თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო სხდომას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დაესწრება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავასთან ერთად დაესწრება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე იმართება. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშია.