კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად - როგორ ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა
86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად - როგორ ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა

86 წლის ას­ლან აბა­ში­ძე შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად - ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რძა­ლი, სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გაქ­ცე­ვის შემ­დეგ ვრცელ­დე­ბა.

წლე­ბია, რაც აბა­ში­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. სწო­რედ იქ შე­ე­ძი­ნა მე­სა­მე შვი­ლი ალექ­სან­დრე, რომ­ლის და­ბა­დე­ბი­სას აბა­ში­ძე 78 წლის გახ­ლდათ, ხოლო ბავ­შვის დედა - 45 წლის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ტი­კოს­მა ბავ­შვის დე­და­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი ქალი ანა­ი­და ოვა­კუ­მი­ა­ნია ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მათ ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და.

ას­ლან აბა­ში­ძეს გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს­თან - მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს­თან ორი შვი­ლი - დი­ა­ნა და გი­ორ­გი ჰყავს.

გი­ორ­გის მე­უღ­ლის სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ:

„ეს ყვე­ლას ბაბუ იყო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა გვი­ხა­რო­და ახა­ლი წლის მოს­ვლა ბაბუ ტკბი­ლე­ულს გვი­რი­გებ­და. დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე და ჯამ­რთე­ლო­ბა.“

„გვიყ­ვარს აჭარ­ლებს ჩვე­ნი ბაბუ“

„აუუუ, რა მა­გა­რია სალო ჩვე­ნი ას­ლან ბაბუ. გა­მახ­სენ­და ბავ­შვო­ბა და ის პე­რი­ო­დი. მე­ნატ­რე­ბა ის დრო. ჯამ­რთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე ას­ლან ბა­ბუს.

„მო­ნატ­რე­ბუ­ლი "ბაბუ"! ძა­ლი­ან კარ­გი სუ­რა­თე­ბია! იხა­რეთ! ბავ­შვო­ბა­ში დავ­ბრუნ­დი“.

ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი გი­ორ­გი 27 წლის იყო რო­დე­საც 17 წლის ბა­თუ­მელ გო­გო­ნა­ზე სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბა 2003 წელს შედ­გა, მაგ­რამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­სა და ჯვრის­წე­რის გა­რე­შე. ოჯა­ხის შექ­მნი­დან ძა­ლი­ან მალე სა­ლო­მეს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, გი­ორ­გის დე­დას კი, მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისიც და­ი­ღუ­პა.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო დაგ­რო­ვილ სტრესს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და რვა თვე­ში და­შორ­დნენ. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ლო­მე დე­დამ­თი­ლის რჩე­უ­ლი იყო და მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის საფ­ლავ­ზე ქალი ხში­რად და­დი­ო­და. სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­მამ­თი­ლი და მი­სი­ვე თხოვ­ნით, ბა­ბუ­თი მი­მარ­თავ­და...

მომ­ხდა­რის შემ­დეგ წყვილს შე­რი­გე­ბა არ უც­დი­ათ, თუმ­ცა მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ას­ლან აბა­ში­ძემ ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და გი­ორ­გი აბა­ში­ძეც, რო­მელ­საც იქ ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

სა­ლო­მე და გი­ორ­გი

თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე და გი­ორ­გი შე­რიგ­დნენ და ხელი 2015 წელს ბა­თუმ­ში მო­ა­წე­რეს. მალე წყვილს ტყუ­პი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, 2022 წელს კი ვაჟი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად - როგორ ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა

86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად - როგორ ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში, სადაც მეორედ იქორწინა

86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად - ფოტოებს სოციალურ ქსელში რძალი, სალომე ბაჯელიძე ავრცელებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ფოტოები სოციალურ ქსელში, საქართველოდან რუსეთში გაქცევის შემდეგ ვრცელდება.

წლებია, რაც აბაშიძე მოსკოვში ცხოვრობს. სწორედ იქ შეეძინა მესამე შვილი ალექსანდრე, რომლის დაბადებისას აბაშიძე 78 წლის გახლდათ, ხოლო ბავშვის დედა - 45 წლის.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა ბავშვის დედაზე ოფიციალურად იქორწინა. მისი რჩეული ქალი ანაიდა ოვაკუმიანია ჯერ კიდევ ბათუმში მათ ოჯახში მზარეულად მუშაობდა.

ასლან აბაშიძეს გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი - დიანა და გიორგი ჰყავს.

გიორგის მეუღლის სალომე ბაჯელიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების კომენტარებში წერენ:

„ეს ყველას ბაბუ იყო. მთელი ბავშვობა გვიხაროდა ახალი წლის მოსვლა ბაბუ ტკბილეულს გვირიგებდა. დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა.“

„გვიყვარს აჭარლებს ჩვენი ბაბუ“

„აუუუ, რა მაგარია სალო ჩვენი ასლან ბაბუ. გამახსენდა ბავშვობა და ის პერიოდი. მენატრება ის დრო. ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ასლან ბაბუს.

„მონატრებული ,,ბაბუ"! ძალიან კარგი სურათებია! იხარეთ! ბავშვობაში დავბრუნდი“.

ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი 27 წლის იყო როდესაც 17 წლის ბათუმელ გოგონაზე სალომე ბაჯელიძეზე იქორწინა. ქორწინება 2003 წელს შედგა, მაგრამ გრანდიოზული ქორწილისა და ჯვრისწერის გარეშე. ოჯახის შექმნიდან ძალიან მალე სალომეს მამა გარდაიცვალა, გიორგის დედას კი, მაგული გოგიტიძეს სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.

საყვარელი ადამიანების გამო დაგროვილ სტრესს ახალდაქორწინებულებმა ვერ გაუძლეს და რვა თვეში დაშორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ სალომე დედამთილის რჩეული იყო და მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. დაშორების მიუხედავად ყოფილი დედამთილის საფლავზე ქალი ხშირად დადიოდა. სალომეს ძალიან უყვარდა მამამთილი და მისივე თხოვნით, ბაბუთი მიმართავდა...

მომხდარის შემდეგ წყვილს შერიგება არ უცდიათ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძემ ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მოსკოვში ცხოვრობდა გიორგი აბაშიძეც, რომელსაც იქ ახალი რჩეული ჰყავდა, თუმცა არ დაოჯახებულა.

სალომე და გიორგი

თერთმეტწლიანი დაშორების შემდეგ, სალომე და გიორგი შერიგდნენ და ხელი 2015 წელს ბათუმში მოაწერეს. მალე წყვილს ტყუპი გოგონა შეეძინა, 2022 წელს კი ვაჟი.

წაიკითხეთ ასევე: