მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებული ელექტროსადგური, შეფერხება “ვნუკოვოს“ აეროპორტში და ჩამოგდებული 158 უკრაინული დრონი - ზელენსკი შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებს ითხოვს (ვიდეო)
აფეთქებული ელექტროსადგური, შეფერხება “ვნუკოვოს“ აეროპორტში და ჩამოგდებული 158 უკრაინული დრონი - ზელენსკი შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებს ითხოვს (ვიდეო)

გუ­შინ, 31 აგ­ვის­ტოს, რუ­სე­თის მიერ ხარ­კო­ვის და­ბომბვას ძლი­ე­რი ნგრე­ვა და მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ქა­ლა­ქის და­ბომბვი­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ზე მი­ტა­ნი­ლი იე­რი­შის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 30-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის იყო 14 წლის გო­გო­ნა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მო­უ­წო­და პარტნი­ო­რებს, და­უშ­ვან რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ასე­თი შე­ტე­ვე­ბი.

“მივ­მარ­თავ აშშ-ს, დიდ ბრი­ტა­ნეთს, საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ას, უკ­რა­ი­ნას შორი მან­ძი­ლის დარ­ტყმე­ბის­თვის ნე­ბარ­თვე­ბი სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

“ამ დღე­ებ­ში ვა­შინგტონ­ში ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცია მუ­შა­ობს: პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, [პრე­ზი­დენ­ტის] ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი. იყო სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე შეხ­ვედ­რე­ბი, და ჩვენ­თვის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი სა­კი­თხი სწო­რედ ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შორ მან­ძილ­ზე დარ­ტყმე­ბია, მთე­ლი არ ტე­რო­რის არ­დაშ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ­ლის გავ­ლაც უწევთ ჩვენს ხარ­კოვ­სა და ჩვენს სხვა ქა­ლა­ქებს…

უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­დას­ცეს მთე­ლი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, ყვე­ლა სა­ჭი­რო დე­ტა­ლი ჩვენს პარტნი­ო­რებს. და მივ­მარ­თავ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, დიდ ბრი­ტა­ნეთს, საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ას: გვჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რად და სრუ­ლად დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. გვჭირ­დე­ბა შორ მან­ძილ­ზე დარ­ტყმე­ბის­თვის ნე­ბარ­თვე­ბიც, და თქვე­ნი შორი მან­ძი­ლის ჭურ­ვე­ბი და რა­კე­ტე­ბიც. არ შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­და­დე­ბა - სწო­რედ იმი­სა, რა­საც შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე სწო­რედ იმოქ­მე­დოს მოვ­ლე­ნებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სუ­ლი ტე­რო­რის სა­ი­მე­დოდ გა­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა: “დარ­ტყმე­ბით რუ­სულ სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მებ­ზე, მათ ბა­ზებ­ზე, რუ­სუ­ლი ტე­რო­რის ლო­გის­ტი­კა­ზე.”

მძი­მე ღა­მის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნამ რუ­სეთს სა­პა­სუ­ხოდ შე­უ­ტია. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, 158 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო. მათ­გან 2 - დე­და­ქა­ლაქ მოს­კო­ვის თავ­ზე და 7 - მოს­კო­ვის ოლ­ქის თავ­ზე.

გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 46 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 34 - ბრი­ანსკის ოლ­ქში, 28 ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში, 14 ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში და 8 - რი­ა­ზა­ნის ოლ­ქში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წუ­ხელ მოს­კო­ვის “ვნუ­კო­ვოს“ აე­რო­პორ­ტმა თვითმფრი­ნა­ვე­ბის გაშ­ვე­ბა­სა და მი­ღე­ბა­ზე დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა.

ამას­თან, მოს­კო­ვის ოლ­ქის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე კა­ში­რის სა­ქა­ლა­ქო ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მი­ხა­ილ შუ­ვა­ლოვ­მა “ტე­ლეგ­რამ“ არხზე და­წე­რა, რომ 1-ელი სექ­ტემ­ბრის ღა­მეს კა­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო რა­ი­ო­ნუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი დრო­ნით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

“მსხვერ­პლი და ნგრე­ვა არ ყო­ფი­ლა, აბო­ნენ­ტებს ელექტრო­ე­ნერ­გია რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა“, - და­წე­რა შუ­ვა­ლოვ­მა.

ამას­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტვე­რის ოლ­ქში მდე­ბა­რე კო­ნა­კოვ­სკა­ი­ას სა­ხელ­მწი­ფო რა­ი­ო­ნუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

  • ხორ­ვა­ტი­ამ უკ­რა­ი­ნას გა­ნაღმვის რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მა გა­დას­ცა

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხორ­ვა­ტი­ამ უკ­რა­ი­ნის­თვის DOK-ING MV-4 ტი­პის გა­ნაღმვის რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხორ­ვა­ტი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ივან ანუ­შიჩ­მა და მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ Globsec-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­დას­ცა, რო­მე­ლიც პრა­ღა­ში იმარ­თე­ბა.

ანუ­შიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის გა­ნაღმვის პრო­ცე­სი დიდ დროს და ფი­ნან­სებს მო­ი­თხოვს.

“ნაღ­მე­ბის გაწ­მენ­და უზარ­მა­ზა­რი ამო­ცა­ნაა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა, ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ ერ­თად მა­ნამ, სა­ნამ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ხორ­ვა­ტი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

აფეთქებული ელექტროსადგური, შეფერხება “ვნუკოვოს“ აეროპორტში და ჩამოგდებული 158 უკრაინული დრონი - ზელენსკი შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებს ითხოვს (ვიდეო)

აფეთქებული ელექტროსადგური, შეფერხება “ვნუკოვოს“ აეროპორტში და ჩამოგდებული 158 უკრაინული დრონი - ზელენსკი შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებს ითხოვს (ვიდეო)

გუშინ, 31 აგვისტოს, რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის დაბომბვისა და საცხოვრებელ კორპუსებზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის იყო 14 წლის გოგონა.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პარტნიორებს, დაუშვან რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, რათა თავიდან აიცილონ ასეთი შეტევები.

“მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

“ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, [პრეზიდენტის] ოფისის ხელმძღვანელი. იყო სხვადასხვა დონეზე შეხვედრები, და ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების შორ მანძილზე დარტყმებია, მთელი არ ტერორის არდაშვების შესაძლებლობა, რომლის გავლაც უწევთ ჩვენს ხარკოვსა და ჩვენს სხვა ქალაქებს…

უკრაინის წარმომადგენლებმა გადასცეს მთელი საჭირო ინფორმაცია, ყველა საჭირო დეტალი ჩვენს პარტნიორებს. და მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას: გვჭირდება უკრაინისა და უკრაინელების რეალურად და სრულად დაცვის შესაძლებლობები. გვჭირდება შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებიც, და თქვენი შორი მანძილის ჭურვები და რაკეტებიც. არ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადება - სწორედ იმისა, რასაც შეუძლია ყველაზე სწორედ იმოქმედოს მოვლენებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული ტერორის საიმედოდ გაჩერება მხოლოდ ერთი საშუალებით შეიძლება: “დარტყმებით რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, მათ ბაზებზე, რუსული ტერორის ლოგისტიკაზე.”

მძიმე ღამის შემდეგ, უკრაინამ რუსეთს საპასუხოდ შეუტია. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე რეკორდული რაოდენობის, 158 დრონი ჩამოაგდო. მათგან 2 - დედაქალაქ მოსკოვის თავზე და 7 - მოსკოვის ოლქის თავზე.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 - ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 - რიაზანის ოლქში.

აღსანიშნავია, რომ წუხელ მოსკოვის “ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

ამასთან, მოსკოვის ოლქის სამხრეთით მდებარე კაშირის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილ შუვალოვმა “ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ 1-ელი სექტემბრის ღამეს კაშირის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამი დრონით თავდასხმა განხორციელდა.

“მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, აბონენტებს ელექტროენერგია რეგულარულად მიეწოდება“, - დაწერა შუვალოვმა.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში მდებარე კონაკოვსკაიას სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

  • ხორვატიამ უკრაინას განაღმვის რობოტული სისტემა გადასცა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხორვატიამ უკრაინისთვის DOK-ING MV-4 ტიპის განაღმვის რობოტული სისტემის გადაცემის შესახებ განაცხადა.

შესაბამისი სერტიფიკატი უკრაინის წარმომადგენლებს ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, ივან ანუშიჩმა და მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ Globsec-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გადასცა, რომელიც პრაღაში იმართება.

ანუშიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაღმვის პროცესი დიდ დროს და ფინანსებს მოითხოვს.

“ნაღმების გაწმენდა უზარმაზარი ამოცანაა და საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან საჭიროა, ჩვენ ვიმუშავებთ ერთად მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე: