მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა, ნეთანიაჰუ შურისძიებას აანონსებს, “მძევლების ოჯახების ფორუმი“ კი უმძიმეს დეტალებს ავრცელებს - “ისინი სასტიკად დახოცეს, აწამებდნენ...“
ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა, ნეთანიაჰუ შურისძიებას აანონსებს, “მძევლების ოჯახების ფორუმი“ კი უმძიმეს დეტალებს ავრცელებს  - “ისინი სასტიკად დახოცეს, აწამებდნენ...“

ის­რა­ე­ლელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა “ჰა­მა­სის“ მიერ, 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ტა­ცე­ბუ­ლი ექ­ვსი მძევ­ლის ცხე­და­რი ღა­ზას სამ­ხრე­თით რა­ფაჰ­ში მდე­ბა­რე გვი­რაბ­ში იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ცხედ­რე­ბი იმ გვი­რა­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტრში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი მძე­ვა­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს.

“პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, ისი­ნი სას­ტი­კად და­ხო­ცეს “ჰა­მა­სის“ ტე­რო­რის­ტებ­მა ცოტა ხნის წინ მა­ნამ, სა­ნამ ჩვენ მათ მი­ვაღ­წევ­დით. ცხედ­რე­ბი იპო­ვეს რა­ფაჰ­ში ბრძო­ლის დროს გვი­რაბ­ში, იმ გვი­რა­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფარ­ჰან ალ-ქადი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ”, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, და­ნი­ელ ჰა­გა­რიმ.

“მძევ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის ფო­რუმ­მა“ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს მოს­თხო­ვა "აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მძევ­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზე". ფო­რუმ­ზე ნათ­ქვა­მია, რომ ექ­ვსი­ვე ტყვე "მოკ­ლუ­ლი იქნა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ თით­ქმის 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, წა­მე­ბა და შიმ­ში­ლი გა­და­ი­ტა­ნეს".

  • “ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით, გულ­წრფე­ლად ვუხ­დი გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს ბო­დიშს, იმის გამო, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე მათი სახ­ლში უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტმა ისა­აკ ჰერ­ცოგ­მა.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი არ მო­ის­ვე­ნებს მა­ნამ, სა­ნამ პა­სუხს არ აგე­ბი­ნებს მათ, ვინც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან ექ­ვსი მძევ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

“ვე­უბ­ნე­ბი “ჰა­მა­სის” ტე­რო­რის­ტებს, რომ­ლებ­მაც და­ხო­ცეს გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი და მათ ლი­დე­რებს - და­კარ­გეთ სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა. არ და­ვის­ვე­ნებთ და არ გავ­ჩუმ­დე­ბით, და­გე­დევ­ნე­ბით, და­გე­წე­ვით და ან­გა­რიშს გა­ვას­წო­რებთ თქვენ­თან“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლი მზად არის მი­აღ­წი­ოს შე­თან­ხმე­ბას დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფის მიზ­ნით.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­რა­ე­ლი აწარ­მო­ებს ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს შუ­ა­მავ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად, “ჰა­მა­სი“ აგ­რძე­ლებს მტკი­ცე უა­რის თქმას ნე­ბის­მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე. უა­რე­სიც, სწო­რედ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფონ­ზე, “ჰა­მა­სმა“ მოკ­ლა ჩვე­ნი ექ­ვსი მძე­ვა­ლი. მას, ვინც მძევ­ლებს კლავს, შე­თან­ხმე­ბა არ სურს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, და პი­რა­დად მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, გა­ვაგ­რძე­ლოთ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­აბ­რუ­ნებს ჩვენს ყვე­ლა მძე­ვალს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და არ­სე­ბო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, “ჰა­მა­სმა“ 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის დროს და­ახ­ლო­ე­ბით, 250 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა, ამ დრომ­დე, 35 მძევ­ლის და­ღუპ­ვა და­ა­დას­ტუ­რა, უც­ნო­ბია 101 მძევ­ლის ბედი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა, ნეთანიაჰუ შურისძიებას აანონსებს, “მძევლების ოჯახების ფორუმი“ კი უმძიმეს დეტალებს ავრცელებს - “ისინი სასტიკად დახოცეს, აწამებდნენ...“

ისრაელმა ღაზაში კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა, ნეთანიაჰუ შურისძიებას აანონსებს, “მძევლების ოჯახების ფორუმი“ კი უმძიმეს დეტალებს ავრცელებს  - “ისინი სასტიკად დახოცეს, აწამებდნენ...“

ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის“ მიერ, 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

ცხედრები იმ გვირაბიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გატაცებული მძევალი გადაარჩინეს.

“პირველადი შეფასებით, ისინი სასტიკად დახოცეს “ჰამასის“ ტერორისტებმა ცოტა ხნის წინ მანამ, სანამ ჩვენ მათ მივაღწევდით. ცხედრები იპოვეს რაფაჰში ბრძოლის დროს გვირაბში, იმ გვირაბიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, სადაც რამდენიმე დღის წინ ფარჰან ალ-ქადი გადავარჩინეთ”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

“მძევლების ოჯახების ფორუმმა“ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსთხოვა "აიღოს პასუხისმგებლობა მძევლების მიტოვებაზე". ფორუმზე ნათქვამია, რომ ექვსივე ტყვე "მოკლული იქნა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და მათ თითქმის 11 თვის განმავლობაში, წამება და შიმშილი გადაიტანეს".

  • “ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გულწრფელად ვუხდი გარდაცვლილთა ოჯახებს ბოდიშს, იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე მათი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს.

“ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს - დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.

“მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს შუამავლებთან შეთანხმების მისაღწევად, “ჰამასი“ აგრძელებს მტკიცე უარის თქმას ნებისმიერ შეთავაზებაზე. უარესიც, სწორედ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, “ჰამასმა“ მოკლა ჩვენი ექვსი მძევალი. მას, ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს. მიუხედავად ამისა, ისრაელის მთავრობა ვალდებულია, და პირადად მე ვალდებული ვარ, გავაგრძელოთ შეთანხმების მიღწევის მცდელობა, რომელიც დააბრუნებს ჩვენს ყველა მძევალს და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებასა და არსებობას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, “ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს დაახლოებით, 250 ადამიანი მძევლად აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ამ დრომდე, 35 მძევლის დაღუპვა დაადასტურა, უცნობია 101 მძევლის ბედი.

წყარო

იხილეთ ასევე: