სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით... უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა..." - დევიდ კრამერი
"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით... უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა..." - დევიდ კრამერი

სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან და ამის შემ­დეგ ჩვენ ვნა­ხეთ მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბრუნ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კა­ში. შე­იც­ვა­ლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ["უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“], რო­მე­ლიც მი­ღე­ბულ იქნა მი­უ­ხე­და­ვად ძლი­ე­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით და ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რით რუ­სე­თის მხრი­დან. ამ ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არის. უფრო მე­ტად ეს არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, - ამის შე­სა­ხებ ჯორჯ ბუ­შის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა დე­ვიდ კრა­მერ­მა "თბი­ლი­სი რუმსში“ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი, ჯორჯ ბუ­შის ინ­სტი­ტუ­ტი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი (EPRC) თბი­ლი­სის მე-8 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით "გარ­დამ­ტე­ხი წელი“ მას­პინ­ძლო­ბენ.

მან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ მი­ღე­ბას ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და ქვეყ­ნის­თვის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კა­ნო­ნის არ­ჩევ­ნე­ბის წინ მი­ღე­ბა არა შემ­თხვე­ვი­თო­ბა, არა­მედ წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი ნა­ბი­ჯია.

"მშვე­ნი­ე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მე და კონ­ფე­რენ­ცი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს, პა­ნე­ლის­ტებს, გვიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნაა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხით და ჩვენ ვა­ტა­რებთ ამ კონ­ფე­რენ­ცი­ას იმის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ასე­ვე ვაჩ­ვე­ნოთ ქარ­თვე­ლებს, რომ ჩვენ ვზრუ­ნავთ იმა­ზე, რაც ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში და და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს, რათა გა­ნაგ­რძოს თა­ვი­სი სვლა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პის­კენ.

ამ წლის კონ­ფე­რენ­ცი­ას ჰქვია "გარ­დამ­ტე­ხი წელი“. არ­ჩევ­ნე­ბი გაქვთ ქვე­ყა­ნა­ში ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩვენც გვაქვს არ­ჩევ­ნე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ნო­ემ­ბერ­ში. უკვე ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, საფ­რან­გეთ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, შე­იც­ვა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მარ­თლაც გარ­დამ­ტე­ხი წე­ლია და სწო­რედ ამი­ტომ ვართ აქ.

გა­სუ­ლი წლის კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან და ამის შემ­დეგ ჩვენ ვნა­ხეთ მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბრუნ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კა­ში. შე­იც­ვა­ლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბულ იქნა მი­უ­ხე­და­ვად ძლი­ე­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით და ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რით რუ­სე­თის მხრი­დან. არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, არის მთა­ვა­რი შეც­დო­მა და უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ამ ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ ვხე­დავთ, რას აკე­თე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში. ვფიქ­რობ, სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ხდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, მაგ­რამ ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა და არ არის უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არის. უფრო მე­ტად ეს არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი“, - გა­ნა­ცხა­და კრა­მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით... უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა..." - დევიდ კრამერი

"საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით... უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის მთავარი შეცდომა..." - დევიდ კრამერი

საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“], რომელიც მიღებულ იქნა მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა საქართველოს შიგნით და ასევე, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ძლიერი მხარდაჭერით რუსეთის მხრიდან. ამ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გაუმჯობესებისკენ არის. უფრო მეტად ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა "თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას ძალიან დიდი შეცდომა და ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კანონის არჩევნების წინ მიღება არა შემთხვევითობა, არამედ წინასწარგანზრახული ნაბიჯია.

"მშვენიერია საქართველოში დაბრუნება. მე და კონფერენციის სხვა მონაწილეებს, პანელისტებს, გვიყვარს საქართველოში დაბრუნება. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით და ჩვენ ვატარებთ ამ კონფერენციას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ყურადღებას აქცევენ საქართველოს, რომ ასევე ვაჩვენოთ ქართველებს, რომ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში და დავეხმაროთ საქართველოს, რათა განაგრძოს თავისი სვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ.

ამ წლის კონფერენციას ჰქვია "გარდამტეხი წელი“. არჩევნები გაქვთ ქვეყანაში ოქტომბერში, ჩვენც გვაქვს არჩევნები ჩემს ქვეყანაში ნოემბერში. უკვე ჩატარდა არჩევნები მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, შეიცვალა ხელისუფლებები, შესაბამისად, ეს მართლაც გარდამტეხი წელია და სწორედ ამიტომ ვართ აქ.

გასული წლის კონფერენციის შემდეგ, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრუნდებოდა პოლიტიკაში. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და შემდეგ არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც მიღებულ იქნა მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა საქართველოს შიგნით და ასევე, საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, თუმცა ძლიერი მხარდაჭერით რუსეთის მხრიდან. არასამთავრობოებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჩემი გადმოსახედიდან, არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ არასამთავრობოები ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალო დამთხვევა.

რომ შევაჯამოთ, ამ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები გაუმჯობესებისკენ არის. უფრო მეტად ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა კრამერმა.