პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი დანაშაულის დეტალები: 28 წლის ბიჭის წამებით მკვლელობისთვის 56 და 65 წლის ძმები დააკავეს - "ხელები შეუკრეს და ისე სცემეს ბავშვი. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს"
სასტიკი დანაშაულის დეტალები:  28 წლის ბიჭის წამებით მკვლელობისთვის 56 და 65 წლის ძმები დააკავეს - "ხელები შეუკრეს და ისე სცემეს ბავშვი. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს"

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში, სა­დაც 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს - ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს.

ამის თო­ა­ბა­ზე შსს-ს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცახ­დე­ბა­შიც არის ლა­პა­რა­კი.

"პო­ლი­ცი­ამ შიდა ქარ­თლში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ. ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ჯ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თო­კით ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს".

სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

"მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით 56 და 65 წლის ძმე­ბი მე­დოშ­ვი­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ამ დრომ­დე პო­ლი­ცია იცავს. ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი კი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლშია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლო­ე­ბას უჭირს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე თუ რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი, რო­გორც სო­ფელ ზღუ­დერ­ში ყვე­ბი­ან მხა­რე­ებს შო­რის აქამ­დე კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მომ­ხდა­რა.

"ჩემ ხელ­ში გა­ი­ზარ­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე, რო­გორ არ მეტ­კი­ნე­ბა... არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია ამ ბავ­შვს. ქე­ი­ფობ­დნენ სუფ­რა­ზე, გა­მო­ვი­და და... ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ... კი იჩხუ­ბეს მაგ­რამ, ან ხელი და­არ­ტყი, ან სი­ტყვი­ე­რად გა­არ­ჩი­ეთ... ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ? ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და ისე ცე­მეს ბავ­შვი. გა­ვი­გე, რომ უკან ჰქონ­და ხე­ლე­ბი შეკ­რუ­ლი, რომ ვერ მო­ე­რივ­ნენ, მერე შე­უკ­რეს. ყელ­ზე ნა­თი­თუ­რე­ბი და ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი აქვს, მუხ­ლე­ბი დას­ხვე­პი­ლი ჰქონ­და, სულ ტა­ლახ­შია ნა­გო­რა­ვე­ბი, თავი დარ­ტყმუ­ლი აქვს," - აცხა­დებს მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ახ­ლო­ბე­ლი.

"სა­უ­კე­თე­სო, გუ­ლი­ა­ნი ბიჭი მოკ­ლეს. რო­გორ გა­ი­მე­ტეს, თან ასე­თი წა­მე­ბის­თვის, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

ბრალ­დე­ბუ­ლი ძმე­ბი მე­დოშ­ვი­ლე­ბი, ქა­რე­ლის პო­ლი­ცი­ამ გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვა, ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან წი­ნას­წა­რი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ნო­ბას ელო­დე­ბი­ან. მომ­ხდარ­ზე საქ­მე და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით. ერთი გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და მე­ო­რე მკვლე­ო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას. ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ნო­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ ძმებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, სა­დაც მო­სა­მარ­თლე აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

სასტიკი დანაშაულის დეტალები: 28 წლის ბიჭის წამებით მკვლელობისთვის 56 და 65 წლის ძმები დააკავეს - "ხელები შეუკრეს და ისე სცემეს ბავშვი. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს"

სასტიკი დანაშაულის დეტალები:  28 წლის ბიჭის წამებით მკვლელობისთვის 56 და 65 წლის ძმები დააკავეს - "ხელები შეუკრეს და ისე სცემეს ბავშვი. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს"

უმძიმესი დანაშაული მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, სადაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად მოკლეს - ახალგაზრდა, სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

ამის თოაბაზე შსს-ს გავრცელებულ განცახდებაშიც არის ლაპარაკი.

"პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს".

სავარაუდოდ, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა.

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 56 და 65 წლის ძმები მედოშვილები დააკავეს.

შემზარავი დანაშაული წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს ამ დრომდე პოლიცია იცავს. ადგილზე რჩებიან შსს-ს თანამშრომლები. მოკლულის ცხედარი კი საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. ადგილობრივ მოსახლოებას უჭირს პასუხი კითხვაზე თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, როგორც სოფელ ზღუდერში ყვებიან მხარეებს შორის აქამდე კონფლიქტი არასოდეს მომხდარა.

"ჩემ ხელში გაიზარდა, საკუთარი შვილივით გავზარდე, როგორ არ მეტკინება... არაფერი დაუშავებია ამ ბავშვს. ქეიფობდნენ სუფრაზე, გამოვიდა და... ჩხუბი მოუვიდათ... კი იჩხუბეს მაგრამ, ან ხელი დაარტყი, ან სიტყვიერად გაარჩიეთ... ასე სასიკვდილოდ? ხელები შეუკრეს და ისე ცემეს ბავშვი. გავიგე, რომ უკან ჰქონდა ხელები შეკრული, რომ ვერ მოერივნენ, მერე შეუკრეს. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს, მუხლები დასხვეპილი ჰქონდა, სულ ტალახშია ნაგორავები, თავი დარტყმული აქვს," - აცხადებს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი.

"საუკეთესო, გულიანი ბიჭი მოკლეს. როგორ გაიმეტეს, თან ასეთი წამებისთვის, გაოგნებული ვართ ყველა", - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი.

ბრალდებული ძმები მედოშვილები, ქარელის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა, ისინი გადაყვანილები არიან წინასწარი მოთავსების იზოლატორში და ბრალის ოფიციალურ გაცნობას ელოდებიან. მომხდარზე საქმე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. ერთი გულისხმობს განზრახ მკვლელობას და მეორე მკვლეობაში დახმარებას. ბრალის ოფიციალურ გაცნობის შემდეგ ბრალდებულ ძმებს სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.