პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეწარო, შენ უნდა აგო პასუხი ცილისწამებისთვისაც.... ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს სჭრი ჩემს უდანაშაულო შვილს, ეს არ შეგრჩება" - გურჯაანში მოკლული ქალის დედა მკვლელს მიმართავს
"გარეწარო, შენ უნდა აგო პასუხი ცილისწამებისთვისაც.... ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს სჭრი ჩემს უდანაშაულო შვილს, ეს არ შეგრჩება" - გურჯაანში მოკლული ქალის დედა მკვლელს მიმართავს

ქმრის მიერ სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი, ფიქ­რია ტუ­გუ­ლაშ­ვი­ლი 1-ელ სექ­ტემ­ბერს მი­ა­ბა­რეს მი­წას. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში დაკ­რძა­ლეს. სამი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ახლა ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი, თუმ­ცა მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თა­ვი­სი ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბა სცა­და. ამ­ბობს, რომ ცოლი და მისი ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ხო­ცა. ფაქ­ტია, ის არ ნა­ნობს ჩა­დე­ნილს, უფრო მე­ტიც, ამ­ბობს, ახლა ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ, იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ­დიო. მი­ზე­ზად ღა­ლატს ასა­ხე­ლებს. ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რა არა­ვის და ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცილს სწა­მებს მე­უღ­ლე­სა და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებს, რო­მელ­თა და­სა­ხო­ცად ხელი არ აუ­კან­კალ­და.

ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას, გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ ახა­შენ­ში დიდი გლო­ვაა. სწო­რედ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ მოკ­ლუ­ლი ბი­ჭე­ბი მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი და როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი. ამ ბი­ჭებს იქ ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ავად­მყო­ფურ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას შე­ე­წირ­ნენ უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭე­ბი. ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი იყო, ის უმი­ზე­ზოდ ეჭ­ვი­ა­ნობ­და და სიმ­თვრა­ლე­ში სა­ერ­თოდ უკონ­ტრო­ლო ხდე­ბო­და.

"ამ არ­სე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი უწო­დო. რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა და­ატ­რი­ა­ლა და კი­დევ სა­ხელს უტეხს თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ცოლ­საც და მე­გობ­რებ­საც, ეს ეჭ­ვი­ა­ნი, პა­თო­ლო­გი უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს და არ უნდა იხი­ლოს დღის სი­ნათ­ლე. თქვენ არ იცით რო­გო­რი უპა­ტი­ოს­ნე­სი გოგო და ბი­ჭე­ბი და­ხო­ცა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა შვილმკვდა­რი ოჯა­ხის­თვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ პრო­ცეს­ზე ნათ­ქვა­მი ბრალ­დე­ბა, რომ მან მე­უღ­ლე და მისი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ღა­ლა­ტის გამო და­ხო­ცა. ფიქ­რი­ას დედა, მაია ზა­თი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ უმ­ძი­მეს­მა ცი­ლის­წა­მე­ბამ კი­დევ მე­ტად გა­ა­ნად­გუ­რა მისი ოჯა­ხი და ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი აგოს ამ სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის­თვი­საც.

დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს მკვლე­ლო­ბა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვილს წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და და რომ ქმრის პა­თო­ლო­გი­უ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. რო­გორც ამ­ბობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შვი­ლი მა­ლავ­და, რომ მო­ძა­ლა­დის მსხვერ­პლი რომ იყო. ერთხელ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი კი მე­ო­რედ იმა­ვე ად­გი­ლას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­ცხრი­ლა.

მაია ზა­თი­აშ­ვი­ლი:

- რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო ამ ტკი­ვი­ლით. შვი­ლი ასე­თი სი­სას­ტი­კით მოგ­ვიკ­ლა და კი­დევ ვის­მენთ მის ცრუ ბრალ­დე­ბებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის გა­მა­ოგ­ნე­ბელ ცრუ ბრალ­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და არა­ვინ კი­თხუ­ლობს ჩემი შვი­ლის ამ­ბავს. მო­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰკი­თხონ, რო­გო­რი შვი­ლი მყავ­და. ასეთ ცილს რო­გორ სწა­მებს ის გა­რე­წა­რი ჩემს შვილს. ფიქ­რია ძა­ლი­ან გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გოგო იყო, არ უყ­ვარ­და ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ოჯახ­ში. დიდ­ხანს მა­ლავ­და ამ ამ­ბავს. არც კი ვი­ცო­დით ასე­თი ავად­მყო­ფის გვერ­დით რომ ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლი ისე გვაჩ­ვე­ნებ­და თავს, თით­ქოს სა­უ­კე­თე­სო იყო. რა დღე­ში იყო ფიქ­რია, ეს გა­ვი­გეთ პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა ქმარ­მა დაჭ­რა. მა­შინ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. ამის შემ­დეგ აღი­ა­რა ჩემ­მა შვილ­მა ჩვენ­თან, რომ სა­ში­ნე­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი ჰყავ­და. მუდ­მი­ვად ტე­რო­რის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა. ეზო­ში რომ ჩა­სუ­ლი­ყო ან მა­ღა­ზი­ა­ში მე­სი­ჯი უნდა მი­ე­წე­რა მის­თვის და ნე­ბარ­თვა უნდა აეღო. ეტყო­და თურ­მე ფიქ­რი­ას სა­მუ­შა­ოდ მივ­დი­ვა­რო, ან სო­ფელ­ში მივ­დი­ვა­რო და სი­ნამ­დვი­ლე­ში იჯდა სა­დარ­ბა­ზოს­თან და "ზვე­რავ­და" ჩემს შვილს.

ვიდ­რე ბი­ნას შე­ი­ძენ­დნენ, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, თურ­მე იმ ბი­ნა­ში კა­მე­რე­ბი და­უ­ყე­ნა და ისე აკონ­ტრო­ლებ­და. ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი მას უნდა სცოდ­ნო­და. სულ მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. უსა­ფუძ­ვლოდ შე­ეძ­ლო ეეჭ­ვი­ა­ნა. თურ­მე ეუბ­ნე­ბო­და, ახლა სა­საფ­ლა­ო­ზე შენი "რე­შოტ­კა" უნდა იღე­ბე­ბო­დე­სო. ეს, რაც მი­ამ­ბო ჩემ­მა შვილ­მა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ რა­მეს არც ჰყვე­ბო­და...

სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა მა­შინ, ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და ამა­საც არ ნა­ნობ­და, აქეთ მო­დი­ო­და იე­რიშ­ზე, უთ­ქვამს მერე, მე რომ იმ ღა­მეს თოფი მე­პო­ვა, უნდა და­მე­ხო­ცეთ, ყვე­ლა­ფე­რი შენს თავს და­აბ­რა­ლე, ღირ­სი ხარო. იმ დაჭ­რის შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩემს შვილ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. 13 ივ­ნისს გა­მო­ვი­და ეს სას­ტი­კი მკვლე­ლი ცი­ხი­დან, ჩემი შვი­ლის დაჭ­რის გამო იხ­დი­და სას­ჯელს. იმ ღა­მეს ჩა­ა­ლა­გა ტან­საც­მე­ლი ფიქ­რი­ამ და ბავ­შვებ­თან ერ­თად უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან სო­ფელ­ში. დი­ლით მუხ­ლის ჩო­ქ­ზე დად­გა, ღრი­ა­ლებ­და, ოღონდ ახლა მა­პა­ტიე და შე­ვიც­ვლე­ბიო, - ფიქ­რი­ამ მი­თხრა, - ბავ­შვე­ბის­თვის კარ­გი მა­მაა და ჩემი შვი­ლე­ბის ხათ­რით დავ­რჩე­ბიო. შე­რიგ­დნენ და ასე გა­აგ­რძე­ლეს ცხოვ­რე­ბა ერ­თად. სულ ვუ­რე­კავ­დი და ვე­კი­თხე­ბო­დი, რო­გორ ხართ- მეთ­ქი. ფიქ­რია მე­უბ­ნე­ბო­და, - კარ­გად ვარ­თო. ეტყო­ბა მი­მა­ლავ­და ახ­ლაც. წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი იჯდა ცი­ხე­ში და კი­დევ ჰქონ­და ორი წელი პი­რო­ბი­თი დარ­ჩე­ნი­ლი. ჩემს შვილს ეტყო­ბა იმე­დი ჰქონ­და, ამ პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლის დროს ახალ და­ნა­შა­ულს არ ჩა­ი­დენ­და.

- მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ასე­თი პა­ტა­რა სას­ჯე­ლი რა­ტომ მი­ე­სა­ჯა?

- ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და ფიქ­რი­ამ მა­ინც არ უჩივ­ლა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში რომ გა­და­იყ­ვა­ნეს, გახ­მა­ურ­და. სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნილ­მა მო­მიყ­ვა, რა დღე­ში იყო და რო­გორ უთ­ვალ­თვა­ლებ­და... მერე ჩას­ვეს ცი­ხე­ში. ცი­ხი­დან ყო­ველ­დღე ურე­კავ­და, ავად­მყო­ფი დედა ჰყავ­და და ამ ამ­ბის შემ­დეგ ჩემი შვი­ლი მას უვ­ლი­და - გა­და­არ­ჩი­ნა, ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა. ცი­ხი­დან ჰპირ­დე­ბო­და მე აქ აღარ შე­მოვ­ბრუნ­დე­ბი და მე ვიცი, ამის შემ­დეგ რო­გორ ცხოვ­რე­ბას და­ვი­წყე­ბო. უხა­რო­და ჩემს შვილს ამ იმე­დებს რომ აძ­ლევ­და და ეგო­ნა, გა­მოს­წორ­დე­ბო­და. ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვი­და, ამის შემ­დეგ ყაზ­ბეგ­ში იყ­ვნენ და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად წა­სუ­ლე­ბი, იქი­და­ნაც გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ჩა­მო­ვი­და ფიქ­რია, მი­თხრა, ლუდს სვამ­და ვი­ღაც გო­გო­ნებ­თან ერ­თად, მე არ გავ­სულ­ვარ, რა­ტომ არ გა­მოხ­ვე­დი და არ და­ჯე­ქი ჩვენ­თან ერ­თად, ამა­ზე ამი­შარ­დაო.

