სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება“ - რას წერს უმრავლესობის წევრი სკანდალური ინციდენტის შესახებ
“არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება“ - რას წერს უმრავლესობის წევრი სკანდალური ინციდენტის შესახებ

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი პა­რა­ო­ლიმ­პელ გიგა ოჩხი­კი­ძეს ოქ­როს მედ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას და ამას­თან, მსოფ­ლი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას ლო­ცავს.

“არი­ი­ი­ის! სენ დე­ნი­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი მა­ინც გაჟ­ღერ­დე­ბა! და­ვი­ცა­ვით გი­გას უფ­ლე­ბე­ბი! კო­მი­სი­ამ სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი გა­მო­ა­ცხა­და და გი­გას ოქ­როს მე­და­ლიც და­უბ­რუნ­და და მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დიც! გიგა ოჩხი­კი­ძე - უკვე ორგზის ჩემ­პი­ო­ნი ხარ!“ - წერს იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი და ემო­ცი­ურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

დღეს, პა­რა­ო­ლიმ­პი­ელ­მა, ქარ­თველ­მა პა­რა­ძა­ლო­სან­მა გიგა ოჩხი­კი­ძემ ბირ­თვის კვრა­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და ამას­თან, ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. მან ბირ­თვის კვრა­ში 9,66 მეტ­რი და­ა­ფიქ­სი­რა.

  • იმ ფონ­ზე, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბას მთე­ლი ქვე­ყა­ნა ზე­ი­მობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კო­მი­სი­ამ ოჩხი­კი­ძეს შე­დე­გე­ბი გა­უ­უქ­მა და ოქრო ჩა­მო­არ­თვეს. ამას­თან, ის სამი საპ­რი­ზო ად­გი­ლი­დან არც ერ­თზე არ ფი­გუ­რი­რებ­და.

“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, გიგა ოჩხი­კი­ძის შე­დე­გე­ბი გა­ა­სა­ჩივ­რეს მო­რო­კოს და ირა­ნის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა, მას შემ­დეგ, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გიგა ოჩხი­კი­ძის შე­დე­გიც და რე­კორ­დიც, ბირ­თვის კვრის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლეს.

ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვა­სა­ჩივ­რეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ახ­ლაც გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ვართ. გვქონ­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან და მსა­ჯებ­თა­ნაც, წარ­ვად­გი­ნეთ ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც, რომ გიგა სწო­რად ის­ვრის ბირ­თვს.

5 სექ­ტემ­ბერს, ჩა­ნიშ­ნუ­ლია ჩემი პი­რა­დი შეხ­ვედ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტთან ენ­დრიუ პერ­სონსთან. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე პარა ათ­ლე­ტე­ბი უსა­მარ­თლოდ იჩაგ­რე­ბოდ­ნენ და ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბულ შე­დეგს იპა­რავ­დნენ!

ჩვენ ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო პა­რა­ათ­ლე­ტის გიგა ოჩხი­კი­ძის უფე­ბებს და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გაც­ნო­ბებთ შე­დე­გებს,“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

გიგა ოჩხი­კი­ძე ქარ­თუ­ლი პა­რას­პორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე პა­რას­პორ­ტსმე­ნი გახ­და, ვინც ზა­ფხუ­ლის პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, პირ­ვე­ლად პა­რა­ლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 2016 წელს, რიოს თა­მა­შებ­ზე პა­რა­ძი­უ­დოს­ტი ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი გახ­და

სა­ქარ­თვე­ლო პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სპორ­ტის ექვს სა­ხე­ო­ბა­ში 14 პა­რა­ათ­ლე­ტით ას­პა­რე­ზობს.

პა­რი­ზის 2024 წლის პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 28 აგ­ვის­ტოს სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა – ტურ­ნი­რი 8 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
2

სულით და გულით ვულოცავ პა­რა­ძა­ლო­სან­ გიგა ოჩხი­კი­ძეს ოლიმპიურ ჩემპიონობასა და მსოფლიო რეკორდის დამყარებას ბირ­თვის კვრა­ში!

ასევე, უღრმესი მადლობა ბატონ რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლს მისთვის წართმეული ოქ­როს მედ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის საქმეში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება“ - რას წერს უმრავლესობის წევრი სკანდალური ინციდენტის შესახებ

“არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება“ - რას წერს უმრავლესობის წევრი სკანდალური ინციდენტის შესახებ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პარაოლიმპელ გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედლის დაბრუნებას და ამასთან, მსოფლი რეკორდის დამყარებას ლოცავს.

“არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე - უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ - წერს იონათამიშვილი და ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.

დღეს, პარაოლიმპიელმა, ქართველმა პარაძალოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამასთან, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა.

  • იმ ფონზე, როდესაც გამარჯვებას მთელი ქვეყანა ზეიმობდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ კომისიამ ოჩხიკიძეს შედეგები გაუუქმა და ოქრო ჩამოართვეს. ამასთან, ის სამი საპრიზო ადგილიდან არც ერთზე არ ფიგურირებდა.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს.

ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს.

5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან. დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარა ათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს,“ - ასე გამოეხმაურა იონათამიშვილი უსამართლო გადაწყვეტილებას.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.

იხილეთ ასევე: