მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ იარაღიც საჭიროა, არსებობს შეთანხმებები, რომ ჩვენ ყველაფერს მივიღებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ იარაღიც საჭიროა, არსებობს შეთანხმებები, რომ ჩვენ ყველაფერს მივიღებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმე­ბის­თვის არა მხო­ლოდ ნე­ბარ­თვა, არა­მედ შე­სა­ბა­მი­სი ია­რა­ღიც სა­ჭი­როა“, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ზა­პო­რო­ჟი­ე­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, დიკ სხოფ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“თუ ერთ-ერ­თმა ქვე­ყა­ნამ, და­უშ­ვა (დარ­ტყმე­ბი) და ასე­თი გზავ­ნი­ლე­ბი უკვე არ­სე­ბობს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით, ისე­ვე რო­გორც მე­დი­ა­ში, ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, გად­მოგ­ვცა თუ არა ამ ქვე­ყა­ნამ შე­სა­ბა­მი­სი ია­რა­ღი. ანუ, მხო­ლოდ ნე­ბარ­თვა არ არის სა­ჭი­რო, სა­ჭი­როა ამის (ია­რა­ღის) მი­ღე­ბაც“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, “შე­თან­ხმე­ბე­ბი, რომ ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვი­ღებთ“ არ­სე­ბობს.

“აქ ორი სა­კი­თხია, რომ­ლებ­ზეც ჩვენ ვმუ­შა­ობთ (ნე­ბარ­თვი­სა და ია­რა­ღის მი­ღე­ბა), მაგ­რამ ამას დღეს ჩვენ უფრო პო­ზი­ტი­უ­რად ვა­ფა­სებთ“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბი­ლია, რომ ნი­დერ­ლან­დე­ბი უკ­რა­ი­ნას 200 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის ახალ პა­კეტს გა­დას­ცემს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დიკ სხო­ფი ავ­რცე­ლებს.

“ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა უკ­რა­ი­ნას წინსვლა­ში და­ვეხ­მა­როთ. არა მხო­ლოდ ფრონ­ტის ხაზ­ზე, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც. სწო­რედ ამი­ტომ, ნი­დერ­ლან­დე­ბი 200 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ახალ პა­კეტს გა­მო­ყოფს. პა­კე­ტი ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაც­ვა­სა და შე­კე­თე­ბა­ზე და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბას შე­ი­ცავს“, - წერს დიკ სხო­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია ნი­დერ­ლან­დე­ბის შემ­დგო­მი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი ჰქონ­დეს.

“უკ­რა­ი­ნა­ში ჩემ­მა პირ­ველ­მა ვი­ზიტ­მა, ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში, ჩემი რწმე­ნა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვენ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ“, - აღ­ნიშ­ნა დიკ სხოფ­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს, ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დიკ სხო­ფი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად ზა­პო­რო­ჟი­ეს ერთ-ერთ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბა მი­უ­ლო­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ იარაღიც საჭიროა, არსებობს შეთანხმებები, რომ ჩვენ ყველაფერს მივიღებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ იარაღიც საჭიროა, არსებობს შეთანხმებები, რომ ჩვენ ყველაფერს მივიღებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არა მხოლოდ ნებართვა, არამედ შესაბამისი იარაღიც საჭიროა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, დიკ სხოფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“თუ ერთ-ერთმა ქვეყანამ, დაუშვა (დარტყმები) და ასეთი გზავნილები უკვე არსებობს დიპლომატიური არხებით, ისევე როგორც მედიაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გადმოგვცა თუ არა ამ ქვეყანამ შესაბამისი იარაღი. ანუ, მხოლოდ ნებართვა არ არის საჭირო, საჭიროა ამის (იარაღის) მიღებაც“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, “შეთანხმებები, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მივიღებთ“ არსებობს.

“აქ ორი საკითხია, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ (ნებართვისა და იარაღის მიღება), მაგრამ ამას დღეს ჩვენ უფრო პოზიტიურად ვაფასებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ ნიდერლანდები უკრაინას 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი ავრცელებს.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას წინსვლაში დავეხმაროთ. არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდები 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს გამოყოფს. პაკეტი ძირითადად ორიენტირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებაზე და ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაფინანსებას შეიცავს“, - წერს დიკ სხოფი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია ნიდერლანდების შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

“უკრაინაში ჩემმა პირველმა ვიზიტმა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემი რწმენა დაადასტურა, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა დიკ სხოფმა.

ცნობისთვის, დღეს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ სხოფი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.