- ტრა­გე­დი­ის დღეს წა­მო­ვი­და ფიქ­რია თქვე­ნი სახ­ლი­დან მე­უღ­ლის სახ­ლში?

- 4 დღის ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ფიქ­რია და ბავ­შვე­ბი სო­ფელ­ში. რომ ჩა­მო­ვი­და ფიქ­რია, მი­თხრა, ერთი დღით უნდა წა­ვი­დე ახა­შენ­ში, ხე­ლო­სა­ნი აბა­ზა­ნას გვი­კე­თებ­სო. ისიც მი­თხრა, რე­მონტს მახო აკე­თებ­სო... ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი იყ­ვნენ. თბი­ლის­ში მთე­ლი სახ­ლის რე­მონ­ტი ამ ბი­ჭის გა­კე­თე­ბუ­ლია და სო­ფელ­შიც ის ეხ­მა­რე­ბო­და. ორი­ვე მოკ­ლუ­ლი მე­გობ­რობ­და მას­თან, რო­გორც ვიცი, ცი­ხე­ში მყოფს ფულ­საც ური­ცხავ­და ორი­ვე. ყო­ველ­დღე ურე­კავ­და ფიქ­რი­ას ზვი­ა­დი იმ დღე­ებ­ში, მაგ­რამ ეჭვი არა­ფერ­ში შე­მი­ტა­ნია, სხვა დრო­საც ასე იცო­და, - კი­თხუ­ლობ­და ცოლ-შვილს. ფიქ­რია რომ დაჭ­რა, ამ ამ­ბის ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე ჩემს უმ­ცროს შვი­ლიშ­ვილს ენის პა­რა­ლი­ჩი და­ე­მარ­თა და ენა ებ­მე­ბო­და. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ცხვა­რი შე­უთ­ქვა სა­ლო­ცავს და 29 აგ­ვის­ტოს მთე­ლი ოჯა­ხი უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ლო­ცავ­ში, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. 28 აგ­ვის­ტოს მა­რი­ა­მო­ბას დი­ლით წა­ვი­და ფიქ­რია იმათ სო­ფელ­ში, - ხე­ლო­სა­ნი უნდა მო­ვი­დე­სო. მერე მომ­წე­რა მე­სი­ჯი, დედა ჩა­ვე­დი, კარ­გად ვიმ­გზავ­რე, ახლა ნა­ნის­თან ვარ, ყა­ვას ვსვამ და და­ვი­წყებ და­ლა­გე­ბა­სო. ჩემი შვი­ლის მკვლე­ლის ბი­ცო­ლა ცხოვ­რობს მათი სახ­ლის გვერ­დით და იქ იყო. ის ნა­თე­სა­ვი ქალი ამ­ბობს, კარგ ხა­სი­ათ­ზე იყ­ვნენ, ყა­ვაც და­ვა­ლე­ვი­ნე, საჭ­მე­ლიც ვა­ჭა­მე და გა­ვიდ­ნე­ნო, მერე რომ შე­ვე­დი სახ­ლში, მახო აბა­ზა­ნა­ში ეგდო მოკ­ლუ­ლი, ფიქ­რია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და თვი­თონ მკვლე­ლი გაქ­ცე­უ­ლი იყოო.. "გე­კო­დან" უს­ვრია ორი­ვეს­თვის.

- ამ­ბო­ბენ, სახ­ლში ბევ­რი ია­რა­ღი ჰქონ­დაო...

- ფიქ­რი­ას­გან ვი­ცო­დი, რომ სულ ყი­დუ­ლობ­და. დე­და­მი­სი ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და ფულს რომ გა­მო­უგ­ზავ­ნი­და, იმით ყი­დუ­ლობ­და. ეს ჩემი ჰო­ბია და ბავ­შვო­ბა­ში რაც სურ­ვი­ლე­ბი მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი უნდა ავის­რუ­ლოო, - უთ­ქვამს. ჩემს მე­უღ­ლეს­თა­ნაც მო­უხ­და კონ­ფლიქ­ტი ია­რა­ღის გამო. დათ­ვრა და უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­და. ჩემ­მა მე­უღ­ლემ უთხრა, ასე სრო­ლა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს რომ მოხ­ვდე­სო. იკა­მა­თეს ამის გამო. მოჰ­ქონ­და ია­რა­ღი და მთვრა­ლი ის­რო­და. რო­გორც ვიცი, რომ დათ­ვრე­ბო­და თბი­ლი­სის ბი­ნა­ში, იქაც ის­რო­და. ცი­ხე­ში რომ იყო და ფული დას­ჭირ­და, მა­შინ რამ­დე­ნი­მე ია­რა­ღი გა­ყი­და. ის რომ ცი­ხე­ში იყო, ფიქ­რია ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში მათ სახ­ლში, დე­დამ­თილ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად და დე­დამ­თილს უვ­ლი­და.

ჩემი ბიჭი ემიგ­რა­ცი­ა­შია და იქი­დან ფი­ნან­სუ­რად სულ ეხ­მა­რე­ბო­და, რომ არ გას­ჭირ­ვე­ბო­და, რად­გან ბავ­შვე­ბის ექი­მე­ბის­თვი­საც სჭირ­დე­ბო­და ფიქ­რი­ას ფული. ჩვენც სულ ვეხ­მა­რე­ბო­დით, მათ­თვის ვცხოვ­რობ­დით. ორი შვი­ლის დედა ვარ, ბიჭი სა­ზღვარ­გა­რეთ არის და მას ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ჩვენ ამ ოჯახს ვი­ნა­ხავ­დით. ბი­ნის სა­ყი­დე­ლი ფუ­ლის ნა­წი­ლის ჩემ­მა ვაჟ­მა მის­ცა, მერე სამ­ზა­რე­უ­ლოც უყი­და. სულ გვერ­დში ვე­დე­ქით და დღეს ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე ვართ. ბავ­შვებს დედა მო­უკ­ლა და ვერ ვე­უბ­ნე­ბით, რომ დედა აღარ არის ცო­ცხა­ლი. არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ფსი­ქი­კა­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა. ჯერ არ არი­ან დე­დის დაჭ­რის სტრე­სი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი და ახლა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. უფ­რო­სი გო­გო­ნა ხვდე­ბა იმას, რაც მოხ­და. უთ­ქვამს, ბებო რომ ტი­რო­და და ხალ­ხი მო­ვი­და, მე მო­ვის­მი­ნე, რაც მოხ­დაო. უმ­ცრო­სი ახ­ლაც ელო­დე­ბა დე­დას, უთ­ქვამს, დედა ვიდ­რე არ მოვა, აქ ვიქ­ნე­ბიო. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და ახლა ძა­ლი­ან მე­ში­ნია კი­დევ მე­ტად არ გა­ურ­თულ­დეთ მდგო­მა­რე­ო­ბა. არ ვიცი, რო­გორ ვუ­თხრა, რომ დედა მო­უკ­ლეს. უფ­რო­სი გოგო 11 წლის არის, უკვე ხვდე­ბა ყვე­ლა­ფერს. ცი­ხე­ში რომ იყო მა­მა­მი­სი მა­შინ წე­რი­ლი და­უ­წე­რია და საყ­ვე­დუ­რობ­და მას თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის გამო. ეს წე­რი­ლი ფიქ­რი­ამ წაგ­ვა­კი­თხა. ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ებ­ში იყო ბავ­შვი. ტკი­ვი­ლი­ა­ნი წე­რი­ლი ფიქ­რი­ამ და­ხია და არ მი­უ­ცია ად­რე­სა­ტის­თვის, იფიქ­რებს მე და­ვა­წე­რი­ნე და ამი­შარ­დე­ბაო. ეტყო­ბა ახალ კონ­ფლიქტს მო­ე­რი­და. რო­გორ უძ­ლებ­და ამ­დენს. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ არ ვი­ცით კი­დევ. ჩემი შვი­ლი ამ გა­რე­წა­რი ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი იყო. შე­იძ­ლე­ბა არ უნ­დო­და ჩვენ, მშობ­ლებს გული გვტკე­ნო­და და ამი­ტომ არ გვიყ­ვე­ბო­და. ძა­ლი­ან გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი, წყნა­რი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, უპა­ტი­ოს­ნე­სი გოგო იყო ჩემი ფიქ­რია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰკი­თხეთ და ის გე­ტყვით, რო­გო­რი შვი­ლი მყავ­და. სულ მე­ში­ნო­და დაჭ­რის მერე და ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ვღე­ლავ­დი.

- ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ?

- მა­ინც არ ის­ვე­ნებ­და. ფიქ­რი­ამ მი­თხრა, ცოტა ნას­ვა­მი იყო და ისევ იღ­რი­ნე­ბო­დაო. ასე უთ­ქვამს, მე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ჩემს და­ჭე­რა­ში ფული გა­და­ი­ხა­და შენ­მა ძმამ და მალე მაგ საქ­მე­საც გა­ვარ­კვე­ვო, - იმუქ­რე­ბო­და თურ­მე.

მჯე­რა, მას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა. ასე­თი წა­მე­ბით მოკ­ლა უდა­ნა­შა­უ­ლო გოგო და ახლა მარ­თლა სა­ში­ნე­ლი მო­სას­მე­ნია ის ბრალ­დე­ბე­ბი, ის ცი­ლის­წა­მე­ბა, რაც მის­გან ის­მის. ამის­თვის მან პა­სუ­ხი უნდა აგოს. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ კი­დევ თა­ვის მარ­თლე­ბას ცდი­ლობს, კი­დევ ჩირ­ქს სცხებს ჩემი შვილს. სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დე, - წა­მო­დი იქი­დან-მეთ­ქი.

ფიქ­რია ფა­ქი­ზი სუ­ლის გოგო იყო. იმა­საც გა­ნიც­დი­და რომ სულ ძმა ეხ­მა­რე­ბო­და, არ მინ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩემი ძმის კი­სერ­ზე ვი­ყოო.

შვი­ლე­ბის გამო გა­წი­რა თავი. ახლა რა ვქნა, ჩემი მოკ­ლუ­ლი შვი­ლი ვი­დარ­დო, თუ ბავ­შვე­ბი, რა ვუ­თხრა მის შვი­ლებს, რა­ტომ მო­უკ­ლეს დედა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­სამ­ძიმ­რებს, ყვე­ლა ტი­რის ჩემს შვილს. დიდი და პა­ტა­რა. უნდა ვა­გე­ბი­ნო პა­სუ­ხი დამ­ნა­შა­ვეს. უზო­მოდ სვამ­და თით­ქოს სას­მე­ლი არ ჰქონ­და ნა­ნა­ხი, მერე ია­რაღ­საც უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­და. მო­სა­წე­ვებ­საც ეწე­ო­და. ერთხელ ჩემ­მა მე­უღ­ლემ ახ­ლობ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­იყ­ვა­ნა ბუ­ნე­ბა­ში, იქ მო­სა­წე­ვიც მო­უ­წე­ვია და და­უ­ლე­ვია, მთლი ღამე და­ი­კარ­გა. ვერ მო­აგ­ნო სახ­ლამ­დე, ჩემი გოგო სულ ში­შე­ბით ცხოვ­რობ­და, ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი რამე და­მი­მა­ლა და ასე ჩა­იკ­ლა გულ­ში თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. გაგ­ვა­ნად­გუ­რა, ვი­თხოვ, სა­მუ­და­მოდ გა­მო­კე­ტონ ცი­ხე­ში ეგ არა­კა­ცი...

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"გარეწარო, შენ უნდა აგო პასუხი ცილისწამებისთვისაც.... ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს სჭრი ჩემს უდანაშაულო შვილს, ეს არ შეგრჩება" - გურჯაანში მოკლული ქალის დედა მკვლელს მიმართავს

"გარეწარო, შენ უნდა აგო პასუხი ცილისწამებისთვისაც.... ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს სჭრი ჩემს უდანაშაულო შვილს, ეს არ შეგრჩება" - გურჯაანში მოკლული ქალის დედა მკვლელს მიმართავს

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი, ფიქრია ტუგულაშვილი 1-ელ სექტემბერს მიაბარეს მიწას. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი ახლა ციხეშია გამოკეტილი, თუმცა მან სასამართლო პროცესზე თავისი ქმედების გამართლება სცადა. ამბობს, რომ ცოლი და მისი ბავშვობის ძმაკაცები ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცა. ფაქტია, ის არ ნანობს ჩადენილს, უფრო მეტიც, ამბობს, ახლა ცოცხლები რომ იყვნენ, იმავეს გავიმეორებდიო. მიზეზად ღალატს ასახელებს. ამ ვერსიის არ სჯერა არავის და ყველა დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ცილს სწამებს მეუღლესა და ბავშვობის მეგობრებს, რომელთა დასახოცად ხელი არ აუკანკალდა.

ტრაგედიის ადგილას, გურჯაანის სოფელ ახაშენში დიდი გლოვაა. სწორედ ზურაბაშვილის მეზობლად ცხოვრობდნენ მოკლული ბიჭები მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ამ ბიჭებს იქ ყველა დადებითად ახასიათებს და დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულის ავადმყოფურ ეჭვიანობას შეეწირნენ უდანაშაულო ბიჭები. ყველა მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული პათოლოგი იყო, ის უმიზეზოდ ეჭვიანობდა და სიმთვრალეში საერთოდ უკონტროლო ხდებოდა.

"ამ არსებას არ შეიძლება ადამიანი უწოდო. რამხელა უბედურება დაატრიალა და კიდევ სახელს უტეხს თავის გადასარჩენად ცოლსაც და მეგობრებსაც, ეს ეჭვიანი, პათოლოგი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და არ უნდა იხილოს დღის სინათლე. თქვენ არ იცით როგორი უპატიოსნესი გოგო და ბიჭები დახოცა", - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ძალიან მძიმე აღმოჩნდა შვილმკვდარი ოჯახისთვის მკვლელობაში ბრალდებულის მიერ პროცესზე ნათქვამი ბრალდება, რომ მან მეუღლე და მისი ბავშვობის მეგობრები ღალატის გამო დახოცა. ფიქრიას დედა, მაია ზათიაშვილი ამბობს, რომ ამ უმძიმესმა ცილისწამებამ კიდევ მეტად გაანადგურა მისი ოჯახი და ის კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავემ პასუხი აგოს ამ საშინელი ცილისწამებისთვისაც.

დედა დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა ზვიად ზურაბაშვილს წინასწარ განზრახული ჰქონდა და რომ ქმრის პათოლოგიური ეჭვიანობის გამო მისი ქალიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში მისი შვილი მალავდა, რომ მოძალადის მსხვერპლი რომ იყო. ერთხელ სასწაულად გადარჩენილი კი მეორედ იმავე ადგილას ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.

მაია ზათიაშვილი:

- როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. შვილი ასეთი სისასტიკით მოგვიკლა და კიდევ ვისმენთ მის ცრუ ბრალდებებს. ჟურნალისტები მის გამაოგნებელ ცრუ ბრალდებას ავრცელებენ და არავინ კითხულობს ჩემი შვილის ამბავს. მოვიდნენ სოფელში, ნებისმიერ ადამიანს ჰკითხონ, როგორი შვილი მყავდა. ასეთ ცილს როგორ სწამებს ის გარეწარი ჩემს შვილს. ფიქრია ძალიან გულჩათხრობილი გოგო იყო, არ უყვარდა ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემები ჰქონდა ოჯახში. დიდხანს მალავდა ამ ამბავს. არც კი ვიცოდით ასეთი ავადმყოფის გვერდით რომ ცხოვრობდა. მკვლელი ისე გვაჩვენებდა თავს, თითქოს საუკეთესო იყო. რა დღეში იყო ფიქრია, ეს გავიგეთ პირველად მაშინ, როცა ქმარმა დაჭრა. მაშინ სასწაულად გადარჩა. ამის შემდეგ აღიარა ჩემმა შვილმა ჩვენთან, რომ საშინელი, ეჭვიანი ქმარი ჰყავდა. მუდმივად ტერორის ქვეშ უწევდა ცხოვრება. ეზოში რომ ჩასულიყო ან მაღაზიაში მესიჯი უნდა მიეწერა მისთვის და ნებართვა უნდა აეღო. ეტყოდა თურმე ფიქრიას სამუშაოდ მივდივარო, ან სოფელში მივდივარო და სინამდვილეში იჯდა სადარბაზოსთან და "ზვერავდა" ჩემს შვილს.

ვიდრე ბინას შეიძენდნენ, ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თურმე იმ ბინაში კამერები დაუყენა და ისე აკონტროლებდა. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი მას უნდა სცოდნოდა. სულ მოკვლით ემუქრებოდა. უსაფუძვლოდ შეეძლო ეეჭვიანა. თურმე ეუბნებოდა, ახლა სასაფლაოზე შენი "რეშოტკა" უნდა იღებებოდესო. ეს, რაც მიამბო ჩემმა შვილმა, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს არც ჰყვებოდა...

სასწაულად გადარჩა მაშინ, ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ამასაც არ ნანობდა, აქეთ მოდიოდა იერიშზე, უთქვამს მერე, მე რომ იმ ღამეს თოფი მეპოვა, უნდა დამეხოცეთ, ყველაფერი შენს თავს დააბრალე, ღირსი ხარო. იმ დაჭრის შემდეგ თბილისში ჩემს შვილთან ერთად ვიყავი. 13 ივნისს გამოვიდა ეს სასტიკი მკვლელი ციხიდან, ჩემი შვილის დაჭრის გამო იხდიდა სასჯელს. იმ ღამეს ჩაალაგა ტანსაცმელი ფიქრიამ და ბავშვებთან ერთად უნდა წამოსულიყო ჩვენთან სოფელში. დილით მუხლის ჩოქზე დადგა, ღრიალებდა, ოღონდ ახლა მაპატიე და შევიცვლებიო, - ფიქრიამ მითხრა, - ბავშვებისთვის კარგი მამაა და ჩემი შვილების ხათრით დავრჩებიო. შერიგდნენ და ასე გააგრძელეს ცხოვრება ერთად. სულ ვურეკავდი და ვეკითხებოდი, როგორ ხართ- მეთქი. ფიქრია მეუბნებოდა, - კარგად ვართო. ეტყობა მიმალავდა ახლაც. წელიწად ნახევარი იჯდა ციხეში და კიდევ ჰქონდა ორი წელი პირობითი დარჩენილი. ჩემს შვილს ეტყობა იმედი ჰქონდა, ამ პირობითი სასჯელის დროს ახალ დანაშაულს არ ჩაიდენდა.

- მკვლელობის მცდელობისთვის ასეთი პატარა სასჯელი რატომ მიესაჯა?

- ამხელა დანაშაული ჩაიდინა და ფიქრიამ მაინც არ უჩივლა, თუმცა კლინიკაში რომ გადაიყვანეს, გახმაურდა. სიკვდილს გადარჩენილმა მომიყვა, რა დღეში იყო და როგორ უთვალთვალებდა... მერე ჩასვეს ციხეში. ციხიდან ყოველდღე ურეკავდა, ავადმყოფი დედა ჰყავდა და ამ ამბის შემდეგ ჩემი შვილი მას უვლიდა - გადაარჩინა, ფეხზე დააყენა. ციხიდან ჰპირდებოდა მე აქ აღარ შემოვბრუნდები და მე ვიცი, ამის შემდეგ როგორ ცხოვრებას დავიწყებო. უხაროდა ჩემს შვილს ამ იმედებს რომ აძლევდა და ეგონა, გამოსწორდებოდა. ციხიდან რომ გამოვიდა, ამის შემდეგ ყაზბეგში იყვნენ დასასვენებლად ერთად წასულები, იქიდანაც განერვიულებული ჩამოვიდა ფიქრია, მითხრა, ლუდს სვამდა ვიღაც გოგონებთან ერთად, მე არ გავსულვარ, რატომ არ გამოხვედი და არ დაჯექი ჩვენთან ერთად, ამაზე ამიშარდაო.

- ტრაგედიის დღეს წამოვიდა ფიქრია თქვენი სახლიდან მეუღლის სახლში?

- 4 დღის ჩამოსულები იყვნენ ფიქრია და ბავშვები სოფელში. რომ ჩამოვიდა ფიქრია, მითხრა, ერთი დღით უნდა წავიდე ახაშენში, ხელოსანი აბაზანას გვიკეთებსო. ისიც მითხრა, რემონტს მახო აკეთებსო... ერთად გაზრდილები იყვნენ. თბილისში მთელი სახლის რემონტი ამ ბიჭის გაკეთებულია და სოფელშიც ის ეხმარებოდა. ორივე მოკლული მეგობრობდა მასთან, როგორც ვიცი, ციხეში მყოფს ფულსაც ურიცხავდა ორივე. ყოველდღე ურეკავდა ფიქრიას ზვიადი იმ დღეებში, მაგრამ ეჭვი არაფერში შემიტანია, სხვა დროსაც ასე იცოდა, - კითხულობდა ცოლ-შვილს. ფიქრია რომ დაჭრა, ამ ამბის ნერვიულობაზე ჩემს უმცროს შვილიშვილს ენის პარალიჩი დაემართა და ენა ებმებოდა. ჩემმა მეუღლემ ცხვარი შეუთქვა სალოცავს და 29 აგვისტოს მთელი ოჯახი უნდა წავსულიყავით სალოცავში, ამისთვის ვემზადებოდით. 28 აგვისტოს მარიამობას დილით წავიდა ფიქრია იმათ სოფელში, - ხელოსანი უნდა მოვიდესო. მერე მომწერა მესიჯი, დედა ჩავედი, კარგად ვიმგზავრე, ახლა ნანისთან ვარ, ყავას ვსვამ და დავიწყებ დალაგებასო. ჩემი შვილის მკვლელის ბიცოლა ცხოვრობს მათი სახლის გვერდით და იქ იყო. ის ნათესავი ქალი ამბობს, კარგ ხასიათზე იყვნენ, ყავაც დავალევინე, საჭმელიც ვაჭამე და გავიდნენო, მერე რომ შევედი სახლში, მახო აბაზანაში ეგდო მოკლული, ფიქრია სამზარეულოში და თვითონ მკვლელი გაქცეული იყოო.. "გეკოდან" უსვრია ორივესთვის.

- ამბობენ, სახლში ბევრი იარაღი ჰქონდაო...

- ფიქრიასგან ვიცოდი, რომ სულ ყიდულობდა. დედამისი ემიგრაციაში იყო და ფულს რომ გამოუგზავნიდა, იმით ყიდულობდა. ეს ჩემი ჰობია და ბავშვობაში რაც სურვილები მქონდა ყველაფერი უნდა ავისრულოო, - უთქვამს. ჩემს მეუღლესთანაც მოუხდა კონფლიქტი იარაღის გამო. დათვრა და უმისამართოდ ისროდა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, ასე სროლა როგორ შეიძლება, ვინმეს რომ მოხვდესო. იკამათეს ამის გამო. მოჰქონდა იარაღი და მთვრალი ისროდა. როგორც ვიცი, რომ დათვრებოდა თბილისის ბინაში, იქაც ისროდა. ციხეში რომ იყო და ფული დასჭირდა, მაშინ რამდენიმე იარაღი გაყიდა. ის რომ ციხეში იყო, ფიქრია ცხოვრობდა თბილისში მათ სახლში, დედამთილთან და შვილებთან ერთად და დედამთილს უვლიდა.

ჩემი ბიჭი ემიგრაციაშია და იქიდან ფინანსურად სულ ეხმარებოდა, რომ არ გასჭირვებოდა, რადგან ბავშვების ექიმებისთვისაც სჭირდებოდა ფიქრიას ფული. ჩვენც სულ ვეხმარებოდით, მათთვის ვცხოვრობდით. ორი შვილის დედა ვარ, ბიჭი საზღვარგარეთ არის და მას ჩვენი დახმარება არ სჭირდება. ჩვენ ამ ოჯახს ვინახავდით. ბინის საყიდელი ფულის ნაწილის ჩემმა ვაჟმა მისცა, მერე სამზარეულოც უყიდა. სულ გვერდში ვედექით და დღეს ამხელა ტრაგედიის წინაშე ვართ. ბავშვებს დედა მოუკლა და ვერ ვეუბნებით, რომ დედა აღარ არის ცოცხალი. არ ვიცი, ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე როგორ აისახება. ჯერ არ არიან დედის დაჭრის სტრესიდან გამოსულები და ახლა ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს. უფროსი გოგონა ხვდება იმას, რაც მოხდა. უთქვამს, ბებო რომ ტიროდა და ხალხი მოვიდა, მე მოვისმინე, რაც მოხდაო. უმცროსი ახლაც ელოდება დედას, უთქვამს, დედა ვიდრე არ მოვა, აქ ვიქნებიო. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ და ახლა ძალიან მეშინია კიდევ მეტად არ გაურთულდეთ მდგომარეობა. არ ვიცი, როგორ ვუთხრა, რომ დედა მოუკლეს. უფროსი გოგო 11 წლის არის, უკვე ხვდება ყველაფერს. ციხეში რომ იყო მამამისი მაშინ წერილი დაუწერია და საყვედურობდა მას თავისი ქმედებების გამო. ეს წერილი ფიქრიამ წაგვაკითხა. ძალიან მძიმე ემოციებში იყო ბავშვი. ტკივილიანი წერილი ფიქრიამ დახია და არ მიუცია ადრესატისთვის, იფიქრებს მე დავაწერინე და ამიშარდებაო. ეტყობა ახალ კონფლიქტს მოერიდა. როგორ უძლებდა ამდენს. შეიძლება ბევრი რამ არ ვიცით კიდევ. ჩემი შვილი ამ გარეწარი ადამიანის მსხვერპლი იყო. შეიძლება არ უნდოდა ჩვენ, მშობლებს გული გვტკენოდა და ამიტომ არ გვიყვებოდა. ძალიან გულჩათხრობილი, წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული, უპატიოსნესი გოგო იყო ჩემი ფიქრია. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ და ის გეტყვით, როგორი შვილი მყავდა. სულ მეშინოდა დაჭრის მერე და ყოველდღე ვკითხულობდი. განსაკუთრებით მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვღელავდი.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ კონფლიქტი არ ჰქონიათ?

- მაინც არ ისვენებდა. ფიქრიამ მითხრა, ცოტა ნასვამი იყო და ისევ იღრინებოდაო. ასე უთქვამს, მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს დაჭერაში ფული გადაიხადა შენმა ძმამ და მალე მაგ საქმესაც გავარკვევო, - იმუქრებოდა თურმე.

მჯერა, მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ჩემი შვილის მკვლელობა. ასეთი წამებით მოკლა უდანაშაულო გოგო და ახლა მართლა საშინელი მოსასმენია ის ბრალდებები, ის ცილისწამება, რაც მისგან ისმის. ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. ამხელა ტრაგედიის შემდეგ კიდევ თავის მართლებას ცდილობს, კიდევ ჩირქს სცხებს ჩემი შვილს. სულ ვეხვეწებოდე, - წამოდი იქიდან-მეთქი.

ფიქრია ფაქიზი სულის გოგო იყო. იმასაც განიცდიდა რომ სულ ძმა ეხმარებოდა, არ მინდა, მთელი ცხოვრება ჩემი ძმის კისერზე ვიყოო.

შვილების გამო გაწირა თავი. ახლა რა ვქნა, ჩემი მოკლული შვილი ვიდარდო, თუ ბავშვები, რა ვუთხრა მის შვილებს, რატომ მოუკლეს დედა. უამრავი ადამიანი მისამძიმრებს, ყველა ტირის ჩემს შვილს. დიდი და პატარა. უნდა ვაგებინო პასუხი დამნაშავეს. უზომოდ სვამდა თითქოს სასმელი არ ჰქონდა ნანახი, მერე იარაღსაც უმისამართოდ ისროდა. მოსაწევებსაც ეწეოდა. ერთხელ ჩემმა მეუღლემ ახლობლის დაბადების დღეზე წაიყვანა ბუნებაში, იქ მოსაწევიც მოუწევია და დაულევია, მთლი ღამე დაიკარგა. ვერ მოაგნო სახლამდე, ჩემი გოგო სულ შიშებით ცხოვრობდა, ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე დამიმალა და ასე ჩაიკლა გულში თავისი პრობლემები, რამაც ამხელა უბედურებამდე მიგვიყვანა. გაგვანადგურა, ვითხოვ, სამუდამოდ გამოკეტონ ციხეში ეგ არაკაცი...

იხილეთ ასევე: