საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს! რატომ მალავენ, ვერ გამიგია - დედაჩემი ემიგრანტია, ირლანდიიდან გაგიჟებული მოდის ქალი“ - სასტიკი დეტალები: რას ჰყვება ქარელში წამებით მოკლული ბიჭის და
“ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს! რატომ მალავენ, ვერ გამიგია - დედაჩემი ემიგრანტია, ირლანდიიდან გაგიჟებული მოდის ქალი“ - სასტიკი დეტალები: რას ჰყვება ქარელში წამებით მოკლული ბიჭის და

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შუ­ახ­ნის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ძმებ­მა მე­დოშ­ვი­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა მე­ზო­ბე­ლი, 27 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი წა­მე­ბით მოკ­ლეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 2 პირი და­ა­კა­ვა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხი სოფ­ლი­დან გა­ი­ხიზ­ნა.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ჯ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თო­კით ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 25-108-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Ambebi.ge მოკ­ლუ­ლის დას, მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

“მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი არ ვი­ცით. მე­ზო­ბელ­მა და­პა­ტი­ჟა ჩემი ძმა, სუფ­რა­ზე არც და­უ­ლე­ვია, ან­ტი­ბი­ო­ტიკს სვამ­და, ნიკა იმ ოჯახ­ში ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თვის მი­ვი­და და დიდ­ხანს არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მერე შე­კა­მა­თე­ბუ­ლან, არ ვიცი, რა აკად­რეს ჩემს ძმას, ესეც თავ­მოყ­ვა­რე ბიჭი იყო და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის გა­უ­ტა­რებ­და. მე­დოშ­ვი­ლე­ბი ნას­ვა­მე­ბი ყო­ფი­ლან. ვის ოჯახ­შიც იყ­ვნენ, იმ ბიჭს უთ­ქვამს, რომ შე­კა­მათ­დნენ, მერე ნიკა სახ­ლის­კენ წა­სუ­ლა, მკვლე­ლე­ბი კი და­ე­დევ­ნენ, ჩა­უ­საფ­რდნენ და სას­ტი­კად აწა­მეს. მკვლე­ლო­ბა მე­დოშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის წინ მომ­ხდა­რა, წყა­როს­თან. რო­გორც ჩანს, ჩემი ძმა გა­თი­შეს, თო­რემ გა­უმკლავ­დე­ბო­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და და ასე არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­და თავს. მას თავ­შიც ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჰქო­ნია ჩარ­ტყმუ­ლი, მუხ­ლე­ბიც გა­დაყ­ვლე­ფი­ლი, ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი აქვს, ყელ­ში წა­ჭე­რის კვა­ლიც ეტყო­ბა.

  • ამ და­ნა­შა­ულს სამი მო­ნა­წი­ლე ჰყავს და ის მე­სა­მეც უნდა და­ი­ჭი­რონ, რა­ტომ მა­ლა­ვენ, ვერ გა­მი­გია. ის ერთ-ერთი ძმის შვი­ლია, 15 თუ 16 წლის ბიჭი. არას­რულ­წლო­ვა­ნი­აო, ჩვენ ეს არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, დე­და­ჩე­მი ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ი­დან გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­დის ქალი. აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა მი­ზეზ-გა­რე­შე ეგ ბი­ჭიც უნდა და­ი­სა­ჯოს, ის ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და არა მარ­ტო - მა­მა­ისს პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე უთ­ქვამს, რომ ბა­წა­რი, რო­მე­ლიც ყელ­ში წა­უ­ჭი­რა, შვილს მი­უწ­ვდია. თუ ჩემი 27 წლის ძმა ასე გა­ი­მე­ტეს, არც მა­გა­თი 16 წლის შვი­ლი გვა­დარ­დებს.

სა­ზი­ზღა­რი ხალ­ხია, ერთ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ და ყვე­ლა მე­ო­რე მა­გათ აძა­გებს, მათ­თან ჩემს ძმას არა­ფე­რი ჰქო­ნია სა­ერ­თო. არ ვიცი, რა მოხ­და, იმ ერთ ძმას ძა­ლი­ან მყრა­ლი ენა ჰქო­ნია. მე­ო­რე­ზე ხმა გა­მო­სუ­ლა, გი­ჟის სა­ბუ­თი აქ­ვსო. არა­ნა­ი­რი გიჟი ის არ არის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მა­გათ­თვის 15 წელი ცო­ტაა...

ჩემ­მი ძმაა და ქება არ გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ზღუ­დერ­ში იკი­თხეთ და გე­ტყვი­ან, რა სა­ხე­ლი ჰქონ­და, მთე­ლი სო­ფე­ლი ცოდ­ვით იწ­ვის, იმ­დე­ნი ხალ­ხი მიდი-მო­დის, ბევ­რს არც ვიც­ნობთ. მე გა­თხო­ვი­ლი ვარ და სახ­ლში ბებო და ჩემი 2 ძმა ცხოვ­რობ­და.

ამ საქ­მეს მოწ­მეც ჰყავს - ჩემი ძმის ნათ­ლუ­ლი. ის ბიჭი და­კი­თხეს და ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ნი­კას მას­თან და­უ­რე­კავს, წყა­როს­თან ვარ და ჩა­მო­დიო. კი­დევ კარ­გი, ეს ბიჭი ჩა­სუ­ლა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ძმის გვა­მიც გა­და­ეგ­დოთ და ვერ გვე­პო­ვა. მოწ­მეს მისი დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და და არ მი­უშ­ვეს. ამ ნათ­ლულს გა­მო­უ­ძა­ხე­ბია სას­წრა­ფოც და სა­პატ­რუ­ლოც.

ვინც ნახა, ამ­ბობს, ნიკა ხეზე იყო მიბ­მუ­ლი, ხის ნა­ჭე­რი ჰქონ­და ჩარ­ტყმუ­ლი, ძირს თო­კე­ბი ეყა­რაო... ჩემი ძმა ისე­თი ადა­მი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა, ვი­ღაც ისე გა­ემ­წა­რე­ბი­ნა, ასე სას­ტი­კად გას­წო­რე­ბოდ­ნენ. განა რა და­ა­შა­ვა იმ შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ასე მხე­ცუ­რად რომ მოკ­ლეს? - არა­ფე­რი, ელე­მენ­ტა­რულ შე­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ასე უნდა გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ?

მე­დოშ­ვი­ლის ოჯა­ხი სოფ­ლი­დან გა­იქ­ცა (მე­ო­რე ძმა აქ არ ცხოვ­რობ­და, სტუმ­რად იყო), თვი­თონ გა­და­წყვი­ტეს ასე, მათ არა­ვინ ემუქ­რე­ბო­და, ად­გნენ და თა­ვი­სით გა­იქ­ცნენ. ის ბავ­შვიც უნდა და­ი­სა­ჯოს, არაფ­რის დი­დე­ბით არ უნდა გა­მოძ­ვრეს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს! რატომ მალავენ, ვერ გამიგია - დედაჩემი ემიგრანტია, ირლანდიიდან გაგიჟებული მოდის ქალი“ - სასტიკი დეტალები: რას ჰყვება ქარელში წამებით მოკლული ბიჭის და

“ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს! რატომ მალავენ, ვერ გამიგია - დედაჩემი ემიგრანტია, ირლანდიიდან გაგიჟებული მოდის ქალი“ - სასტიკი დეტალები: რას ჰყვება ქარელში წამებით მოკლული ბიჭის და

ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 27 წლის ნიკა ღვინიაშვილი წამებით მოკლეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკვლელების ოჯახი სოფლიდან გაიხიზნა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Ambebi.ge მოკლულის დას, მარიამ ღვინიაშვილს ესაუბრა:

