სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვანცა ულამაზესია, კოზა ნოსტრაზე გადაღებული ფილმების გმირს ჰგავს... ბუბას წარმატებული კარიერა აქვს..." - ბავშვობის უმძიმესი ტრავმა და საბედისწერო ავარია: რუსული მედია ტარიელ ონიანის შვილების მდიდრულ ცხოვრებაზე
"გვანცა ულამაზესია, კოზა ნოსტრაზე გადაღებული ფილმების გმირს ჰგავს... ბუბას წარმატებული კარიერა აქვს..." - ბავშვობის უმძიმესი ტრავმა და საბედისწერო ავარია: რუსული მედია ტარიელ ონიანის შვილების მდიდრულ ცხოვრებაზე

"ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, რო­მე­ლიც "შავ სამ­ყა­რო­ში" "ტა­როს" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, 1958 წელს ქა­ლაქ ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ნგრე­ვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ ოჯა­ხი ქუ­თა­ის­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. "ტა­რომ" პირ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17 წლის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა. მას შემ­დეგ, რვა­ჯერ მოხ­ვდა კო­ლო­ნი­ა­ში", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დზე.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ონი­ა­ნი 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს "აკურ­თხეს კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად", 1980-იან წლებ­ში კი ის მოს­კოვ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან "კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტად" ით­ვლე­ბო­და.

2009 წლი­დან 2019 წლამ­დე ტა­რი­ელ ონი­ა­ნი რუ­სეთ­ში ორენ­ბურ­გის რე­გი­ონ­ში "შავი დელ­ფი­ნის“ სა­ხე­ლო­ბის მკაცრ კო­ლო­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის 2019 წელს ეს­პა­ნეთს გა­დას­ცეს, სა­დაც ოთხი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და 36 ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ა­კის­რეს. 2021 წელს, უც­ნო­ბია რო­გორ, მაგ­რამ სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. მას შემ­დეგ ონი­ა­ნის მუდ­მი­ვი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია. 2023 წელს სხვა ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" ერ­თად, პო­ლო­ნეთ­ში, ერთ-ერთ შეკ­რე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ტა­რი­ელ ონი­ანს ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი ჰყავს 28 წლის ბუბა და 29 წლის გვან­ცა-მა­რია, რომ­ლე­ბიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რო­ბენ.

"გვან­ცა ონი­ა­ნი ნამ­დვი­ლი ლა­მაზ­მა­ნია, მისი გა­რეგ­ნო­ბა კოზა-ნოს­ტრა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის გმი­რებს მო­გა­გო­ნებთ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

გვან­ცა ონი­ა­ნი ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია მდიდ­რულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე. გო­გო­ნას ასე­ვე უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და არ ერი­დე­ბა თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ჯა­როდ ჩვე­ნე­ბას. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ გო­გო­ნა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­მის სამ­შობ­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ასე­ვე ხში­რად სტუმ­რობს მო­ნა­კოს პრეს­ტი­ჟულ კუ­რორ­ტებ­სა და სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძუ­ლებს.

"გვან­ცამ ბავ­შვო­ბა­ში დიდი შოკი გა­და­ი­ტა­ნა. რო­დე­საც "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" 90-იან წლებ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მალე მის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. შემ­დეგ ოჯახ­თან ერ­თად ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და­ი­წყო. 2005 წელს ეს­პა­ნურ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცია Wasp რუსი მა­ფი­ო­ზე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 400-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბით და ვერ­ტმფრე­ნე­ბით.

ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და ონი­ა­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად 50 ობი­ექ­ტში: კუ­რორ­ტებ­ზე მარ­ბე­ლა­ში, ტო­რე­მო­ლი­ნოს­ში, ასე­ვე ბარ­სე­ლო­ნა­სა და ალი­კან­ტე­ში", - წერს მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მა­შინ "ტარო" ეს­პა­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­ექ­ცა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, გვან­ცა და­ა­კა­ვა. მად­რი­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ "კრი­მი­ნა­ლის პრინ­ცე­სას" მა­შინ­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი მი­ა­კი­თხავ­დნენ.

თუმ­ცა, გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი არ გა­მოჩ­ნდნენ და გვან­ცა არას­რულ­წლო­ვან­თა ცი­ხი­დან ოთხი დღის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ტა­რი­ელ ონი­ა­ნი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და და უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე. ის ათი წლის შემ­დეგ მა­ინც მოხ­ვდა ეს­პა­ნე­თის ცი­ხე­ში.

გვან­ცას სა­ხე­ლი არა­სო­დეს ხვდე­ბა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყვი­თელ რუბ­რი­კებ­ში, მაგ­რამ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა წერს, გო­გო­ნა მოს­კო­ვის გარ­და, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში დროს არა­ნაკ­ლებ მდიდ­რუ­ლად ატა­რებს. გვან­ცა-მა­რია სა­დი­ლობს ცნო­ბილ რეს­ტო­რან L’Avenue-ში და აწყობს ქუ­ჩის სტი­ლის ფოტო გა­და­ღე­ბებს Chanel-ისა და Dior-ის ჩან­თე­ბით.

ბუბა-უშბა ონი­ა­ნი - წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რით

კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ვა­ჟის ცხოვ­რე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და. ბუბა ონი­ან­მა დის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზა აირ­ჩია. გა­ნათ­ლე­ბა ლონ­დო­ნის ბრი­ტა­ნულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში მი­ი­ღო, ხოლო წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კა­სის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში შე­ვი­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" შვილ­მა არ ისურ­ვა სა­ზღვარ­გა­რეთ დარ­ჩე­ნა და გა­და­წყვი­ტა მა­მას­თან უფრო ახ­ლოს, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბო­და, რომ არა სა­ბე­დის­წე­რო ავა­რია. უმ­ცროს­მა ონი­ან­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხა ცხოვ­რე­ბა ისე, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

2015 წელს მოს­კოვ­ში მძი­მე ავა­რია მოხ­და, რო­მელ­შიც 21 წლის ბუბა ონი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შემ­თხვე­ვა კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა.

შემ­თხვე­ვა კვი­რას ღა­მით მოს­კოვ­ში, ნოვი არ­ბატ­ზე მოხ­და. მერ­სე­დეს S400-ის სა­ჭეს­თან მჯდო­მი ბუბა ონი­ა­ნი Volkswagen Touareg-ს და­ე­ჯა­ხა. დარ­ტყმა ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, მერ­სე­დე­სი ტრო­ტუ­ა­რი­დან გა­და­ვარ­და და გზის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ონი­ა­ნი უმ­ცრო­სის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი 18 წლის მგზავ­რი თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბით და ბარ­ძა­ყის მო­ტე­ხი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ასე­ვე და­შავ­და ბუ­ბას ორი მე­გო­ბა­რი: 19 წლის გი­ორ­გი ც. და 17 წლის და­ვით ხ.

თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვას ხელი არ შე­უშ­ლია ახალ­გაზ­რდის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. რუ­სუ­ლი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ ბუბა მა­მის ყვე­ლა ბიზ­ნესს მარ­თავს და "სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის“ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გვანცა ულამაზესია, კოზა ნოსტრაზე გადაღებული ფილმების გმირს ჰგავს... ბუბას წარმატებული კარიერა აქვს..." - ბავშვობის უმძიმესი ტრავმა და საბედისწერო ავარია: რუსული მედია ტარიელ ონიანის შვილების მდიდრულ ცხოვრებაზე

"გვანცა ულამაზესია, კოზა ნოსტრაზე გადაღებული ფილმების გმირს ჰგავს... ბუბას წარმატებული კარიერა აქვს..." - ბავშვობის უმძიმესი ტრავმა და საბედისწერო ავარია: რუსული მედია ტარიელ ონიანის შვილების მდიდრულ ცხოვრებაზე

"ტარიელ ონიანი, რომელიც "შავ სამყაროში" "ტაროს" სახელით არის ცნობილი, 1958 წელს ქალაქ ტყიბულში დაიბადა. მამამისი მაღაროში მუშაობდა, მაგრამ ნგრევის დროს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოჯახი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. "ტარომ" პირველი დანაშაული 17 წლის ასაკში ჩაიდინა. მას შემდეგ, რვაჯერ მოხვდა კოლონიაში", - წერს რუსული მედია ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდზე.

სტატიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ონიანი 1970-იანი წლების ბოლოს "აკურთხეს კანონიერ ქურდად", 1980-იან წლებში კი ის მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "კრიმინალურ ავტორიტეტად" ითვლებოდა.

2009 წლიდან 2019 წლამდე ტარიელ ონიანი რუსეთში ორენბურგის რეგიონში "შავი დელფინის“ სახელობის მკაცრ კოლონიაში იმყოფებოდა. ის 2019 წელს ესპანეთს გადასცეს, სადაც ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 36 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. 2021 წელს, უცნობია როგორ, მაგრამ საპატიმრო დატოვა. მას შემდეგ ონიანის მუდმივი ადგილსამყოფელი უცნობია. 2023 წელს სხვა ქართველ "კანონიერ ქურდებთან" ერთად, პოლონეთში, ერთ-ერთ შეკრებაზე იმყოფებოდა.

ტარიელ ონიანს ზრდასრული ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს 28 წლის ბუბა და 29 წლის გვანცა-მარია, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ.

"გვანცა ონიანი ნამდვილი ლამაზმანია, მისი გარეგნობა კოზა-ნოსტრაზე გადაღებული ფილმების გმირებს მოგაგონებთ", - წერს რუსული მედია.

გვანცა ონიანი ყოველთვის სასურველი სტუმარია მდიდრულ წვეულებებზე. გოგონას ასევე უყვარს მოგზაურობა და არ ერიდება თავისი მდიდრული ცხოვრების საჯაროდ ჩვენებას. რუსული მედია წერს, რომ გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ ძალიან უყვარს მამის სამშობლოს მონახულება. ასევე ხშირად სტუმრობს მონაკოს პრესტიჟულ კურორტებსა და საბერძნეთის კუნძულებს.

"გვანცამ ბავშვობაში დიდი შოკი გადაიტანა. როდესაც "კრიმინალური ავტორიტეტი" 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, მალე მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შემდეგ ოჯახთან ერთად ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საკუთარი ბიზნესი დაიწყო. 2005 წელს ესპანურმა სადაზვერვო სამსახურებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია Wasp რუსი მაფიოზების დასაკავებლად. მასში მონაწილეობდა 400-ზე მეტი პოლიციელი ჯავშანტრანსპორტიორებით და ვერტმფრენებით.

ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ონიანის მიერ კონტროლირებად 50 ობიექტში: კურორტებზე მარბელაში, ტორემოლინოსში, ასევე ბარსელონასა და ალიკანტეში", - წერს მედია.

მათივე ცნობით, მაშინ "ტარო" ესპანელ სამართალდამცავებს გაექცა, მაგრამ ხელისუფლებამ მისი 12 წლის ქალიშვილი, გვანცა დააკავა. მადრიდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "კრიმინალის პრინცესას" მაშინვე გაათავისუფლებდნენ, როდესაც მშობლები მიაკითხავდნენ.

თუმცა, გოგონას მშობლები არ გამოჩნდნენ და გვანცა არასრულწლოვანთა ციხიდან ოთხი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მომხდარის შემდეგ, ტარიელ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ის ათი წლის შემდეგ მაინც მოხვდა ესპანეთის ციხეში.

გვანცას სახელი არასოდეს ხვდება რუსული მედიის ყვითელ რუბრიკებში, მაგრამ როგორც ადგილობრივი პრესა წერს, გოგონა მოსკოვის გარდა, საფრანგეთის დედაქალაქში დროს არანაკლებ მდიდრულად ატარებს. გვანცა-მარია სადილობს ცნობილ რესტორან L’Avenue-ში და აწყობს ქუჩის სტილის ფოტო გადაღებებს Chanel-ისა და Dior-ის ჩანთებით.

ბუბა-უშბა ონიანი - წარმატებული კარიერით

კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟის ცხოვრება სულ სხვანაირად განვითარდა. ბუბა ონიანმა დისგან სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. განათლება ლონდონის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში მიიღო, ხოლო წარმატებით დამთავრების შემდეგ კასის ბიზნეს სკოლაში შევიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, "კანონიერი ქურდის" შვილმა არ ისურვა საზღვარგარეთ დარჩენა და გადაწყვიტა მამასთან უფრო ახლოს, რუსეთში დაბრუნებულიყო.

ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა საბედისწერო ავარია. უმცროსმა ონიანმაც ვერ მოახერხა ცხოვრება ისე, რომ მის ცხოვრებაში სამართალდამცავები არ გამოჩენილიყვნენ.

2015 წელს მოსკოვში მძიმე ავარია მოხდა, რომელშიც 21 წლის ბუბა ონიანი მონაწილეობდა. შემთხვევა კამერამ დააფიქსირა.

შემთხვევა კვირას ღამით მოსკოვში, ნოვი არბატზე მოხდა. მერსედეს S400-ის საჭესთან მჯდომი ბუბა ონიანი Volkswagen Touareg-ს დაეჯახა. დარტყმა ძლიერი აღმოჩნდა, მერსედესი ტროტუარიდან გადავარდა და გზის მოპირდაპირე მხარეს, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად ონიანი უმცროსის ავტომანქანაში მყოფი 18 წლის მგზავრი თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით და ბარძაყის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაშავდა ბუბას ორი მეგობარი: 19 წლის გიორგი ც. და 17 წლის დავით ხ.

თუმცა, ამ შემთხვევას ხელი არ შეუშლია ახალგაზრდისთვის წარმატებული გამხდარიყო. რუსული მედია ვარაუდობს, რომ ბუბა მამის ყველა ბიზნესს მართავს და "საოჯახო ბიზნესის“ ლეგალიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.