საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრი ვეშაპი ჰვალდიმერი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ რუსებმა ჯაშუშად გაწვრთნეს, ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს
თეთრი ვეშაპი ჰვალდიმერი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ რუსებმა ჯაშუშად გაწვრთნეს, ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

თეთ­რი ვე­შა­პი, რო­მელ­ზეც ეჭ­ვობ­დნენ, რომ რუ­სებ­მა ჯა­შუ­შად გაწ­ვრთნეს, ნორ­ვე­გი­ის სა­ნა­პი­როს­თან მკვდა­რი იპო­ვეს.

ცხო­ვე­ლი, რო­მელ­საც ჰვალ­დი­მე­რი შე­არ­ქვეს, ქა­ლაქ რი­სა­ვი­კას­თან გა­მო­რი­ყუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და უახ­ლო­ეს პორ­ტში გა­მო­საკ­ვლე­ვად წა­ი­ღეს. ვე­შა­პი პირ­ვე­ლად ნორ­ვე­გი­ის წყლებ­ში ხუთი წლის წინ შე­ნიშ­ნეს, მას GoPro-ს კა­მე­რა ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც "სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა" ეწე­რა. სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა ეჭ­ვე­ბი, რომ ცხო­ვე­ლი შე­საძ­ლოა, ჯა­შუ­ში ვე­შა­პი ყო­ფი­ლი­ყო - რაც ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, წარ­სულ­ში უკვე მომ­ხდა­რა. მოს­კოვს ამ ბრალ­დე­ბებ­ზე არ უპა­სუ­ხია.

ჰვალ­დი­მი­რის უსუ­ლო სხე­უ­ლი უქ­მე­ებ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცია Marine Mind-მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მოძ­რა­ო­ბებს აკ­ვირ­დე­ბო­და. Marine Mind-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სე­ბას­ტი­ან სტრან­დმა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო AFP-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვე­შა­პის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია და რომ ჰვალ­დი­მი­რის სხე­ულ­ზე აშ­კა­რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჩანს. "მისი სხე­უ­ლი გა­ვა­ცი­ვეთ, რათა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ნეკ­როპ­სი­ის­თვის იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და სტრან­დმა AFP-სთან.

და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ჰვ­ლა­დი­მე­რი არც ისე ასა­კო­ვა­ნი იყო, რად­გან თეთ­რი ვე­შა­პე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 60 წლამ­დე აღ­წევს. ის პირ­ვე­ლად ნორ­ვე­გი­ის ნა­ვებს 2019 წლის აპ­რილ­ში, ინ­გო­ი­ას კუნ­ძულ­თან მი­უ­ახ­ლოვ­და, რო­მე­ლიც მურ­მანსკი­დან 415 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ე­თის ფლო­ტია და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი. მოვ­ლე­ნა ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და, რად­გან თეთ­რი ვე­შა­პე­ბი არ­ქტი­კის სამ­ხრე­თით ასე შორს იშ­ვი­ა­თად თუ ჩნდე­ბი­ან ხოლ­მე.

აღ­მო­ჩე­ნამ ნორ­ვე­გი­ის შიდა დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოს გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­შა­პი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის არ­მი­ის მიერ იყო გაწ­ვრთნი­ლი, რად­გან ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს შეჩ­ვე­უ­ლი იყო. ვე­შაპს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ჰვალ­დი­მე­რი შე­არ­ქვეს, რაც წარ­მო­ად­გენს სი­ტყვე­ბის თა­მაშს, ერთი მხრივ, ნორ­ვე­გი­უ­ლი სი­ტყვით "ჰვალ", რაც ვე­შაპს ნიშ­ნავს, მე­ო­რე მხრივ კი, პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­ხე­ლით. რუ­სეთს ადრე სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის სხვა წყლის ბი­ნა­და­რი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბიც გა­უწ­ვრთნია, მა­გა­ლი­თად, დელ­ფი­ნე­ბი; ვებ-სა­იტ­მა Barents Observer-მა კი მურ­მანსკის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის სა­ზღვაო ბა­ზებ­თან ვე­შა­პე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რუ­სეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­სო­დეს უღი­ა­რე­ბია, რომ ჰვალ­დი­მი­რი შე­იძ­ლე­ბა, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ყო­ფი­ლი­ყო გაწ­ვრთნი­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თეთრი ვეშაპი ჰვალდიმერი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ რუსებმა ჯაშუშად გაწვრთნეს, ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

თეთრი ვეშაპი ჰვალდიმერი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ რუსებმა ჯაშუშად გაწვრთნეს, ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

თეთრი ვეშაპი, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ რუსებმა ჯაშუშად გაწვრთნეს, ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს.

ცხოველი, რომელსაც ჰვალდიმერი შეარქვეს, ქალაქ რისავიკასთან გამორიყული აღმოაჩინეს და უახლოეს პორტში გამოსაკვლევად წაიღეს. ვეშაპი პირველად ნორვეგიის წყლებში ხუთი წლის წინ შენიშნეს, მას GoPro-ს კამერა ჰქონდა მიმაგრებული, რომელსაც "სანქტ-პეტერბურგის აღჭურვილობა" ეწერა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვები, რომ ცხოველი შესაძლოა, ჯაშუში ვეშაპი ყოფილიყო - რაც ექსპერტების თქმით, წარსულში უკვე მომხდარა. მოსკოვს ამ ბრალდებებზე არ უპასუხია.

ჰვალდიმირის უსულო სხეული უქმეებზე ორგანიზაცია Marine Mind-მა აღმოაჩინა, რომელიც წლების განმავლობაში მის მოძრაობებს აკვირდებოდა. Marine Mind-ის დამფუძნებელმა სებასტიან სტრანდმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ ვეშაპის სიკვდილის მიზეზი უცნობია და რომ ჰვალდიმირის სხეულზე აშკარა დაზიანებები არ ჩანს. "მისი სხეული გავაცივეთ, რათა ვეტერინარული ინსტიტუტის ნეკროპსიისთვის იყოს მომზადებული", - განაცხადა სტრანდმა AFP-სთან.

დაახლოებით 15 წლის ჰვლადიმერი არც ისე ასაკოვანი იყო, რადგან თეთრი ვეშაპების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლამდე აღწევს. ის პირველად ნორვეგიის ნავებს 2019 წლის აპრილში, ინგოიას კუნძულთან მიუახლოვდა, რომელიც მურმანსკიდან 415 კილომეტრში მდებარეობს, სადაც რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტია დაბანაკებული. მოვლენა ყურადღებას იქცევდა, რადგან თეთრი ვეშაპები არქტიკის სამხრეთით ასე შორს იშვიათად თუ ჩნდებიან ხოლმე.

აღმოჩენამ ნორვეგიის შიდა დაზვერვის სააგენტოს გამოძიება გამოიწვია, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ვეშაპი, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის მიერ იყო გაწვრთნილი, რადგან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ადამიანებს შეჩვეული იყო. ვეშაპს ადგილობრივებმა ჰვალდიმერი შეარქვეს, რაც წარმოადგენს სიტყვების თამაშს, ერთი მხრივ, ნორვეგიული სიტყვით "ჰვალ", რაც ვეშაპს ნიშნავს, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელით. რუსეთს ადრე სამხედრო მიზნებისთვის სხვა წყლის ბინადარი ძუძუმწოვრებიც გაუწვრთნია, მაგალითად, დელფინები; ვებ-საიტმა Barents Observer-მა კი მურმანსკის ჩრდილო-დასავლეთის საზღვაო ბაზებთან ვეშაპების საცხოვრებელი ადგილები აღმოაჩინა.

რუსეთს ოფიციალურად არასოდეს უღიარებია, რომ ჰვალდიმირი შეიძლება, რუსული სამხედროების მიერ ყოფილიყო გაწვრთნილი.

წყარო