მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის, მოქალაქეები მძევლებივით არიან" - რასა იუკნევიჩიანე
"ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის, მოქალაქეები მძევლებივით არიან" - რასა იუკნევიჩიანე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვი­სი ბიზ­ნე­სის­თვის და მისი ცხოვ­რე­ბის­თვის აქ - ქარ­თვე­ლე­ბი მძევ­ლე­ბი­ვით არი­ან იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც თა­ვად პროკ­რემ­ლის­ტია, ეს თქვე­ნი ტრა­გე­დი­აა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის „გარ­დამ­ტე­ხი წელი“ ფარ­გლებ­ში, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას მმარ­თვე­ლი ძა­ლის დღე­ვან­დელ რი­ტო­რი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­მარ­ტე­ბით, ის იმე­დოვ­ნებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს „სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ტრა­გე­დია მო­მა­ვალ­ში“.

“ეს სა­კი­თხი ჩემ­თვი­საც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის, არ მეს­მის. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, იგი­ვე შეგ­რძნე­ბა მქონ­და თა­ვი­დან­ვე, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და - მას სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვი­სი ბიზ­ნე­სის­თვის და მისი ცხოვ­რე­ბის­თვის აქ. სწო­რედ ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბი მძევ­ლე­ბი­ვით არი­ან იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც თა­ვად პროკ­რემ­ლის­ტია, ეს თქვე­ნი ტრა­გე­დი­აა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს არ გახ­დე­ბა თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ტრა­გე­დია მო­მა­ვალ­ში”,- აცხა­დებს რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნე.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი “რე­ფე­რენ­დუ­მის ტოლ­ფა­სია, რა დრო­საც გა­და­წყდე­ბა, დარ­ჩე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო „Русский мир“-ში თუ აირ­ჩევს ცხოვ­რე­ბის ევ­რო­პულ გზას”.

“გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირს არ მი­უ­ღია. ევ­რო­კავ­შირ­მა იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე ამას ვინ­მე ელო­და, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე იყო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ „აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის“ ქვეყ­ნებს შო­რის, მაგ­რამ ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მორ­ჩე­ბა. მხო­ლოდ და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სი­მა­მა­ცის წყა­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ეს არ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს გამო. ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი რე­ფე­რენ­დუ­მის ტოლ­ფა­სია, რა დრო­საც გა­და­წყდე­ბა, დარ­ჩე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო „Русский мир“-ში თუ აირ­ჩევს ცხოვ­რე­ბის ევ­რო­პულ გზას. ეს უკი­დუ­რეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ატა­რებს და ჩვენ ევ­რო­პე­ლებ­მა, მათ, ვინც ვართ ევ­რო­კავ­შირ­ში, თქვენს ქვე­ყა­ნას დახ­მა­რე­ბა უნდა გა­ვუ­წი­ოთ, მაგ­რამ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია იმა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა, ვიდ­რე ამას ქარ­თვე­ლე­ბი აკე­თე­ბენ. ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით უფრო მე­ტად ქარ­თვე­ლე­ბი, ვიდ­რე თა­ვად ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან”,- აღ­ნიშ­ნავს რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნე.

გარ­და ამი­სა, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნეს გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს დარ­ჩე­ნაა.

მი­სი­ვე თქმით, მას უჭირს გა­უ­გოს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ხმას აძ­ლე­ვენ მათ, ვინც “ღიად ან­ტი­ევ­რო­პუ­ლე­ბი არი­ან და რუ­სე­თის სიმ­პა­ტი­ზი­რე­ბას ახ­დე­ნენ”.

“მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სწო­რი გზის არ­ჩე­ვა და ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს დარ­ჩე­ნაა. სწო­რედ ამა­ზე იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მი­ჭირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­გე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ პრო­ევ­რო­პუ­ლე­ბი არი­ან, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს უჭე­რენ მხარს და მე­ო­რე მხრივ, ხმას აძ­ლე­ვენ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ღიად ან­ტი­ევ­რო­პუ­ლე­ბი, ღიად ან­ტი­და­სავ­ლუ­რე­ბი არი­ან და რუ­სე­თის სიმ­პა­ტი­ზი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ეს ჩემ­თვის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას”,- გა­ნა­ცხა­და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის, მოქალაქეები მძევლებივით არიან" - რასა იუკნევიჩიანე

"ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის, მოქალაქეები მძევლებივით არიან" - რასა იუკნევიჩიანე

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ - ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მმართველი ძალის დღევანდელ რიტორიკასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის განმარტებით, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული არ გახდება საქართველოს „სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში“.

“ეს საკითხი ჩემთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ მესმის. მაგრამ მეორე მხრივ, იგივე შეგრძნება მქონდა თავიდანვე, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა - მას საერთოდ არ სჭირდება ევროკავშირი თავისი ბიზნესისთვის და მისი ცხოვრებისთვის აქ. სწორედ ამიტომ ქართველები მძევლებივით არიან იმ ადამიანის, რომელიც თავად პროკრემლისტია, ეს თქვენი ტრაგედიაა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გახდება თქვენი სახელმწიფოებრიობის ტრაგედია მომავალში”,- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები “რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება თუ არა საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას”.

“გადაწყვეტილება მოლაპარაკების გადადებასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ მიუღია. ევროკავშირმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, იმ გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“. საქართველო მოწინავე იყო გარკვეული პერიოდის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, საქართველო ჩამორჩება. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელების სიმამაცის წყალობით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის გაფართოების საკითხის გააქტიურება, ეს არ მოხდა საქართველოს გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს არის მიზეზი, რის გამოც მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება თუ არა საქართველო „Русский мир“-ში თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას. ეს უკიდურეს მნიშვნელობას ატარებს და ჩვენ ევროპელებმა, მათ, ვინც ვართ ევროკავშირში, თქვენს ქვეყანას დახმარება უნდა გავუწიოთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამას ქართველები აკეთებენ. ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თავად ქართველები არიან”,- აღნიშნავს რასა იუკნევიჩიანე.

გარდა ამისა, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ამჟამად, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ისტორიის სწორ მხარეს დარჩენაა.

მისივე თქმით, მას უჭირს გაუგოს იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევენ მათ, ვინც “ღიად ანტიევროპულები არიან და რუსეთის სიმპატიზირებას ახდენენ”.

“მთავარი გამოწვევა სწორი გზის არჩევა და ისტორიის სწორ მხარეს დარჩენაა. სწორედ ამაზე იქნება მომავალი არჩევნებიც. აქედან გამომდინარე, მე მიჭირს იმ ადამიანების გაგება, რომლებიც ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, რომ ევროატლანტიკურ მომავალს უჭერენ მხარს და მეორე მხრივ, ხმას აძლევენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად ანტიევროპულები, ღიად ანტიდასავლურები არიან და რუსეთის სიმპატიზირებას ახდენენ. ეს ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”,- განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.