“მკვლელობის ნამდვილი მიზეზი არ ვიცით. მეზობელმა დაპატიჟა ჩემი ძმა, სუფრაზე არც დაულევია, ანტიბიოტიკს სვამდა, ნიკა იმ ოჯახში ზრდილობის გულისთვის მივიდა და დიდხანს არც გაჩერებულა. მერე შეკამათებულან, არ ვიცი, რა აკადრეს ჩემს ძმას, ესეც თავმოყვარე ბიჭი იყო და შეურაცხყოფას არავის გაუტარებდა. მედოშვილები ნასვამები ყოფილან. ვის ოჯახშიც იყვნენ, იმ ბიჭს უთქვამს, რომ შეკამათდნენ, მერე ნიკა სახლისკენ წასულა, მკვლელები კი დაედევნენ, ჩაუსაფრდნენ და სასტიკად აწამეს. მკვლელობა მედოშვილების სახლის წინ მომხდარა, წყაროსთან. როგორც ჩანს, ჩემი ძმა გათიშეს, თორემ გაუმკლავდებოდა, წინააღმდეგობას გაუწევდა და ასე არავის მოაკვლევინებდა თავს. მას თავშიც ბლაგვი საგანი ჰქონია ჩარტყმული, მუხლებიც გადაყვლეფილი, ნახოხიალები აქვს, ყელში წაჭერის კვალიც ეტყობა.

  • ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს და ის მესამეც უნდა დაიჭირონ, რატომ მალავენ, ვერ გამიგია. ის ერთ-ერთი ძმის შვილია, 15 თუ 16 წლის ბიჭი. არასრულწლოვანიაო, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, დედაჩემი ემიგრანტია, ირლანდიიდან გაგიჟებული მოდის ქალი. აუცილებლად, ყველა მიზეზ-გარეშე ეგ ბიჭიც უნდა დაისაჯოს, ის ყველაფერს უყურებდა და არა მარტო - მამაისს პოლიციაში დაკითხვაზე უთქვამს, რომ ბაწარი, რომელიც ყელში წაუჭირა, შვილს მიუწვდია. თუ ჩემი 27 წლის ძმა ასე გაიმეტეს, არც მაგათი 16 წლის შვილი გვადარდებს.

საზიზღარი ხალხია, ერთ სოფელში ვცხოვრობთ და ყველა მეორე მაგათ აძაგებს, მათთან ჩემს ძმას არაფერი ჰქონია საერთო. არ ვიცი, რა მოხდა, იმ ერთ ძმას ძალიან მყრალი ენა ჰქონია. მეორეზე ხმა გამოსულა, გიჟის საბუთი აქვსო. არანაირი გიჟი ის არ არის, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი იყო. მაგათთვის 15 წელი ცოტაა...

ჩემმი ძმაა და ქება არ გამომივიდეს, მაგრამ ზღუდერში იკითხეთ და გეტყვიან, რა სახელი ჰქონდა, მთელი სოფელი ცოდვით იწვის, იმდენი ხალხი მიდი-მოდის, ბევრს არც ვიცნობთ. მე გათხოვილი ვარ და სახლში ბებო და ჩემი 2 ძმა ცხოვრობდა.

ამ საქმეს მოწმეც ჰყავს - ჩემი ძმის ნათლული. ის ბიჭი დაკითხეს და ამბობს, რომ მკვლელობამდე ნიკას მასთან დაურეკავს, წყაროსთან ვარ და ჩამოდიო. კიდევ კარგი, ეს ბიჭი ჩასულა, თორემ შეიძლება ჩემი ძმის გვამიც გადაეგდოთ და ვერ გვეპოვა. მოწმეს მისი დახმარება უნდოდა და არ მიუშვეს. ამ ნათლულს გამოუძახებია სასწრაფოც და საპატრულოც.

ვინც ნახა, ამბობს, ნიკა ხეზე იყო მიბმული, ხის ნაჭერი ჰქონდა ჩარტყმული, ძირს თოკები ეყარაო... ჩემი ძმა ისეთი ადამიანი არ ყოფილა, ვიღაც ისე გაემწარებინა, ასე სასტიკად გასწორებოდნენ. განა რა დააშავა იმ შელაპარაკების დროს, ასე მხეცურად რომ მოკლეს? - არაფერი, ელემენტარულ შელაპარაკებაზე ასე უნდა გაემეტებინათ?

მედოშვილის ოჯახი სოფლიდან გაიქცა (მეორე ძმა აქ არ ცხოვრობდა, სტუმრად იყო), თვითონ გადაწყვიტეს ასე, მათ არავინ ემუქრებოდა, ადგნენ და თავისით გაიქცნენ. ის ბავშვიც უნდა დაისაჯოს, არაფრის დიდებით არ უნდა გამოძვრეს“.

იხილეთ ასევე: