუმსში“ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი, ჯორჯ ბუ­შის ინ­სტი­ტუ­ტი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი (EPRC) თბი­ლი­სის მე-8 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით “გარ­დამ­ტე­ხი წელი“ მას­პინ­ძლო­ბენ.

“შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად 6,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ყო და მე სრუ­ლად ვუ­ჭერ ამას მხარს, მაგ­რამ იმის თქმა, რომ ჩვენ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია ვართ, რო­დე­საც რუ­სეთს აქვს თქვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, აბ­სურ­დუ­ლია. გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია, თუ ასე­თი არ­სე­ბობს, მოს­კოვ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი და არა ვა­შინგტონ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ მისი როლი და გან­ცხა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან არა­სა­სარ­გებ­ლოა და უკვე წლე­ბია რაც ვამ­ბობ, რომ დროა მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ვა­კის­როთ და ჯერ კი­დევ მჯე­რა ამის. ამას არა­ნა­ი­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბით არ ვამ­ბობ, არ ვარ მო­ხა­რუ­ლი ამის თქმი­სას, მე მიყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა, აქ ჩა­მოს­ვლა, ხალ­ხი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მე­გობ­რუ­ლი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, გუ­ლუხ­ვი და თბი­ლია, მაგ­რამ არ მსურს იმის ნახ­ვა, ინ­დი­ვი­დებს, რომ­ლებ­საც აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა, რო­გორ მიჰ­ყავთ ეს ქვე­ყა­ნა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სან­ქცი­ებს ად­ვო­კა­ტი­რე­ბას კმა­ყო­ფი­ლე­ბით არ ვუ­წევ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა რთუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ გვაქვს ამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ სწო­რედ იმის გამო, რომ ჩვენ ვა­ფა­სებთ ურ­თი­ერ­თო­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა“, - გა­ნა­ცხა­და კრა­მერ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

“მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, როგორ მიჰყავთ ინდივიდებს ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით“ - დევიდ კრამერი

“მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, როგორ მიჰყავთ ინდივიდებს ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით“ - დევიდ კრამერი

“ვფიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან უსარგებლო როლს ასრულებს. მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტიის ნაწილია, უხერხული და შეურაცხმყოფელია“, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა "თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით “გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

“შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 6,5 მილიარდი დოლარი გამოყო და მე სრულად ვუჭერ ამას მხარს, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტია ვართ, როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, აბსურდულია. გლობალური ომის პარტია, თუ ასეთი არსებობს, მოსკოვშია განთავსებული და არა ვაშინგტონში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი როლი და განცხადებები ძალიან არასასარგებლოა და უკვე წლებია რაც ვამბობ, რომ დროა მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ და ჯერ კიდევ მჯერა ამის. ამას არანაირი კმაყოფილებით არ ვამბობ, არ ვარ მოხარული ამის თქმისას, მე მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ჩამოსვლა, ხალხი არაჩვეულებრივად მეგობრული, სტუმართმოყვარე, გულუხვი და თბილია, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, ინდივიდებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა, როგორ მიჰყავთ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით. სანქციებს ადვოკატირებას კმაყოფილებით არ ვუწევ, შეერთებული შტატებისთვის სანქციების დაწესება რთულია ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ამდენად ღირებული ურთიერთობა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვაფასებთ ურთიერთობას, მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კრამერმა.