პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში - ალიევის პარტია იმარჯვებს
საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში - ალიევის პარტია იმარჯვებს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ილ­ჰამ ალი­ე­ვის პარ­ტია იმარ­ჯვებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტია, "ახა­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი“ უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­ზა­ჰირ პა­ნა­ხოვ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტია 125-ად­გი­ლი­ან მილი მე­ჯლის­ში 68 მან­დატს მი­ი­ღებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ, "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის პარ­ტი­ამ“ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში არ­ჩევ­ნებ­ში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აზრი არ ჰქონ­და. "არ­ჩევ­ნე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გამჭვირ­ვა­ლე მა­ინც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ მი­ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, მაგ­რამ აქ 1%-იანი გამჭვირ­ვა­ლო­ბაც კი არ არის, რა­ტომ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ არ­ჩევ­ნებ­ში? - გა­ნა­ცხა­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ველ­მა, მა­მედ იბ­რა­ჰიმ­მა. ბო­ი­კოტს შე­უ­ერ­თდა კო­ა­ლი­ცია "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო“. მათ არ­ჩევ­ნებს იაფი ფარ­სი უწო­დეს, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც, მათი შე­ფა­სე­ბით, "არა­სა­ჭი­რო და სა­ზი­ა­ნოა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით“.

შე­გახ­სე­ნებთ, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გუ­შინ ჩა­ტარ­და. არ­ჩევ­ნებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად 112 749 ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მათ­გან 65 000-ზე მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ამას­თან, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო 598 სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა VI მოწ­ვე­ვის მილი მე­ჯლი­სის (პარ­ლა­მენ­ტის) დაშ­ლი­სა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი 28 ივ­ნისს მო­ა­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში - ალიევის პარტია იმარჯვებს

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში - ალიევის პარტია იმარჯვებს

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტია იმარჯვებს აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, "ახალი აზერბაიჯანი“ უმრავლესობას მოიპოვებს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებულ პირობებში არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. "არჩევნები ნაწილობრივ გამჭვირვალე მაინც რომ ყოფილიყო, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას და გავიმარჯვებდით, მაგრამ აქ 1%-იანი გამჭვირვალობაც კი არ არის, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში? - განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მრჩეველმა, მამედ იბრაჰიმმა. ბოიკოტს შეუერთდა კოალიცია "აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო“. მათ არჩევნებს იაფი ფარსი უწოდეს, რომელში მონაწილეობაც, მათი შეფასებით, "არასაჭირო და საზიანოა ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით“.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებზე დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. მათგან 65 000-ზე მეტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია. ამასთან, რეგისტრირებული იყო 598 საერთაშორისო დამკვირვებელი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა.